ანთოკის წმინდა კვირიკეს ეკლესია
ანთოკის წმინდა კვირიკეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ანთოკის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 500 მეტრზე. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდ შუა საუკუნეებით.
ანთოკის წმინდა კვირიკეს ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ანთოკი |
ეკლესია დარბაზულია (3,8x 2,7) მეტრი. ნაგებია რიყის ქვითა და მოყვითალო ფერის კირის ხსნარით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთ კედელში ვიწრო, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. რომლის ქვემოთ კედელზე რიყის ქვით ნაშენი კუთხეებმომრგვალებული ტრაპეზია მიდგმული. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთით თითო მცირე ოთხკუთხა ნიშაა. შიგნით ეკლესია გადახურულია ერთიანი ნახევარცილინდრული კამარით. 2008 წელს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ეკლესია თვითნებურად, სათანადო პროექტის შედგენის გარეშე შეაკეთეს. მათ კედლების დანგრეული ნაწილები აღდგენილია რიყის ქვით, აგურით და ცემენტის ხსნარით. შესასვლელი გარედან გადაუხურავთ აგურის შეუსაბამო თაღით. კედლებს აღარ აქვს ლავგარდანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 77-78.