აზერბაიჯანის ენები

აზერბაიჯანის ენები ეკუთვნის 4 ლინგვისტურ ოჯახს — ალთაურს, ინდოევროპულს, ქართველურს, ნახურ-დაღესტანურს. აზერბაიჯანში ყველაზე გავრცელებული ენაა აზერბაიჯანული (2009 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 98.6% ფლობს მას[1]). რუსული და ინგლისური ენები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სწავლებისა და კომუნიკაციის ენების რიცხვში (2009 წლის აღწერის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 7.6% და 0.8% მშობლიურთან ერთად ამ ენებსაც ფლობდნენ[1]). გარდა ამისა, მკვიდრი მოსახლეობა ლაპარაკობს ლეზგიურად, თალიშურად, ავარულად, ქართულად, წახურ ენაზე, ქურთულად, თათურად, უდინურად. მთიელი ებრაელები ასევე იყენებენ ჯუხურ ენას, მაგრამ მისი გამოყენება შემცირდა იმიგრაციისა და მოდერნიზაციის გამო.

აზერბაიჯანის ეთნოლინგვისტური რუკა (2024, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რესპუბლიკის დაშლისა და სომხური მოსახლეობის გასვლის შემდეგ მთიანი მთიანი ყარაბაღიდან 2023 წელს).
აზერბაიჯანის ეთნოლინგვისტური რუკა (1994-2020, ყარაბაღის პირველ და მეორე ომებს შორის).

ენები აზერბაიჯანში

რედაქტირება

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოფიციალური ენა აზერბაიჯანულია. კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა უზრუნველყოფს მოსახლეობის მიერ გავრცელებულ სხვა ენების თავისუფალ გამოყენებასა და განვითარებას[2].

ოფიციალური ენა

რედაქტირება

აზერბაიჯანული ენა

აზერბაიჯანული ენა ეკუთვნის ალთაური ოჯახის თურქულ ენათა ჯგუფის ოღუზურ ქვეჯგუფს. „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის თანახმად, სავალდებულოა აზერბაიჯანული ენის ცოდნა. ის გამოიყენება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში. კანონი ადგენს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის გამოყენების, დაცვასა და განვითარებას[3].

რუსული ენა აზერბაიჯანში

რედაქტირება

რუსული ენა არის აზერბაიჯანის 150 ათასზე მეტი მოქალაქის მშობლიური ენა. უდიდეს წილად ამ ენაზე საუბრობენ ეთნიკური რუსები, ასევე გარუსებული აზერბაიჯანელები, ლეკების, ავარების, უკრაინელების, ებრაელებისა და სხვა. 1994 წლიდან, აზერბაიჯანის მოსახლეობის 38% რუსულად თავისუფლად ფლობდა[4].

რუსულ ენას არ გააჩნია ოფიციალური სტატუსი აზერბაიჯანში, მაგრამ ბაქოს მცხოვრებლები ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყენებენ მას. დედაქალაქის გარეთ კი რუსულ ენას ნაკლებად იყენებენ.

სომხური ენა

რედაქტირება

აზერბაიჯანის ოფიციალურ საზღვრებში სომხურ ენაზე დღეს მხოლოდ ეთნიკური სომხები ლაპარაკობენ იმ ტერიტორიაზე, რომლებიც კონტროლდება არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ. მას ასევე ფლობენ სომხეთიდან დევნილი აზერბაიჯანელები[5].

დაღესტნური ენები

რედაქტირება

აზერბაიჯანში წარმოდგენილია შემდეგი დაღესტნური ენები:

ბუდუღური ენა — ამ ენაზე საუბრობენ ყუბისა და ხაჩმაზის რეგიონში - ბუდუღის, დელი ქაიას, პირუსტისა და იალავანჯის სოფლებში. ბუდუღური ენა გაქრობის პირასაა. ენას გააჩნია 4 გრამატიკული კლასი, 14 ბრუნვა. რიცხვითი სახელები ბუდუღურ ენაში იყოფა რაოდენობრივ, რიგობით და მრავალჯერად რიცხვებზე. აღსანიშნავია, რომ რიგობითი სახელები აზერბაიჯანული ენიდანაა ნასესხები. აზერბაიჯანულმა ენამ დიდი გავლენა მოახდინა ბუდუღურ ენაზე ლექსიკური თვალსაზრისით[6].

ხინალუღური ენა — გავრცელებულია აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთში ყუბის რეგიონში მცხოვრები პატარა ეთნიკურ ჯგუფს შორის სოფელ ხინალუღში. ხინალუღურ ენას არ გააჩნია დამწერლობა. მისი სინტაქსი ჯერ კიდევ კარგად არ არის შესწავლილი. ხინალუღელმა პოეტმა რაჰიმ ალხასმა 1991 წელს გამოაქვეყნა ნიზამი განჯევის ნაწარმოებების თარგმანი ხინალუღურ ენაზე[7].

რუთულური ენა — მას ასწავლიან სკოლებში, სხვადასხვა სპეციალიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დაღესტნის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში. რათულურ ენაზე ასევე საუბრობენ აზერბაიჯანში, ძირითადად შაქიში და კახში, ხოლო 2013 წელს რუთულელებს აზერბაიჯანში შეუმუშავეს ლათინური ანბანი[8].

წახურის ენა — იუნესკოს მონაცემებით, 25 000 ადამიანი საუბრობს წახურ ენაზე. სოფელ სუვაგილში (ზაქათალა), კვირაში ერთხელ ასწავლიან წახურ ენას. მოცემული ენა ისწავლება აზერბაიჯანის სკოლებში ლათინურ ანბანის საფუძველზე. წახური ენა ჰგავს რუთულურ ენას. ენაში აზერბაიჯანული ენის გავლენაცაა[9].

ამ ენების გარდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საუბრობენსხვა დაღესტნური ენებიცაა გავრცელებული:

ირანული ენები

რედაქტირება

ქართველური ენები

რედაქტირება

ქართულ ენაზე საუბრობენ აზერბაიჯანის ჩრდილოეთ მხარეს - ბელაქანის, ზაქათალისა და კახის რაიონებში. ამ ტერიტორიებზე კომპაქტურად სახლობენ ეთნიკური ქართველები. 2007 წლის აღწერის მიხედვით მათმა რიცხვმა შეადგინა 15 ათასი ადამიანი. კახის რაიონში ფუნქციონირებს ქართულენოვანი სკოლები, თეატრები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში მოქმედებს უფასო ქართული ენის სკოლა, რომელიც ყოველ წელს იღებს მოსწავლეებს. ინტერესი ქართული ენისადმი აზერბაიჯანში მატულობს, რაც დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით ორ ქვეყანას შორის[10].

  1. 1.0 1.1 The State Statistical Committee of the Republic of Azerbaijan: Population by ethnic groups. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-13. ციტირების თარიღი: 2019-02-18.
  2. Конституция Азербайджанской Республики
  3. Закон Азербайджанской Республики О государственном языке в Азербайджанской Республике
  4. Сюни, Рональд и др. «Армения, Азербайджан и Грузия». DIANE Publishing, 1996; с. 103
  5. АЗЕРБАЙДЖАН И РОССИЯ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-21. ციტირების თარიღი: 2019-02-18.
  6. Буду́хский язы́к
  7. ХИНАЛУ́ГСКИЙ ЯЗЫ́К. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-08. ციტირების თარიღი: 2019-02-18.
  8. РУТУ́ЛЬСКИЙ ЯЗЫ́К. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-07. ციტირების თარიღი: 2019-02-18.
  9. Цахурский язык под угрозой исчезновения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-07. ციტირების თარიღი: 2019-02-18.
  10. Школа грузинского языка в Баку начинает прием учащихся