ბენგალის ყურე

(გადამისამართდა გვერდიდან ბენგალია)

ბენგალის ყურე (ბენგ. বঙ্গোপসাগর, ტამილ. வங்காள விரிகுடா, ჰინდ. बंगाल की खाड़ी) მდებარეობს ინდოეთის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხმელეთით ესაზღვრება ინდოეთი, ბანგლადეში, მიანმარი და შრი-ლანკა. დასავლეთით ისაზღვრება ინდოსტანის ნახევარკუნძულით, აღმოსავლეთით — მიანმარის სანაპიროთი და ანდამანის და ნიკობარის კუნძულები. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბენგალიის ისტორიული მხარე (თანამედროვე ბანგლადეში და ინდოეთის შტატი „დასავლეთი ბენგალია“), რომლიდანაც წარმოიშვა ყურის დასახელება.

ბენგალის ყურის მდებარეობა

ბენგალის ყურეში ბევრი დიდი მდინარე ჩაედინება — განგი, ბრახმაპუტრა და მეგჰანი.

ბენგალის ყურის უმნიშვნელოვანესი პორტებია — ჩენაი, ვიშაქაპატნამი, პონდიშერი, კალკუტა (ინდოეთი), ჩიტაგონგი (ბანგლადეში). ყურის ჩრდილო აღმოსავლეთით, ქალაქ კაკს-ბაზართან (ბანგლადეში) მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე გრძელი პლაჟი (120 კმ).

ყურე განეკუთვნება ზღვათა ტიპს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: