ივანე ანდრონიკაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ანდრონიკაშვილი, ივანე)

ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი (დ. 11 ნოემბერი, 1798, სოფ. ქოდალო, ახლანდელი გურჯაანის რაიონი ― გ. 19 სექტემბერი, 1868, იქვე) — ქართველი თავადიშვილი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1868).

ივანე ანდრონიკაშვილი
თავადი ივანე ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი, 1798
დაბადების ადგილი ქოდალო, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 19 სექტემბერი, 1868
გარდაცვალების ადგილი სოფ. ქოდალო, კახეთი
ჯარის სახეობა არმია
სამხედრო სამსახურის წლები 1815–1856
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები რუსეთ-ოსმალეთის ომი
რუსეთ-ირანის ომი
ყირიმის ომი
ელიზავეტ-პოლის ბრძოლა
ჯევან-ბულახის ბრძოლა
სარდარ-აბადის ბრძოლა
ერევნის ბრძოლა
ახალციხისა და ბაიბურთის ბძოლა.
ჯილდოები 1.წმინდა ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ორდენი
2.წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი
3 სრულად
სამსახურიდან გადადგომა 1856

ბიოგრაფია

რედაქტირება

ივანე ანდრონიკაშვილი კავკასიის არმიის მამაც, გამჭრიახ და გაბედულ გენერალთა რიცხვს ეკუთვნის. იგი იყო უბრალო, გულით კეთილი, სულით მამაცი, უშიშარი, პატიოსანი და სამართლიანი ადამიანი. წარმოშობით ივანე ანდრონიკაშვილი ქართველი არისტოკრატიული წრიდანაა. ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი დაიბადა ქოდალოში, იმხანად ქართლ-კახეთის სამეფოში, თავადი მალხაზ ანდრონიკაშვილისა და მარიამ ბაგრატიონის ოჯახში. დედამისი მარიამი ერეკლე II-ის შვილიშვილი და იმერეთის უკანასკნელი მეფის სოლომონ II-ის დისშვილი იყო. ივანეს მამას ― მალხაზს დიდი მამულები ჰქონდა კახეთში და ცოლის მხრიდან იმერეთში. მას ჰყავდა ორი შვილი ― ივანე და ანა. ივანე იზრდებოდა დედის ოჯახში, იმერეთში.

სამხედრო კარიერა

რედაქტირება

ადრეული სამხედრო კარიერა

რედაქტირება

1810 წელს, როდესაც იმერეთის სამეფო რუსეთმა შეიერთა, ივანე და დედამისი ვორონჟეს ,,გაგზავნეს", ხოლო 1812 წელს პეტროგრადში გადაიყვანეს. აქვე იყო იმერეთის დედოფალი მარიამი, რომელმაც ივანეს აღზრდა იკისრა. 17 წლის ივანე ლაიბ-გვარდიის ცხენოსან ლეგიონში განაწესეს. სამხედრო საქმიტ გატაცებული ახალგაზრდა სწრაფად იწევდა წინ. 1822 წელს იგი პოდპორუჩიკია, ხოლო 1824 წელს გვარდიის შტაბს-როტმისტრი. ამ დროს ივანეს მამა გარდაეცვალა. გვარდიაში სამსახური დიდ ხარჯებს ითხოვდა, მისი მამულები კი უპატრონობის გამო გაპარტახდა და შემოსავალს აღარ იძლეოდა. იგი იძულებული გახდა დრაგუნთა ლეგიონში გადასულიყო, სადაც შტაბს-როტმისტრობის ნაცვლად მაიორობა უბოძეს. ანდრონიკაშვილის სამხედრო დამსახურება 1826―1828 წლების რუსეთ-ირანის, 1828―1829 წლების რუსეთ-თურქეთის და 1853―1856 წლების ყირიმის ომებთანაა დაკავშირებული. 1816 წელს საქართველოში მთავარმმართველად და კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად ერმოლოვი დაინიშნა. მეფემ მას დაავალა სპარსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება, მაგრამ რუსეთი დათმობაზე არ წავიდა, რასაც ომი მოჰყვა ირანთან.

