გიიომ აპოლინერი

(გადამისამართდა გვერდიდან აპოლინერი, გიიომ)

გიიომ აპოლინერი (Guillaume Apollinaire; ნამდვილი სახელი: ვილჰელმ ალბერტ ვლადიმირ აპოლინარის დე ვაზ-კოსტროვიცკი, Wilhelm Albert Vladimir Apollinaris de Wąż-Kostrowitcki; დ. 26 აგვისტო, 1880, რომი ― გ. 9 ნოემბერი, 1918, პარიზი) — ფრანგი პოეტი, „მირაბოს ხიდის“ ავტორი. მისი შემოქმედება მოიცავს ასევე ნოველებსა და ეროტიკულ რომანებს. მანვე შემოიტანა კალიგრამები. აპოლინერის შემოქმედებამ გავლენა მოახდინა თითქმის ყველა ავანგარდულ მიმდინარეობაზე, მანვე დაუდო საფუძველი სიურრეალიზმს („ტირეზიას კერტები“, 1917).

გიიომ აპოლინერი
ფრანგ. Guillaume Apollinaire
დაბადების თარიღი 26 აგვისტო, 1880(1880-08-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17]
დაბადების ადგილი რომი[18]
გარდაცვალების თარიღი 9 ნოემბერი, 1918(1918-11-09)[1] [2] [3] [4] [5] [19] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [14] [20] [15] (38 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[18]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო[21]
ფსევდონიმი Fernand Laviet[22]
საქმიანობა პოეტი, მწერალი, დრამატურგი, ხელოვნების კრიტიკოსი, დღიურის ავტორი, storyteller, ლიტერატურული კრიტიკოსი და მხატველი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[23]
ალმა-მატერი Colegio Niño Jesús de Praga
ჟანრი blank verse
Magnum opus Alcools
ჯილდოები დაიღუპნენ საფრანგეთისთვის
მეუღლე Jacqueline Kolb[24]
პარტნიორ(ებ)ი Annie Playden, Marie Laurencin, Louise de Coligny-Châtillon და Madeleine Pagès
ხელმოწერა

ცხოვრება რედაქტირება

აპოლინერი რომში დაიბადა. მამა შვეიცარიელი იტალიელი ოფიცერი იყო, რომელზეც ინფორმაცია მწირია, ვინაიდან ის აპოლინერის დაბადებიდან მალევე გაუჩინარდა, დედა კი, ანჟელიკ კოსტროვიცკა — პოლონელ თავადაზნაურთა გვარს ეკუთვნოდა. დედას, რომელიც თავგადასავლების მოყვარული იყო, ბავშვი ხშირად დაჰყავდა ბელგიაში, იტალიასა და მონაკოში. ამ კულტურულმა მრავალფეროვნებამ დიდი გავლენა მოახდინა მომავალ პოეტზე, რომლის შემოქმედება XX საუკუნის დასაწყისის თითქმის ყველა ტენდენციისა და მიმდინარეობის გავლენას განიცდის.

გიიომი სწავლობს ჯერ კანის, შემდეგ ნიცას უნივერსიტეტში. 20 წლის ასაკიდან პარიზულ ბოჰემურ წრეებს სტუმრობს და მონპარნასის ხელოვანთა საზოგადოებაში მეტად პოპულარული ხდება. მის მეგობართა და თანამოაზრეთა შორის ამ პერიოდში იყვნენ პაბლო პიკასო, გერტრუდ შტაინი, ანდრე სალმონი, მარი ლორენსენი, ანდრე ბრეტონი, ჟან კოქტო, ერიკ სატი, მარკ შაგალი და მარსელ დიუშანი.

1907 წელს პოეტი მხატვარ მარი ლორენსენს ხვდება, რომელთანაც წინააღმდეგობებით სავსე სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს. 1911 წელს ის პუტოს ჯგუფში გაერთიანდა, რომელიც კუბისტური მოძრაობის განშტოებას წარმოადგენდა.

1911 წლის 7 სექტემბერს აპოლინერი პოლიციამ დააკავა და სანტეს ციხეში დაატყვევა მონა ლიზას მოპარვის ბრალდებით, თუმცა ის ერთ კვირაში გაათავისუფლეს. ჯოკონდას სკანდალის შემდეგ აპოლინერი აღმზრდელად იწყებს მუშაობას ერთ გერმანულ ოჯახშისაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!. აქ იგი გაიცნობს ინგლისელ ანი პლეიდენს, რომელთანაც მოკლე სასიყვარულო თავგადასავალი ექნება. მცირე ხანში ანი აპოლინერს მიატოვებს და ამერიკაში გაემგზავრება. ანისთან კავშირსა და განშორებას აპოლინერის პოეზიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. 1913 წელს ის აქვეყნებს „ალკოჰოლიკებს“, რაც მისი და ზოგადად იმ პერიოდის ლიტერატურის ქვაკუთხედი ხდება.

აპოლინერი 1914 წლის აგვისტოში ანდრე რუვირთან.

1914 წლის აგვისტორში აპოლინერი ომში გადაწყვეტს წასვლას მოხალისედ საფრანგეთის არმიაში, თუმცა მას საფრანგეთის მოქალაქეობის არქონის გამო ჯერ უარი უთხრეს. მეორე მოთხოვნაზე ამავე წლის დეკემებრში მას უკვე დასტური მისცეს მოქალაქეობის მიღების პროცედურის დაწყების პირობით. გაწვევამდე მცირე ხნით ადრე აპოლინერი ნიცაში ხვდება ვინმე ლუიზ დე კოლინი-შატიონს, რომელსაც „ლუ“-ს უწოდებს და თავდავიწყებით შეუყვარდება. ლუ განქორწინებულია და მეტად თავისუფალ ცხოვრებას ეწევა, რასაც აპოლინერი აღტაცებაში მოჰყავს. მალე აპოლინერი ფრონტზე მიდის. მათი მიმოწერა აპოლინერის პოეზიის შთაგონების წყარო ხდება. თავის წერილებში პოეტი ომს ხოტაბს ასხამს, როგორც „მშვენიერ სანახაობას“. თუმცა ახალგაზრდა ლამაზმანს პოეტი არ უვარდა და ისინი 1915 წლის მარტში დაშორდნენ, იმ პირობით, რომ მეგობრები დარჩებოდნენ. ამავე პერიოდში ის მატარებელში მგზავრობისას მის მომავალ მეუღლეს, მადლენ პაჟეს, ხვდება. 1915 წლის მარტში ის შამპანის ფრონტზე 38-ე საველე საარტილერიო დივიზიონს უერთდება. მიუხედავად საომარი ვითარებისა, ის პოეზიისთვის დროს მაინც პოულობს და ხშირად წერს ფრონტიდან ლუს, მადლენსა და სხვა მეგობრებს.

1915 წლის აგვისტოში გიიომი და მადლენი ქორწინდებიან. ამავე წლის ნოემბერში აპოლინერი მისივე თხოვნით 96-ე დივიზიონში გადაჰყავთ რიგითიდან მეორე ლეიტენანტის წიდებაზე. 1917 წლის 9 მარტს იგი უკვე ნატურალიზებული საფრანგეთის მოქალაქე ხდება.

1916 წლის 17 მარტს იგი თავში დაიჭრება ტრანშეაში ლექსების კითხვისას და პარიზში დააბრუნებენ, სადაც ის 10 მაისამდე სამხედრო ლაზარეთში იმყოფება. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, აპოლინერი კვლავ უბრუნდება შემოქმედებას. 1917 წელს წერს პიესას „Les Mamelles de Tirésias“ (ქვესათაურით სიურრეალისტური დრამა), ხოლო 1918 წელს კალიგრამებს აქვეყნებს.

გიიომ აპოლინერი 1918 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა, ესპანური გრიპისგან. იგი დაკრძალულია პარიზში, პერ ლაშეზის სასაფლაოზე. მისი საფლავის ქვა-მონუმენტი შესრულებულია პიკასოს მიერ, რომელიც დაფინანსდა მატისისა და პიკასოს ორი ნამუშევრის აუქციონზე გაყიდვით 1924 წლის 21 ივნისს. მონუმენტზე ამოტვიფრულია ერთი ორმაგი სტროფი მისი დაუსრულებელი ლექსიდან „Colline“, რომელიც მის პოეტურ შემოქმედებასა და გარდაცვალებას აკავშირებს და მწვანე და თეთრი მოზაიკის გულის ფორმის კალიგრამა, რომელიც ქმნის ფრაზას „mon cœur pareil à une flamme renversée“.

შემოქმედება რედაქტირება

მუსიკალური ნაწყვეტები:

აპოლინერის შემოქმედება ერთ რომელიმე მიმდინარეობაში ვერ თავსდება. მასში არის როგორც სიმბოლიზმის, ასევე იმპრესიონიზმისა და კუბიზმის ელემენტები, საბოლოოდ კი სიურრეალიზმის მამამთავრადაც კი გვევლინება.

აპოლინერი ლიტერატურის ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოეტური კრებულით ალკოჰოლები. მასში შედის სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული და სხვადასხვა ჟანრის ლექსები, რომლებსაც აერთიანებთ პუნქტუაციის მოხსნა. აპოლინერის შემოქმედებაში ალკოჰოლის თემა ორმაგადაა განვითარებული: პოეტი სვამს ალკოჰოლს, როგორც თავის ცხოვრებას და სვამს თავის ცხოვრებას, როგორც ალკოჰოლს. სამყარო კონცენტრირებულია ღვინოში, ხოლო ღვინისადმი მიდრეკილება სიმბოლოა სამყაროს შეცნობისა.

აპოლინერის ლექსების უმთავრესი თემაა თანამედროვეობა, ქალაქური ცხოვრება. ხშირია თანამედროვე ტერმინოლოგიის გამოყენება: ავტომობილები, თვითმფრინავები, ავტობუსები, ინდუსტრიული ქუჩა, აფიშები და ა. შ.

 
გიიომ აპოლინერი, ანრი ფრიკი

მეორე დიდი თემა მოგზაურობაა. მოგზაურობა ხშირად ავტობიოგრაფიასაც უკავშირდება. სივრცეში მოგზაურობას ემატება დროში მოგზაურობა — წარსული წარმოდგენილია მითების სახით: ბიბლია, ზღაპრები, ლათინური და ბერძნული მითოლოგია, აღმოსავლური, კელტური თუ გერმანული მითოლოგია. ეს ყველაფერი წარსულის მიმართ ნოსტალგიას ეგზოტიკური და იდუმალი ელფერით მოსავს. მოგზაურობა თავისუფლების სიმბოლოა და ხშირად სიხარულთან, დღესასწაულთან ასოცირდება. ამავე დროს მოგზაურობა არის საკუთარი თავის ძიების სიმბოლო.

აპოლინერისთვის რეალობას წარმოადგენს ჩვენი წარმოდგენა სამყაროს შესახებ. ოღონდ ეს წარმოდგენა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული არაა. ჭეშმარიტი ხელოვნების როლი მდგომარეობს იმაში, რომ „განუწყვეტლივ განაახლოს ადამიანში სამყაროზე წარმოდგენები“ (ესთეტიკური მედიტაციები). ამ გაგებით აპოლინერი ხელოვანში ხედავს ზეადამიანს, რადგან მას ძალუძს თავისი ეპოქის მოდელირება.

აპოლინერი სამწერლობო ენაზე მეტად უპირატესობას ანიჭებს სამეტყველო ენას, ექსტრალინგვისტურ რეალობას, სიმღერას. მეგობრების გადმოცემით იგი ლექსებს წერდა ღიღინით ან საუბრების დროს. ამით აიხსნება მის პოეზიაში ენის სხვადასხვა რეგისტრის მონაცვლეობა: რთული სიტყვები, ტექნიკური ტერმინები, უცხო სიტყვები და ა. შ.

ტექნიკური ორიგინალობით გამოირჩევა აპოლინერის კალიგრამები, სადაც სიტყვები ქმნიან ერთგვარ სურათებს, პეიზაჟებს. ზოგან სიტყვები მუსიკალური ნიშნებით ან ნახატებითაცაა შეცვლილი.

ნაწარმოებები რედაქტირება

 
გიიომ აპოლინერის კალიგრამა
 
„პოეტის შთაგონების მუზა“, ანრი რუსო, 1909 (აპოლინერი და მარი ლორენსენი).
 
