ზიაურ რაჰმანი (დ. 19 იანვარი, 1936 — გ. 30 მაისი, 1981) — ბანგლადეშის უმაღლესი სამხედრო ადმინისტრატორი 1976 წლის ნოემბრიდან, ბანგლადეშის პრეზიდენტი 1977–1981 წლებში.

ზიაურ რაჰმანი (1979)

1953 წელს შევიდა პაკისტანის არმიაში, 1955 წელს მიიღო ოფიცრის პირველი წოდება. 1971 წელს — ვიცე-პოლკოვნიკის, 1972 წელს – პოლკოვნიკის. 1973 წლიდან ბრიგადის გენერალია, 1975 წლიდან – გენერალ-მაიორი. 1972–1975 წლებში – ბანგლადეშის არმიის შტაბის უფროსის მოადგილე, 1975 წლიდან შტაბის უფროსი.

1977 წლის აპრილში პრეზიდენტ აბუ სადათ მუჰამედ საიემის გადადგომის შემდეგ, რაჰმანი გახდა ბანგლადეშის პრეზიდენტი. 1978 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. 1981 წლის მაისის ბოლოს მოკლეს სამხედრო გადატრიალების დროს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება