ანთოკი
ანთოკი[3] — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (გიორგიწმინდის თემი). მდებარეობს მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 840 მეტრი, საგარეჯოდან 6 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ანთოკი | |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
თემი | გიორგიწმინდა |
კოორდინატები | 41°44′30″ ჩ. გ. 45°22′38″ ა. გ. / 41.74167° ჩ. გ. 45.37722° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 840 მეტრი |
მოსახლეობა | 73 (2014)[1] |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
საფოსტო ინდექსი | 3803[2] |
ისტორია
რედაქტირებაარქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ სოფლის ტერიტორია ადამიანის საცხოვრისს უძველესი დროიდან წარმოადგენდა. ბუნებრივი პირობები აქ ხელს უწყობდა მევენახეობის, მემინდვრეობის, განსაკუთრებით, მეცხოველეობის განვითარებას.
საქართველოს ერთიანობის ხანაში ანთოკი საკათალიკოსო სოფელია. ასეთად ჩანს იგი მომდევნო ხანებშიც. სიგელგუჯრებში ხაზგასმულია, რომ ანთოკზე, კათალიკოსის გარდა, „სხვას არავის ხელი არა აქვს.“ XVII საუკუნეში, მტრის გამუდმებული შემოსევების შედეგად, სოფელი გაპარტახებულა და მოსახლეობაც საგრძნობლად შეთხელებულა. მოგვიანებით ანთოკის მოსახლეობა, თიანეთიდან ჩასახლებულების ხარჯზე, კვლავ გაზრდილა. XVII-XVIII საუკუნეებში სოფელი რუსთავის სადროშოში შედიოდა და ბრძოლის დროს რუსთაველი ეპისკოპოსის დროშის ქვეშ დგებოდა.
საბჭოთა პერიოდში ანთოკი გაერთიანებული იყო გიორგიწმინდის სარძეო-სასაქონლო მეურნეობაში. აქ ფუნქციონირებდა ფერმა-ქარხანა, რომელიც რძის პროდუქციას უშვებდა. სოფელში ამჟამად წამყვანი დარგებია მეცხოველეობა და მეფრინველეობა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 73 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 75 | 31 | 44 |
2014[5] | 73 | 37 | 36 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 458.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 74.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.