აზ-ზაჰირ ბეიბარს ალ-ბუნდუქდარი (არაბ. الظاهر بيبرس البندقداري; დ. 1223 ან 1225 — გ. 1 ივლისი, 1277, დამასკი) — ეგვიპტისა და სირიის მამლუქთა სახელმწიფოს სულთანი 1260–1277 წლებში, ბაჰრიდების დინასტიის წარმომადგენელი. ჰულაგუიანების სახელმწიფოსა და ჯვაროსნების წინააღმდეგ მებრძოლმა სულთანმა მიიღო სახელწოდება „აბულ-ფუთუჰი“, ანუ „გამარჯვების მამა“. ასევე ცნობილია ბეიბარს I-ის სახელით.

ბეიბარს I
الملك الظاهر ركن الدين بيبرس البندقداري
ეგვიპტის მამლუქთა სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1260
მმართ. დასასრული: 1 ივლისი, 1277
წინამორბედი: საიფ ად-დინ ქუთუზი
მემკვიდრე: საიდ-ბერქე ხანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1223 ან 1225
დაბ. ადგილი: დეშტ-ი-ყივჩაღი
გარდ. თარიღი: 1 ივლისი, 1277
გარდ. ადგილი: დამასკი
დაკრძ. ადგილი: დამასკი
შვილები: საიდ-ბერქე ხანი, სალამიში, მასუდ-ჰადარი
დინასტია: ბაჰრიდები
რელიგია: ისლამი, სუნიზმი

ბეიბარს I სულთანი იყო 17 წლის განმავლობაში. მან ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რომ ეგვიპტე გადაქცეულიყო ძლევამოსილ ქვეყყნად. ააგო არხები და გემთმშენებელი ქარხნები, სამხედრო ციხესიმაგრეები ქვეყნის საზღვრებთან, სასახლეები და მეჩეთი კაიროში. განავითარა ხელოსნობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, ვაჭრობა, ხელოვნება. ცნობილი გახდა პალესტინაში და სირიაში წარმატებული ბრძოლებით მონღოლების ილხანთა სახელმწიფოსა და ევროპელი ჯვაროსნების წინააღმდეგ.

მან მონაწილეობა მიიღო ისეთ მნიშვნელოვან ბრძოლებში როგორიცაა აიუნ-ჯალუთის ბრძოლა მონღოლებთან 1260 წელს და ჯვაროსნების უკანასკნელი ციტადელის, კრაკ-დე-შევალიეს ბრძოლა 1271 წლის მარტში.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: