აპიმონდია
აპიმონდია (Apimondia) — მეფუტკრეთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც ხელს უწყობს მეფუტკრეობის სამეცნიერო, ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას ყველა ქვეყანაში, ასევე მეფუტკრეთა ასოციაციების, სამეცნიერო ორგანოებისა და მეფუტკრეობაში ჩართული ინდივიდების თანამშრომლობას მთელ მსოფლიოში. სახელწოდება აპიმონდია ორი სიტყვისგან შედგენილი რთული სიტყვაა: „აპი“ ნიშნავს ფუტკრის თაფლს, „მონდია“ — მსოფლიოს.[1]
ფედერაცია გამოსცემს ჟურნალს „Apiacta“.
1897 წლიდან ყოველ მეორე წელს აპიმონდია აწყობს მეფუტკრეთა კონგრესებს, რომელსაც მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყანა.[2]
აპიმონდია აწარმოებს შვიდ სამეცნიერო და ხუთ რეგიონულ კომისიას მეფუტკრეობის შემდგომი მეცნიერული გაგებისა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობის მიზნით.[3]
სამეცნიერო კომისიები
რედაქტირება- მეფუტკრეობის ეკონომიკა
- ფუტკრის ჯანმრთელობა
- ფუტკრის ბიოლოგია
- დამტვერვა და ფუტკრის ფლორა
- მეფუტკრეობის ტექნოლოგია და ხარისხი
- აპითერაპია
- მეფუტკრეობა სოფლის განვითარებისთვის
კონგრესების სია
რედაქტირება№ | წელი | ადგილი | ქვეყანა |
---|---|---|---|
I | 1897 | ბრიუსელი | ბელგია |
II | 1900 | პარიზი | საფრანგეთი |
III | 1902 | ჰერტოგენბოსი | ნიდერლანდები |
IV | 1910 | ბრიუსელი | ბელგია |
V | 1911 | ტურინი | იტალია |
VI | 1922 | მარსელი | საფრანგეთი |
VII | 1924 | კვებეკი | კანადა |
VIII | 1928 | ტურინი | იტალია |
IX | 1932 | პარიზი | საფრანგეთი |
X | 1935 | ბრიუსელი | ბელგია |
XI | 1937 | პარიზი | საფრანგეთი |
XII | 1939 | ციურიხი | შვეიცარია |
XIII | 1949 | ამსტერდამი | ნიდერლანდები |
XIV | 1951 | ლემინგსტონ-სპა | გაერთიანებული სამეფო |
XV | 1954 | კოპენჰაგენი | დანია |
XVI | 1956 | ვენა | ავსტრია |
XVII | 1958 | რომი | იტალია |
XVIII | 1961 | მადრიდი | ესპანეთი |
XIX | 1963 | პრაღა | ჩეხოსლოვაკია |
XX | 1965 | ბუქარესტი | რუმინეთი |
XXI | 1967 | მერილენდი | შეერთებული შტატები |
XXII | 1969 | მიუნხენი | გერმანია |
XXIII | 1971 | მოსკოვი | სსრკ |
XXIV | 1973 | ბუენოს აირესი | არგენტინა |
XXV | 1975 | გრენობლი | საფრანგეთი |
XXVI | 1977 | ადელაიდა | ავსტრალია |
XXVII | 1979 | ათენი | საბერძნეთი |
XXVIII | 1981 | აკაპულკო | მექსიკა |
XXIX | 1983 | ბუდაპეშტი | უნგრეთი |
XXX | 1985 | ნაგოია | იაპონია |
XXXI | 1987 | ვარშავა | პოლონეთი |
XXXII | 1989 | რიო დე ჟანეირო | ბრაზილია |
XXXIII | 1993 | ბეიჯინგი | ჩინეთი |
XXXIV | 1995 | ლოზანა | შვეიცარია |
XXXV | 1997 | ანტვერპენი | ბელგია |
XXXVI | 1999 | ვანკუვერი | კანადა |
XXXVII | 2001 | დურბანი | სამხრეთ აფრიკა |
XXXVIII | 2003 | ლუბლიანა | სლოვენია |
XXXIX | 2005 | დუბლინი | ირლანდია |
XL | 2007 | მელბურნი | ავსტრალია |
XLI | 2009 | მონპელიე | საფრანგეთი |
XLII | 2011 | ბუენოს აირესი | არგენტინა |
XLIII | 2013 | კიევი | უკრაინა |
XLIV | 2015 | დეჯონი | სამხრეთ კორეა |
XLV | 2017 | სტამბოლი | თურქეთი |
XLVI | 2019 | მონრეალი | კანადა |
XLVII | 2022 | სტამბოლი | თურქეთი |
XLVIII | 2023 | სანტიაგო | ჩილე |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ South Korea Won the Bid for the APIMONDIA 2015 at APIMONDIA 2011 Argentina. World Propolis Science Forum (27 January 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 1 September 2013.
- ↑ Apimondia congresses. ციტირების თარიღი: 2009-11-12
- ↑ Welcome to Apimondia website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-25. ციტირების თარიღი: 2024-03-13.