ისააკი
ისააკი, ბიბლიური პერსონაჟი, აბრაამისა და სარას ძე. ებრაელთა ერთ-ერთი მითიური მამამთავარი. იაჰვეს ბრძანებით, აბრაამს ისააკი უნდა შეეწირა მსხვერპლად, მაგრამ მსხვერპლშეწირვის დროს ღმერთმა ისააკის ნაცვლად მას სამსხვერპლო ვერძი მიუვლინა (დაბადება, თ. 22). ისააკის თქმულება განეკუთვნება ბიბლიური პატრიარქების ლეგენდათა ციკლს. თავდაპირველად ისააკი სავარაუდოდ ისრაელთა ერთ-ერთი ტომის „წინაპარ-ღმერთად“ ითვლებოდა. პირმშო ძის მსხვერპლად შეწირვა გამოძახილია პირველყოფილი რელიგიის კულტებისათვის დამახასიათებელი წესისა. მსხვერპლშეწირვის სცენა აისახა ხელოვნებაშიც (დონატელოს რელიეფი, რემბრანდტის სურათი და სხვა).
ისააკი | |
---|---|
![]() | |
გარდაიცვალა | ქანაანი |
დასაფლავებულია | პატრიარქების მღვიმე |
ხსენების დღე | 25 მარტი |
მოღვაწეობა | ფერმერი და cattle rancher |
ენა | Canaanite |
ეროვნება | Evrei |
მეუღლე | რებეკა |
შვილ(ებ)ი | იაკობი[1] და ესავი[2] |
ლიტერატურარედაქტირება
- შანიძე მ., ქსე, ტ. 5, გვ. 226, თბ., 1984