ერმონელა იაჰოალბანელი ოპერის მომღერალი. ჟურნალ The Economist-ის მიხედვით ის დღეისთვის ყველაზე მოთხოვნადი სოპრანოა.ალბანელი მომღერალი ერმონელა იაჰოს კონცერტები დღეისთვის წინასწარაა დაჯავშნილი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ სცენებზე, როგორებიცაა სამეფო ოპერის თეატრი (ლონდონი) , ოპერა გარნიე (პარიზი),მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი (ნიუ-იორკი), ვენის სახელმწიფო ოპერა(ვენა), ლა სკალა (მილანი), დოიჩე ოპერ ბერლინი (ბერლინი)[1]

ერმონელა იაჰო

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1977
დაბ. ადგილი ტირანა, ალბანეთი
წარმოშობა ალბანეთის დროშა ალბანელი
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა ოპერის მომღერალი (სოპრანო)
საიტი ermonelajaho.com
ერმონელა იაჰო ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ერმონელა 1974 წელს დაიბადა. მამამისი ფილოსოფიას ასწავლიდა, დედა სკოლის მასწავლებელი იყო. უკიდურესი სიღარიბის გამო ერმონელას დედამ ვერ გააგრძელა მომღერლის კარიერა, რაც მისი ოცნება იყო. ერმონელაც ოცნებობდა მომღერლობაზე - უნდოდა პოპ ვარსკვლავი გამხდარიყო. თუმცა, 14 წლის ასაკში პირველად ნახა ჯუზეპე ვერდის "ტრავიატა", რის შემდეგ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა და გადაწყვიტა ოპერას გაჰყოლოდა. დღეს მას "ტრავიატა" 232-ჯერ აქვს შესრულებული.[2] ერმონელას მიერ ვიოლიეტას როლის ათივე შესრულებას მაყურებლები ოვაციებით ხვდებოდნენ. კრიტიკოსები მას სასწაულს უწოდებდნენ. მისი ინტერპრეტაცია პუჩინის ოპერისა " მოწყალების და ანჟელიკა" დაიდგა სამეფო ოპერის თეატრის სცენაზე.შემდგომ კი DVD ვერსიით გამოვიდა და დაიმსახურა "წლის DVD-ის" ჯილდო. მისი ინტერპრეტაციებს დადებითად აფასებენ როგორც კრიტიკოსები, ასევე მსმენელები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება