გერტრუდ სტაინი

(გადამისამართდა გვერდიდან გერტრუდ შტაინი)

გერტრუდ სტაინი (ინგლ. Gertrude Stein; დ. 3 თებერვალი, 1874, პიტსბურგი, პენსილვანიის შტატი ― გ. 27 ივლისი, 1946, პარიზი) — ამერიკელი მწერალი, პოეტი, ფემინისტი და დრამატურგი. ცხოვრების უმეტესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა.

გერტრუდ სტაინი
ინგლ. Gertrude Stein
დაბადების თარიღი 3 თებერვალი, 1874(1874-02-03)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი Allegheny[11]
გარდაცვალების თარიღი 27 ივლისი, 1946(1946-07-27)[12] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნეიი-სიურ-სენი, საფრანგეთი
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო და Grave of Gertrude Stein
საქმიანობა მწერალი[13] [10] [14] , პოეტი[15] , ხელოვნების კოლექციონერი[15] , სალიტერატურო სალონის მფლობელი[15] , ავტობიოგრაფი, ლიბრეტისტი, დრამატურგი[11] , ავტორი[16] და კოლექციონერი[10]
ენა ინგლისური ენა[11]
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი რედკლიფის კოლეჯი[15] , ჯონს ჰოპკინზის სამედიცინო სკოლა[15] , ჰარვარდის უნივერსიტეტი[11] , ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი[11] და Oakland High School
Magnum opus სამი სიცოცხლე[15] , Tender Buttons[15] , The Making of Americans[15] , Four Saints in Three Acts[15] , ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფია[15] , ყველას ავტობიოგრაფია და Doctor Faustus Lights the Lights
მეუღლე
პარტნიორ(ებ)ი ელის ბაბეტ ტოკლასი[15]
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
გერტრუდ სტაინის პორტრეტი პიკასოს მიერ, 1906.

დაიბადა პიტსბურგის ძველ ალეგენის გარეუბანში (პიტსბურგს შემოუერთდა 1907 წელს) ებრაულ-გერმანული წარმოშობის ოჯახში. სამი წლის ასაკში ოჯახი ჯერ ვენაში, შემდეგ კი პარიზში გადავიდა. თითქმის ორი წლის შემდეგ ამერიკაში დაბრუნებულმა განათლება კალიფორნიაში მიიღო, ამთავრებს რა ჯერ რადკლიფის კოლეჯს (1897), შემდეგ კი ჯონს-ჰოპკინზის სამედიცინო სკოლას.

1902 წელს ის საფრანგეთში გადადის მონპარნასზე ხელოვანთა შემოქმედებითი თავყრილობების აპოგეის პერიოდში. 1903-12 წლებში იგი პარიზში ცხოვრობდა ძმა — ლეონთან ერთად, რომელიც იმჟამად ცნობილი ხელოვნების კრიტიკოსი გახდა. 1907 წელს სტაინი თავის ცხოვრებისეულ მეგზურს ელის ტოკლასს ხვდება; სტაინი თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში საკუთარი ძმის — მაიკლის ბიზნესის სტიპენდიით არსებობდა.

ძმასთან ერთად სტაინმა თავი მოუყარა კუბისტური ხელოვნების ერთ-ერთ უპირველეს კოლექციას. ის ფლობდა პაბლო პიკასოს (პაბლო მისი მეგობარი გახდა და გერტრუდის პორტრეტიც აქვს შესრულებული), ანრი მატისის, ანდრე დერენისა და სხვა ახალგაზრდა მხატვართა ადრეულ ნამუშევრებს. პიკასოს ასევე დახატული აქვს გერტრუდის ძმისშვილი ალან სტაინის პორტრეტი.

1920-იან წლებში მისი სალონი რუ-დე-ფლორუსის 27-ში, რომლის კედლები ავანგარდული მიურალებით იყო მოხატული, მრავალი უდიდესი ხელოვანისა და მწერლის თავშეყრის ადგილი იყო, მათ შორის იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი, თორნტონ უილდერი, შერვუდ ანდერსონი და ჟორჟ ბრაქი. გერტურდს ეკუთვნის ტერმინი „დაკარგული თაობა“, რომელიც მან პარიზს შემოხიზნულ ამერიკიდან ჩამოსულ მწერლებს შეარქვა. გამორჩეული შარმით, მახვილსიტყვაობითა და კეთილი ბუნებით გერტრუდს მეგობართა დიდი წრე ჰყავდა. მის შეხედულებებს დიდი გავლენა ჰქონდა თანამედროვე ლიტერატურასა და ხელოვნებაზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Gertrude Stein
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 IMSLP — 2006.
  6. 6.0 6.1 FemBio database
  7. 7.0 7.1 BD Gest'
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 The Fine Art Archive
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 http://hdl.handle.net/1903.1/1523
  12. Стайн Гертруда // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1025.
  14. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  15. 15.00 15.01 15.02 15.03 15.04 15.05 15.06 15.07 15.08 15.09 15.10 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1026.
  16. Union List of Artist Names — 2021.
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: