გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგიწმინდა.

გიორგიწმინდასოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ანთოკი, მარიამჯვარი, ქვემო სამგორი[3]). მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე წიფლისხევის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 750 მ. საგარეჯოდან 3 კილომეტრი.

სოფელი
გიორგიწმინდა
Village giorgiwminda.jpeg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი გიორგიწმინდა
კოორდინატები 41°44′20″ ჩ. გ. 45°21′06″ ა. გ. / 41.73889° ჩ. გ. 45.35167° ა. გ. / 41.73889; 45.35167
ცენტრის სიმაღლე 750 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2 307 (2014)[1]
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
საფოსტო ინდექსი 3803[2]
გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)
გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)

ისტორიარედაქტირება

წერილობით წყაროებში სოფელი პირველად XIV საუკუნეში იხსენიება. იგი დავითგარეჯს ეკუთვნოდა. თემურლენგის მრავალგზის შემოსევების შედეგად, დავითგარეჯის სამონასტრო ცხოვრება მოიშალა და მისი კუთვნილი სოფლები, მათ შორის გიორგიწმინდაც, საქართველოს მეფემ ალექსანდრე I-მა დიდმა 1424 წელს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1589 წელს გიორგიწმინდა კვლავ დავითგარეჯს დაუბრუნდა. მოგვიანებით აქ მამულები თოხლიაურელმა თავადებმა ჩერქეზიშვილებმა შეიძინეს. XVIII საუკუნეში სოფელში თავისი ყმა-ხელოსნები ჰყავდა სამეფო კარს. ერეკლე II-ის ბრძანებით გიორგიწმინდაში სამშენებლო სამუშაოები უწარმოებიათ. ამას მოწმობს სოფელში მდგარი ერთ-ერთი კოშკის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერა.

ამჟამინდელი გიორგიწმინდა უბნებად არის დაყოფილი. უბნების სახელწოდება აქ მცხოვრები ძირითადი გვარებიდან მიმდინარეობს: გულისაანი, დიღმელაანი, კევლიაანი, მარიდაანი, მეკოკიაანი, ჭიაბერიაანი.

გიორგიწმინდის მეურნეობაში წამყვანია მიწათმოქმედება, ჭარბობს მემინდვრეობა. უმთავრესად ითესება ხორბალი, სიმინდი. მისდევენ მევენახეობასაც. მეცხოველეობაში ჭარბობს მსხვილფეხა, რქოსანი საქონელი. ცხვარი ადრე შეძლებულ კომლებს ჰყავდათ.

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2307 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 2562 1228 1334
2014[5]   2307 1164 1143

ღირსშესანიშნაობანირედაქტირება

სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ერთნავიანი ეკლესია. შესასვლელის თავზე ამოკვეთილი წარწერიდან ჩანს, რომ ეკლესია აუგია მღვდელ ივანე კევლიშვილს 1800 წელს. შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები ორი მრგვალი კოშკი, რომლებიც XVIII საუკუნის დასასრულს განეკუთვნებიან.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება


ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება