ვიშაქაპატნამი
ვიშაქაპატნამი (ტელუგუ విశాఖపట్టణం), ასევე ვიზაგი — მთავარი საპორტო ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთის სანაპიროზე. 1 435 099 მოსახლით, იგი ანდჰრა-პრადეშის შტატის მეორე უმსხვილესი და ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მესამე უდიდესი ქალაქია კოლკატისა და ჩენაის შემდეგ. მდებარეობს შტატის დედაქალაქ ჰაიდარაბადიდან 625 კმ-ით აღმოსავლეთით. ვიშაქაპატნამში განთავსებულია სახელმწიფოს კუთვნილი რამდენიმე მძიმე მრეწველობის საწარმო, ფოლადის მთავარი საწარმო და გააჩნია ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო პორტი და უძველესი ნავსაშენი. მას ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთადერთს აქვს ბუნებრივი ნავსადგური.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ვიშაქაპატნამი ტელუგუ విశాఖపట్టణం | |||
![]() | |||
ქვეყანა |
![]() | ||
შტატი | ანდჰრა-პრადეში | ||
კოორდინატები | 17°41′18″ ჩ. გ. 83°13′07″ ა. გ. / 17.68833° ჩ. გ. 83.21861° ა. გ. | ||
ფართობი | 543 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 5 მ | ||
მოსახლეობა | 1 730 320 [1] კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 3 240 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 | ||
სატელეფონო კოდი | ++91-891-XXX XXXX | ||
საფოსტო ინდექსი | 530/531[2] | ||
ოფიციალური საიტი | http://www.visakhapatnammunicipalcorporation.org | ||
| |||
ვიშაქაპატნამს სახელი ინდუისტური მამაცობის ღმერთის — ვიშაკას პატივსაცემად ეწოდა. ქალაქი გაშენებულია აღმოსავლეთ გჰატის ბორცვებს შორის და აღმოსავლეთით გადაჰყურებს ბენგალის ყურეს. იგი ვიშაქაპატნამის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია, ასევე განთავსებულია ინდოეთის ფლოტის აღმოსავლეთ საზღვაო სარდლობის შტაბ-ბინა. ვიშაქაპატნამს ხშირად ბედის ქალაქს უწოდებენ,[3] ბოლო დროს კი ასევე აღმოსავლეთ სანაპიროს გოას. სანაპიროს დასავლეთ ნაწილი გამოირჩევა პლაჟებით, ბორცვებით და დრამატული ლანდშაფტით. ქალაქში ფოკუსირდება სწრაფუ ურბანული და ტურისტული განვითარება.
გალერეარედაქტირება
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Visakhapatnam, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიორედაქტირება
- ↑ Provisional Population Totals, Census of India 2011; Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 26 March 2012.
- ↑ http://www.mapsofindia.com/pincode/india/andhra-pradesh/visakhapatnam/
- ↑ Chronology of Visakhapatnam. Hindu.com (2006-01-14). Retrieved on 2011-12-03.