შაჰ აზიზურ რაჰმანი (ბენგ. আজিজুর রহমান, დ. 23 ნოემბერი, 1925, კუშტია, ბენგალის საპრეზიდენტო, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 1988 წ.) — ბანგლადეშის იურისტი და პოლიტიკოსი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1979-1982 წლებში.[3]

აზიზურ რაჰმანი
ბენგ. আজিজুর রহমান
ბენგ. শাহ আজিজুর রহমান
დაბადების თარიღი 23 ნოემბერი, 1925(1925-11-23)[1]
დაბადების ადგილი Kushtia District
გარდაცვალების თარიღი 1 სექტემბერი, 1989(1989-09-01)[2] (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი დაკა
მოქალაქეობა  ბანგლადეში
 ბრიტანეთის ინდოეთი
 პაკისტანი
განათლება კოლკატის უნივერსიტეტი და დაკის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ხელოვნების ბაკალავრი და სამართლის ბაკალავრი

ბიოგრაფია და კარიერა

რედაქტირება

შაჰ აზიზურ რაჰმანი დაიბადა კუშტიაში, ბენგალიაში (ამჟამად ბანგლადეშის ხულნას რეგიონში).[4] მან უმაღლესი განათლება მიიღო კალკუტასა და დაკას უნივერსიტეტში, ბაკალავრის ხარისხით (BA) ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში და სამართლის ბაკალავრის (BL).[4] ის საუბრობდა ბენგალურ, ინგლისურ, ურდუ, სპარსულ და არაბულ ენებზე.[4] სტუდენტობის წლებიდან ჩაერთო პოლიტიკაში, კერძოდ, 1945-1947 წლებში მუშაობდა ბენგალის მუსლიმ სტუდენტთა ლიგის გენერალურ მდივნად,[3][4] მონაწილეობდა ბენგალის პროვინციულ მუსლიმთა ლიგასა და პაკისტანის მოძრაობაში. 1947 წელს ინდოეთის დაყოფის შემდეგ ის იყო აღმოსავლეთ პაკისტანის მუსლიმთა ლიგის მდივნის მოადგილე.

რაჰმანი იყო აღმოსავლეთ პაკისტანის მუსლიმთა ლიგის გენერალური მდივანი 1952 წლიდან 1958 წლამდ.[4] ამავე დროს მოქმედებდა როგორც ბენგალის სუვერენიტეტისკენ მიმართული მოძრაობების მოწინააღმდეგე, 1952 წელს მან ისაუბრა მოძრაობის წინააღმდეგ ბენგალური ენის სტატუსისთვის[4] და იყო ბენგალური ლიდერის შეიხ მუჯიბურ რაჰმანისა და მისი „ავამი ლიგის“ სასტიკი მოწინააღმდეგე, რომელიც მხარს უჭერდა აღმოსავლეთ პაკისტანის უფრო მეტ ავტონომიას.

1962 წელს შეუერთდა ეროვნულ-დემოკრატიულ ფრონტს. 1964 წლის მარტში, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, იგი შეუერთდა „ავამი ლიგას“. მის შემადგენლობაში 1965 წლიდან 1969 წლამდე, იგი იყო პაკისტანის ეროვნულ ასამბლეაში ოპოზიციის ლიდერის მოადგილე.[3]

რაჰმანი ერთ-ერთი ადვოკატი იყო „აგარტალას შეთქმულების“ საქმეში.[4] ბანგლადეშის დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ომის დასაწყისში, აზიზურ რაჰმანმა მხარი დაუჭირა პაკისტანის სამთავრობო ძალებს ბენგალის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დაგმობაში.[5] ის იყო პაკისტანის დელეგაციის ხელმძღვანელი გაეროში 1971 წლის ნოემბერში, სადაც მან კატეგორიულად უარყო, რომ პაკისტანის სამხედრო ოპერაცია „Searchlight“ იყო გენოციდი. მიუხედავად იმისა, რომ ის ბენგალია, 1971 წელს გაეროში სიტყვით გამოსვლისას, როგორც პაკისტანის წარმომადგენელმა, განაცხადა: „ჯარს არაფერი დაუშავებია აღმოსავლეთ პაკისტანში თავდასხმით. რაც ხდება პაკისტანში განმათავისუფლებელი ომის საბაბით, არის ინდოეთის შეთქმულება და სეპარატისტული მოძრაობა.“

1971 წელს, ბანგლადეშის განმათავისუფლებელ ომში, პაკისტანის დამარცხების შემდეგ, რაჰმანი დააპატიმრეს თანამშრომლობისთვის, მაგრამ გაათავისუფლეს 1973 წელს პრეზიდენტ მუჯიბის მიერ გამოცხადებული ზოგადი ამნისტიის საფუძველზე.[4] შემდგომში მან განაგრძო ლობირება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ბანგლადეშის დამოუკიდებლობის დიპლომატიურ აღიარებაზე უარის მოპოვებისთვის.

შეიხ მ.რაჰმანის მკვლელობის შემდეგ, იგი 1976 წელს შეუერთდა ბანგლადეშის მუსლიმთა ლიგას. 1978-1979 წლებში მონაწილეობდა ბანგლადეშის ნაციონალისტური პარტიის ორგანიზაციაში. 1978 წელს ზიაურ რაჰმანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იგი დაინიშნა შრომისა და მრეწველობის მინისტრად.[4] 1979 წლის 12 მარტს პრემიერ-მინისტრის, მაშიურ რაჰმანის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ (ინსულტით), აზიზურ რაჰმანი გახდა პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი. ფარული კენჭისყრის შედეგად მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა 1979 წლის 15 აპრილს.[3][6][7][8]

1981 წელს ზიაურ რაჰმანის მკვლელობის შემდეგ, ახალმა პრეზიდენტმა აბდუს სატარმა, დატოვა აზიზურ რაჰმანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, დაითხოვა მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვენენ კორუფციაში.[9] მოგვიანებით, 1982 წელს, ორივე სატარიც და რაჰმანიც ჩამოაგდეს სამხედრო გადატრიალების შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა მთავარსარდალი ჰ. ერშადი.[3]

აზიზურ რაჰმანი გარდაიცვალა 1988 წელს.[3]

  1. Munzinger Personen
  2. বাংলাপিডিয়া, Banglapediaবাংলাদেশ এশিয়াটিক সোসাইটি, 2003. — ტ. 14. — ISBN 984-32-0585-5
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Harris M. Lentz, Bangladesh / Heads of Government // {{{სათაური}}}, Routledge. — P. 71, ISBN 9781134264902.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 Rahman, Shah Azizur - Banglapedia. ციტირების თარიღი: 2016-11-25.
  5. The Bengalis who let us down in 1971. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-08. ციტირების თარიღი: 2016-03-07.
  6. „Ziaur Rahman: the kind of statesman we need now“. bdnews24.com. 2011-05-30 May 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-06. ციტირების თარიღი: 2016-11-26. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  7. Sumit Mitra. (2014-03-04) Bangladesh: Silent moves. India Today. ციტირების თარიღი: 2016-11-25.
  8. Shah Azizur Rahman chosen as Bangladesh PM by President Zia-ur Rahman. ციტირების თარიღი: 2016-03-07.
  9. Bangladesh Retains Premier. The New York Times, со ссылкой на Associated Press (1982-02-13). ციტირების თარიღი: 2016-11-25.