კალიგრამილექსი, რომლის გრაფიკული წყობა ფურცელზე ქმნის ნახატის ფორმას. ეს უკანასკნელი ხშირ შემთხვევაში ტექსტის სიუჟეტთან არის დაკავშირებული, მაგრამ ზოგჯერ მისი საპირისპიროცაა. ტერმინი შემოიტანა გიიომ აპოლინერმა (ორი ტერმინის - „კალიგრაფია“ და „იდეოგრამა“ - შერწყმით) და მანვე განავითარა თავის შემოქმედებაში. ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა ნიშნავს „ლამაზ ნაწერს“: ბერძნული ზედსართავი kali (ლამაზი) და არსებითი სახელი gramma (წერილობითი ნიშანი). ხშირად ამ ფორმას გრაფიკულ პოეზიადაც მოიხსენიებენ.

ქართული კალიგრამა