ალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტი
ალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტი[2] (ალბ. Universiteti i Arteve; ძველი სახელწოდება — ალბანეთის ხელოვნების აკადემია) — ხელოვნების განხრით მთავარი საგანმანათლებლო დაწესებულება ტირანაში, ალბანეთი.
ალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტი | |
---|---|
Universiteti i Arteve | |
ლათ. Art Academiae | |
დაფუძნდა | 1966 |
ტიპი | საჯარო |
თანამშრომელი | 64 |
რექტორი | კაშტრიოტ ჩაუში[1] |
პრორექტორი | ერალდ ბაკალი |
სტუდენტი | დაახლოებით 1 200 |
ქალაქი | ტირანა |
ქვეყანა | ალბანეთი |
კამპუსი | საქალაქო |
ფერები | წითელი და შავი |
კავშირები |
ალბანეთის ეროვნული თეატრი, ალბანეთის ეროვნული ოპერა, ალბანეთის სახვითი ხელოვნების გალერეა, ხელოვნების ინსტიტუტების ევროპული ლიგა, კონსერვატორიების ევროპული ასოციაცია |
uart.edu.al |
ისტორია
რედაქტირებაალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტი დაარსდა 1966 წელს, როგორც ხელოვნების საშუალო ინსტიტუტი და გაერთიანდა ხელოვნების სამ დაწესებულებასთან: ტირანას სახელმწიფო კონსერვატორია, სახვითი ხელოვნების საშუალო სკოლა და სამსახიობო სკოლა „Aleksდაer Moisiu“. ხელოვნების აკადემიას შეეძლო კლასიკურ მუსიკასა და ბალეტში რუსული ტრადიციით სარგებლობა, ვინაიდან, კომუნიზმის პერიოდში, ალბანეთს და რუსეთს ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ. უნივერსიტეტი კვლავ ინარჩუნებს კავშირს რუსეთის კლასიკური მუსიკის და ბალეტის სკოლასთან. 1991 წელს, ხელოვნების საშუალო ინსტიტუტს, უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა და ხელოვნების აკადემია ეწოდა. 2009 წლის 12 ოქტომბერს, ალბანეთის პრეზიდენტმა — ბამირ ტოპმა, ალბანეთის ხელოვნების აკადემია „დიდი მაგისტრის“ ორდენით დააჯილდოვა[3].
2011 წლის 23 მარტს, ალბანეთის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ხელოვნების აკადემიას, ალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტი ეწოდა, რომელმაც საქმიანობა 2011/2012 სასწავლო წელს დაიწყო.
საქმიანობა
რედაქტირებაალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტს, სამი ძირითადი ფაკულტეტი აქვს:
- მუსიკის ფაკულტეტი. მოიცავს მუსიკათმცოდნეობას, დირიჟორობას, კომპოზიციას, ფორტეპიანოს, ვიოლინოს, ალტს, ჩელოს, კონტრაბასს, გიტარას, ფლეიტას, ჰობოის, კლარნეტს, ტრომბონს, საყვირს, აკორდეონს, ფაგოტს, ბუკს, ტუბას და პედაგოგიკას. აქვს ორი აკადემიური განყოფილება:
- მუსიკათმცოდნეობის/ კომპოზიციის/ სადირიჟორო განყოფილება
- საშემსრულებლო განყოფილება
- ვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტი. მოიცავს ფერწერას, გრაფიკას, ტექსტილს და მოდის დიზაინს, მულტიმედიას, გამოყენებით დიზაინს, სკულპტურას და კერამიკულ ხელოვნებას. აქვს ორი განყოფილება:
- ფერწერის განყოფილება
- სკულპტურის განყოფილება
- დრამის ფაკულტეტი. მოიცავს რეჟისურას ფილმებსა და ტელევიზიებში, მსახიობობას, სასცენო დიზაინს, კოსტიუმოგრაფიას და ქორეოგრაფიას. აქვს ორი განყოფილება:
- სამსახიობო განყოფილება
- რეჟისურის/ სცენის/ დიზაინის/ ქორეოგრაფიის/ ხელოვნების თეორიის განყოფილება
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ცნობილნი გახდნენ ცეკვაში, მუსიკაში, თეატრში, ფილმებსა და ტელევიზიაში, როგორც ალბანეთში, ისე საზღვარგარეთ. სასწავლო პერსონალი და უნივერსიტეტის პარტნიორები, მუსიკათმცოდნეები, ინსტრუმენტებზე დამკვრელები, მხატვრები, მოქანდაკეები, თეატრის, კინოს და ტელევიზიის რეჟისორები, სასცენო დიზაინერები და ქორეოგრაფები არიან.
დირექტორები/რექტორები
რედაქტირებაალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტს, დაარსებიდან 1991 წლამდე, დირექტორები ხელმძღვანელობდნენ. 1997 წლიდან დღემდე, დირექტრის ფუნქციას რექტორები ასრულებენ.
ხელოვნების უნივერსიტეტის დირექტორები/რექტორები | |
1966–1969 | ვილსონ კილიცა (1932 – ), მხატვარი, (ხელოვნების საშუალო ინსტიტუტის დირექტორი) |
1969–1973 | თეფიკ ჩაუში (-), მწერალი, (ხელოვნების საშუალო ინსტიტუტის დირექტორი) |
1973–1978 | ლილი ჟამო (-), (ხელოვნების საშუალო ინსტიტუტის დირექტორი) |
1978–1981 | იბრაჰიმ მადჰი (-), ვიოლინოს პროფესორი, (ხელოვნების საშუალო ინსტიტუტის დირექტორი) |
1981–1988 | კრისტო ჯორგი (-), კინო-რეჟისორი, (ხელოვნების საშუალო ინსტიტუტის დირექტორი) |
1988–1991 | იაკუფ მატო (1934–2005), (ხელოვნების საშუალო ინსტიტუტის დირექტორი) |
1991–1992 | ფატმირ ჰისი (-), მუსიკოსი, (ხელოვნების აკადემიის დირექტორი) |
1992–1995 | ბუიარ კაპეჰიუ (1944 – ), კინო-რეჟისორი და მსახიობი (ხელოვნების აკადემიის დირექტორი) |
1995–1997 | გიერგ ჟეი (1926–2010), მწერალი, (ხელოვნების აკადემიის დირექტორი) |
1997–2008 | კაშტროიტ ჩაუში (1954 – ), მსახიობი, დრამის პროფესორი (ხელოვნების აკადემიის რექტორი) |
2008–2016 | პეტრიტ მალაი (1961 – ), მსახიობი, დრამის პროფესორი (ხელოვნების აკადემიის რექტორი, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი) |
2016 – | კაშტროიტ ჩაუში (1954 – ), მსახიობი, დრამის პროფესორი (ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი) |
გამოჩენილი კურსდამთავრებულები
რედაქტირება- ერმონელა იაჰო — ოპერის მომღერალი;
- ედი რამა — ვიზუალურ ხელოვნებათმცოდნე
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.uart.edu.al/index.php?pg=faqe&id=120&niveli=2
- ↑ On March 23, 2011 by Decision of the Council of Ministers of the Republic of Albania, the Academy of Arts was reorganized and renamed "University of Arts".. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 18, 2011. ციტირების თარიღი: აპრილი 1, 2017.
- ↑ President of the Republic of Albania – News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-08. ციტირების თარიღი: 2017-04-01.