რუსეთ-ირანის ოომი

რედაქტირება

1826 წ. 13 სექტემბერს ელიზავეტოპოლთან რუსეთის რაზმი მოწინააღმდეგეს შეხვდა სპარსელებს თვით ტახტის მემკვიდრე აბას-მირზა სარდლობდა. ბრძოლაში ნიჟეგოროდის პოლკიც მონაწილეობდა, რომლის ერთ-ერთ დივიზიონს ი.ანდრონიკაშვილი მეთაურობდა. როდესაც მრავალრიცხოვან მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგეებს ნიჟეგოროდელები ეკვეთნენ, ი.ანდრონიკაშვილი თავისი დივიზიონით მტრის განლაგებაში შეიჭრა, ხოლო ქვეითმა ნაწილმა ხიშტებით მიიტანა იერიში და სპარსელებმა გაქცევით თავს უშველეს; ბრძოლის ველზე დარჩა მრავალი მოკლული და დაჭრილი, სამხედრო ქონება და ტყვეთა რიცხვიც დიდი იყო. ბრძოლის გმირი ი.ანდრონიკაშვილი წმინდა ვლადიმერის მეოთხე კლასის ორდენით დააჯილდოვეს, ეს იყო მისი პირველი საბრძოლო ჯილდო. ამ ბრძოლაში მან როგორც საუკეთესო კავალერისტმა პასკევიჩის ყურადრება მიიპყრო. სპარსეთთან ომი გაგრძელდა, ანდონიკაშვილი პასკევიჩთან ერთად მონაწილეობდა ლაშქრობაში და კვლავ ისახელა თავი ციხესიმაგრე აბას-აბადის ალყასა და აღებაში.1827 წ. 5ივნისს, როდესაც აბას-აბდი ალყაში იყო, ციხის გარნიზონის გადასარჩენად აბას-მირზა მივიდა 16-ათასიანი მებრძოლით. პასკევიჩმა მოწინააღმდეგეს მთელი თავისი კავალერია დაუპირისპირა. მძაფრი ბრძოლა მისი გამარჯვებით დამთავრდა. ანდრონიკაშვილის დივიზიონი მტერს დევნიდა, იგი დაეწია სპარსეთის კავალერიის ერთ ნაწილს, რომელსაც ნაჯავ-ხანი მეთაურობდა, სამი დელიბაში ივანეს ხმლის მსხვერპლი გახდა, თვით ხანი შეპყრო და მთავარსარდალს მიჰგვარა. ამ ბრძოლაში განსაკუთრებული სიმამაცისათვის ი.ანდრონიკაშვილი წმ. ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. შემდგომ იგი მონაწილეობდა გენერალ-ლეიტენანტ სუხოტინის ლაშქრობაში. განსაკუთრებით თავი ისახელა ეჩმიაძინთან 14 და 24 სექტემბერს ბრძოლაში და ერევანზე იერიშში. აქ მოწინააღმდეგის კავალერიაზე ბრწყინვალე გამარჯვებისათვის ი.ანდრონიკაშვილს პოდპლკოვნიკის ჩინი უბოძეს. 1827 წ. 19 სექტემბერს ანდრონიკაშვილი თავრიზზე ლაშქრობასა და ქალაქის აღებაში მონაწილეობს.

რუსეთ-ოსმალეთის ომი

რედაქტირება
 
ყარსის ალყა 1828

1828 წლის 10 თებერვალს სპარსეთთან ომი დამთავრდა, მაგრამ იმავე წლის 14 აპრილს ომი დაიწყო თურქეთთან. ბრძოლებში დაღლილი და დაქანცული ყარსისაკენ დაიძრა. ი. ანდრონიკაშვილის დივიზიონი ავანგარდში მოქმედებდა. 19 ივლისს ეს დივიზიონი ყარსთან ახლოს თურქების მოწინავე ძალებს შეხვდა. ბრძოლა მოულოდნელად გაჩაღდა; ი. ანდრონიკაშვილის მეომრები მტერს ეკვეთნენ და უკუაგდეს. ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა. მოწინააღმდეგეს დადევნებული რუსი მეომრები მათთან ერთად შეიჭრნენ ციხეში. აქედან პასკევიჩი ახალქალაქისაკენ დაიძრა, გადალახა ჩიდლირის უღელტეხილი და ციხესთან ანდრონიკაშვილის დივიზიონი მტრის კავალერიასთან ხელჩართულ ბრძოლაში ჩაება. მოწინააღმდეგე, რომელიც ალყაში მყოფი გარნიზონის დასახმარებლად მიდიოდა, დამარცხებული და განდევნილ იქნა; 24 ივლისს კი ახალქალაქი ჩაბარდა. ახალქალაქის ბრძოლაში წარმატებისათვის პოდპოლკოვნიკ ი. ანდრონიკაშვილ ალმასებით შემკული წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი უბოძეს. შემდეგ მისი დივიზიონი პასკევიჩთან ერთად ახალციხისკენ დაიძრა. 5 აგვისტოს, როდესაც ქალაქი ალყაში იყო, მის დასახმარებლად ციხეს თურქეთის 30-ათასიანი კორპუსი მიუახლოვდა. მას მაგომედ ფაშა და მუსტაფა ფაშა მეთაურობდნენ. 9 აგვისტოს პასკევიჩმა იერიში მიიტანა თურქთა კორპუსზე. ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ თურქები გაანადგურა. მრავალ ტყვეს შორის მუსტაფა ფაშაც აღმოჩნდა. 15 აგვისტოს რუსეთის კორპუსის იერიშის შედეგად ახალციხე დაეცა. 9 აგვისტოს ბრძოლებში მამაცობისა და ბრძოლის კარგი ორგანიზაციისათვის ი. ანდრონიკაშვილს პოლკოვნიკობა უბოძეს. ამ დროს, როდესაც რუსეთის მთელი ჯარი ბრძოლის ასპარეზზე იყო ლეკებმა თავდასხმები გაახშირეს კახეთზე, სადაც რეგულარული არმიისა და მილიციის მცირერიცხოვანი ნაწილები იდგა. კახეთის დასაცავად და მოქმედი კორპუსის ზურგში სიმშვიდის შესანარჩუნებლად საჭირო იყო სამხედრო მონაცემებით ავტორიტეტიანი ადამიანი, რომელიც მცირერიცხოვანი ჯარით და მისი სახელით მტერს შეაჩერებდა. ასეთი პიროვნება პასკევიჩის აზრით პოლკოვნიკი ი. ანდრონიკაშვილი იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ავალიანი გ., რუსი და ქართველი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდა, გვ. 44-84, თბ., 1967