პონდიშერი
პონდიშერი (Pondicherry, po) — ინდოეთის მოკავშირე ტერიტორია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. დაარსებულ იქნა 1674 წელს ფრანგების მიერ. შემდეგ ხელიდან ხელში გადადიოდა (ინგლისელები, ნიდერლანდელები, ფრანგები). 1814 წელს ნაპოლეონის ომების შემდეგ საფრანგეთმა დაიბრუნა და კოლონია დააარსა. 1954 წელს ინდოეთს გადაეცა სამართავად. 1962 წლიდან მოკავშირე ტერიტორიაა.
- მოსახლეობა - 1 012 142 ადამიანი;
- ფართობი - 0.492 ათასი;
- ქალაქები (ათ.) - პონდიშერი (225), ოზჰუკარაი (222), კარაიკალი (76).
- ენები – ფრანგული, ინგლისური, ტამილური, ტელუგუ და მალაიალამი.