ტრიენტის საეკლესიო კრება
ტრიენტის საეკლესიო კრება — კათოლიკური ეკლესიის XIX მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც მოიწვიეს რომის პაპ პავლე III-ის ინიციატივით 1545 წლის 13 დეკემბერს ტრიენტის საკთედრო ტაძარში და აქვე დააიხურა 1563 წლის 4 დეკემბერს რომის პაპ პიუს IV-ის მიერ[1]. ეს იყო კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი კრება, რათა პასუხი გაეცათ რეფორმაციისათვის. ითვლება კონტრეფორმაციის საწყის წერტილად[2].
![]() | |
თარიღი | 13 დეკემბერი, 1545 — 4 დეკემბერი, 1563 |
---|---|
აღიარებს | რომის კათოლიკური ეკლესია |
წინა კრება | ლატერანის მეხუთე საეკლესიო კრება |
შემდეგი კრება | ვატიკანის პირველი საეკლესიო კრება |
მოიწვია | პავლე III |
თავმჯდომარე | პავლე III, იულიუს III, პიუს IV |
ესწრებოდა | 250 სასულიერო პირი |
საკითხები | პროტესტანტიზმი, კონტრრეფორმაცია |
კანონები | დამტკიცდა 16 დოგმატური კანონი |
საკათედრო ტაძარში, სხვა საქმეებთან ერთად დაადასტურეს, ნიკეის რწმენის სიმბოლო, დაამტკიცეს ბიბლიის ლათინური თარგმანი, მიიღეს ტრიენტის კატეხიზმო. სულ მიიღეს 16 დოგმატური დადგენილება, რომლებიც კათოლიკური დოქტრინის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ეკლესიის მამების რაოდენობა პირველ სესიაზე იყო 34, ხოლო 25-ე და უკანასკნელზე — 215 (მათ შორის 4 პაპის ლეგატი, 2 კარდინალი, 3 პატრიარქი, 25 მტავარეპისკოპოსი, 167 ეპისკოპოსი, 7 აბატი და 7 სასულიერო ორდენის გენერალი).
ლიტერატურა რედაქტირება
- История средних веков. Т. 2 / Под ред. З. В. Удальцовой, С. П. Карпова. — М.: Высшая школа, 1991. — 400 с. — ISBN 5-06-000012-5..
- Филиппсон М. Религиозная контрреволюция в XVI веке. Тридентский собор. 2-е изд. — М.: Либроком, 2011. — 424 с. — (Академия фундаментальных исследований: история). — ISBN 978-5-397-01939-2.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- Concilio de Trento — Статья на сайте Enciclopedia católica online
სქოლიო რედაქტირება
- ↑ По материалам статьи Concilio de Trento с сайта Enciclopedia católica online.
- ↑ История средних веков, т. 2 1991.