აპოლინერის საფლავი პერ-ლაშეზზე, პარიზი.
  • მირელი, ანუ პატარა იაფი ხვრელი, 1900 (ფესვდონიმის ქვეშ დაწერილი პორნოგრაფიული რომანი)
  • სამი ლექსი ლინდას, 1901
  • დამპალი გულთამპყრობელი, 1904 (რომანი)
  • თერთმეტი ათასი ასო ანუ ჰოსპოდარის სიყვარულები, 1906 (პორნოგრაფიული რომანი)
  • ანჩიოსების გამყიდველი, 1906 (თეატრი)
  • ახალი ფალანგი, 1909 (კრიტიკა)
  • მარკიზ სადის შემოქმედება, 1909 (კრიტიკა)
  • წლის ლექსები, 1909 (კრიტიკა)
  • დღევანდელი პოეტები, 1909 (კრიტიკა)
  • დამპალი გულთამპყრობელი, 1909 (რომანი, ანდრე დერენის გრავიურებით გაფორმებული)
  • ერეზიარკი და კომპანია, 1910 (ნოველები)
  • იტალიური თეატრი, 1910 (ილუსტრირებული ლიტერატურული ენციკლოპედია)
  • საქათმე ანუ ორფეოსის კორტეჟი, 1911 (პოეზია)
  • ახალგაზრდა დონ ჟუანის გმირობები, 1911 (ეროტიკული რომანი)
  • ისტორიის გვერდები, 1912 (ისტორიული ქრონიკა)
  • თანამედროვე მხატვრობა, 1913 (კრიტიკა)
  • კუბისტი მხატვრები, ესთეტიკური მსჯელობები, 1913 (კრიტიკა)
  • ალკოჰოლები, 1913 (ლექსების კრებული)
  • ბორჯიების რომი, 1913 (რომანი)
  • ფუტურისტული ანტიტრადიცია, 1913 (ესსე)
  • ბაბილონის დასასრული — რომანული ისტორია 1/3, 1914 (რომანი)
  • სამი დონ ჟუანი — რომანული ისტორია 2/3, 1915 (რომანი)
  • მოკლული პოეტი, 1916 (ნოველები და ზღაპრები)
  • Vitam impendere amori, 1918 (ილუსტრირებული პოეზია)
  • ოენზოლერნების თეთრი ქალი — რომანული ისტორია 3/3 (რომანი)
  • კალიგრამები, ლექსები მშვიდობასა და ომაზე 1913—1916, 1918 (პოეზია)
  • ორი ნაპირის მოხეტიალე, 1918 (ქრონიკები)
  • დროის ფერები, 1918
  • ტირეზიას კერტები, 1918 (სიურეალისტური დრამა.)
  • სიმბოლისტური პოეზია, 1919
  • მჯდარი ქალი, 1920 (რომანი)
  • არის…, 1925 (პოეზია)
  • ანეკდოტურები, 1926
  • ჩემი სიყვარულის ჩრდილი, 1947 (პოეზია)
  • წერილები დედობილს 1915—1918, 1948 (პოეზია)
  • დროის ფერი, 1949 (თეატრი)
  • საიდუმლო ლექსები მადლენს, 1949
  • რა ვქნათ, 1950 (რომანი)
  • გამოუწვეყნებელი ტექსტები, 1952
  • კაზანოვა, პაროდიული კომედია, 1952 (თეატრი)
  • ხელოვნების ქრონიკები 1902—1918, 1960 (კრიტიკა)
  • ყოველდღიურობის პატარა საოცრებები, 1979
  • ფული, 1985 (გამოუქვეყნებელი ლექსები)
  • ინტიმური დღიური (1898—1918), 1991

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Guillaume Apollinaire
  3. 3.0 3.1 Guillaume Apollinaire // Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2017. — ISBN 978-0-19-977378-7doi:10.1093/BENZ/9780199773787.ARTICLE.B00006213
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 IMSLP — 2006.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 NooSFere — 1999.
  9. 9.0 9.1 BD Gest'
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  11. 11.0 11.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  12. 12.0 12.1 Düchting H. Apollinaire, Guillaume // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T003435
  13. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  14. 14.0 14.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  15. 15.0 15.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  16. Babelio — 2007.
  17. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  18. 18.0 18.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118503634 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  19. Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  20. GeneaStar
  21. Gabrielli D. Dictionnaire historique du Père-Lachaise — 2002. — P. 179. — ISBN 978-2-85917-346-3
  22. https://archive.org/details/lesdiablesamoure0000apol/page/250
  23. Museum of Modern Art online collection
  24. L'HumanitéRF: 2005. — ISSN 0242-6870; 2496-8617
  ბიოგრაფიების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბიოგრაფიებზე.
  ლიტერატურის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ლიტერატურის შესახებ.