ალბირი
ალბირი[2][3] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბელოთის თემში.[4]
ეტიმოლოგია
რედაქტირებასოფლის პირვანდელი ქართული სახელია რბილი. ეწოდა მასთან ახლოს მდებარე რბილი კლდის გამო.[5] მოგვიანებით დასახელება გადაკეთდა ოსური მოსახლეობის მიერ: ჯერ გახდა ლბირი (ასეა შესული „კავკასიის კალენდრის“ 1910 და 1912 წლის გამოცემებში),[6][7] ხოლო შემდეგ — ალბირი.[8] 1926 წლის აღწერაში ალტერნატიულ სახელად დასახელებულია ობოლი.[9]
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე ჩაბარუხისწყლის (პატარა ლიახვის შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1800 მეტრი, ცხინვალიდან 50 კილომეტრი, გორიდან — 75 კილომეტრი.[1][10]
ისტორია
რედაქტირებარუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრის[7] მთიანი ოსეთის მონაკვეთში.[6] საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონის აწრისხევის (1926 წლის აღწერით),[9] მოგვიანებით კი ბელოთის სასოფლო საბჭოში (სოფსაბჭოში).[10] ცხინვალის რაიონის შემადგენლობაში 1991 წლამდე დარჩა, მისი გაუქმების შემდე კი გორის რაიონს მიეკუთვნა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1992 წლიდან, სოფელს აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება. 2006 წლიდან ერედვის მუნიციპალიტეტშია. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[11] და დე ფაქტოდ შედის სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ოსურად ეწოდება Æлбир (ალბირ)[12] ან Сабантыхъæу (საბანთიყაუ).[13]
მოსახლეობა
რედაქტირება1908 წელს სოფელში ცხოვრობდა 43 კაცი (უმრავლესობა ოსი),[6] 1911 წელს — 44 კაცი (ოსები).[7] 1926 წლის აღწერის მიხედვით ალბირში დასახლებული იყო 9 კომლი და 51 სული, რომელთაგან ყველა ეთნიკურად ოსი იყო.[9] 1989 წლის აღწერით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალბირი GeoNames-ის გეოგრაფიულ მონაცემთა ბაზაზე
- ალბირი GEOnet სახელების სერვერზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 94.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 17.
- ↑ სამშენებლო ნორმების და წესების – „სეისმომედეგი მშენებლობა“ (პნ 01.01-09) – დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე (7 ოქტომბერი, 2009). ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2019.
- ↑ პატარა ლიახვის ხეობა. კარიბჭე (9 ივლისი, 2009). ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2019.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Кавказский календарь на 1910 годъ
- ↑ 7.0 7.1 7.2 Кавказский календарь на 1912 годъ
- ↑ ლიახვის ხეობა. კარიბჭე (14 მაისი, 2009). ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2019.
- ↑ 9.0 9.1 9.2 მოსახლეობის 1926 წლის აღწერა, გვ. 186
- ↑ 10.0 10.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 280.
- ↑ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2019.
- ↑ Цховребова 3. Д. Ойконимия Осетии, Цхинвали, 2003. — стр. 4
- ↑ Ойконимия Осетии, стр. 42
- ↑ Гаглойты Зинæ. Ирон мыггæгтæ: Дзæуджыхъæу: Ир, 2005, 263 ф.