ანთოკის საცხოვრებელი სახლი

ანთოკის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ანთოკში ეკუთვნის გოცირიძეებს. სახლის მესაკუთრის გადმოცემით, იგი აგებულია XX საუკუნის დასაწყისში რაჭველი ხელოსნების მიერ.

სახლის ხუროთმოძღვრულ-კომპოზიციური გადაწყვეტა ასიმეტრიულია. იგი შედგება სხვადასხვა სიდიდის ორი ნაწილისგან. რომელთა შორის ერთი, გაცილებით უფრო მოზრდილი (გარეთა ზომები — 7,7×5,8), ერთსართულიანია. ხოლო მეორე (გარეთა ზომები — 5×5) ორსართულიანი სახლის ორსართულიანი ნაწილის ქვედა სართული კვადრატული გეგმის, რიყის ქვით ნაშენისადგომი. რომლის ზურგი ფერდობშია შეჭრილი) უფრო ადრინდელია. როგორც ჩანს სახლის აგებამდე. ამ ადგილზე რაღაც შენობა იდგა. რომელშიც მშენებლობისას ახალი შენობის კორპუსში ჩართეს. სახლის ერთსართულიანი ნაწილი და ორსართულიანი ნაწილის მეორე სართული ერთი პერიოდისაა. თითოეული მათგანი თითო ოთახისგან შედგება. ისინი სხვადასხვა დონეზე არის განლაგებული (დონეთა შორის სხვაობა დაახლოებით 1.3 მეტრია) და ეზოს მხარეს. ფასადის მთელ სიგრძეზე ხის, გადახურული აივანი გასდევთ. აივნები ერთმანეთთან კიბით არიან დაკავშირებული. კიბე აივნისავე ფარგლებშია—ერთსართულიანი ნაწილის დასვლეთ ბოლოში. ეზოდან ხის შვიდსაფეხურიანი კიბით ჯერ ერთსართულიანი ნაწილის აივანზე ვხვდებით‚ აქედან კი‚ ორსართულიანი ნაწილის აივანზე. ოთახებში შესვლა მხოლოდ აივნიდანაა შესაძლებელი. თავდაპირველად ორსართულიანი ნაწილის მეორე სართულზე ოთახის გარდა‚ მოწყობილი ყოფილა დერეფანი (სიგ. დაახლ. 2 მ) რომელიც სახლის უკანა მხარეს არსებულ ეზოში გადიოდა. მოგვიანებით‚ დერეფნის ორივე ბოლოში კედელი ჩაუშენებიათ და იგი სამზარეულოდ გადაუკეთებიათ. სამზარეულოში‚ ისევე როგორც ოთახში, აივნიდან ვხვდებით, აივანზე კარის გარდა‚ სამზარეულოს ერთი ვიწრო სარკმელიც გამოდის. საკედლე მასალად გამოყენებულია მუხის‚ თლილი ფიცრები (სისქე დაახლოებით 10 სმ. სიგრძე 30-40 სმ.). შენობის კუთხეები გამოყვანილია ჭდობით და 20-25 სანტიმეტრი სიგრძის ნაშვერები დატოვებული. სახლის ერთ სართულიანი ნაწილის სამი კედელი ხისაა და დაყრდნობილია რიყის ქვით ნაშენ ცოკოლზე (სიმაღლე — დაახლ. 1 მეტრი) მეოთხე, უკანა კედელი კი, კვადრატული აგურით და რიყის ქვით არის ნაგები. გარედან კედლის ზედაპირი დანაწევრებულია ორრიგად დაწყობილი. აგურის ჰორიზონტალური შრეებით, რომელთა შორის დარჩენილია არე, შევსებულია ცერად დაწყობილი რიყის ქვით. სწორხაზოვანი რიგებით კედლის ბოლოები მთლიანად აგუტისაა შიგნით კედელი, რომელიც ძირითადად, აგურითაა ნაწყობი კედლის შუაში მთელ სიმაღლეზე, საფეხურით შეღრმავებული.

ლიტერატურა რედაქტირება