ბიბლიის აპოკრიფები

(გადამისამართდა გვერდიდან ბიბლიის აპოგრიფები)

ბიბლიის აპოკრიფები — წიგნები, რომლებიც შესულია ბიბლიის ზოგ გამოცემაში და რომლებსაც ბევრი არ აღიარებს ღვთის შთაგონებით დაწერილ წიგნებად, რამდენადაც არ არსებობს ამის მტკიცებები. ბერძნული სიტყვა „აპოკრიფოს“ „საგულდაგულოდ დამალულს“ ნიშნავს.

აპოკრიფულად ითვლება ის წიგნები, რომელთა წარმოშობა და დამწერის ვინაობა ზუსტად არ არის ცნობილი ან რომელთა შემთხვევაშიც არ არსებობს ღვთივშთაგონებულობის მტკიცებები მიუხედავად იმისა, რომ ზოგის აზრით მათი წაკითხვა სასარგებლოა. ასეთი წიგნები საჯაროდ არ იკითხებოდა, ცალკე ჰქონდათ. ამიტომაც უწოდეს მათ „საგულდაგულოდ დამალული“.

ახ. წ. 397 წელს კართაგენის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ებრაულ წერილებს უნდა დამატებოდა შვიდი აპოკრიფული წიგნი, „ესთერის“ და „დანიელის“ კანონიკურ წიგნებს კი დამატებითი მონაკვეთები დართვოდა. თუმცა რომის კათოლიკურმა ეკლესიამ მხოლოდ 1546 წელს, ტრიესტის საეკლესიო კრებაზე აღიარა ისინი ბიბლიის კანონის ნაწილად.

მიუხედავად იმისა, რომ ღვთივშთაგონებულ წიგნებს არ მიეკუთვნება, ისტორიული თვალსაზრისით საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის წიგნი „პირველი მაკაბელთა“. იგი მოგვითხრობს, თუ როგორ იბრძოდნენ იუდეველები თავისუფლებისთვის ძვ. წ. II საუკუნეში მაკაბელთა მეთაურობით, რომლებიც სამღვდელო შტოს წარმომადგენლები იყვნენ. სხვა აპოკრიფული წიგნები სავსეა მითებით, ცრურწმენებითა და შეცდომებით. იესო ქრისტეს და ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებს არასოდეს უხსენიებიათ ეს წიგნები და არ მოუყვანიათ ციტატები ამ წიგნებიდან.

აპოკრიფულ წიგნებთან დაკავშირებით საკმაოდ მტკიცე პოზიცია ეკავა იერონიმეს, რომელმაც ახ. წ. 405 წელს დაასრულა ბიბლიის ლათინურ თარგმანზე, ვულგატაზე, მუშაობა. მან დაასახელა კანონიკური წიგნები, ფლავიუსის მსგავსად 22 წიგნად გააერთიანა ებრაული წერილების 39 წიგნი და ვულგატის პროლოგში (რომელიც დაურთო „სამუელისა“ და „მეფეების“ წიგნებს) აღნიშნა: „ასე რომ, სულ ოცდაორი წიგნია . . .

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება