ხინალუღური ენა
ხინალუღური ენა (თვითდასახელება: каьтш мицI / kätš micʼ) — ნახურ-დაღესტნურ ენათა ოჯახის ენა. გავრცელებულია აზერბაიჯანის რაიონულ ცენტრებში (ყუბაში, ხაჩმაზში) და სოფლებში (ხინალუღში, სუდათში). ხინალუღურ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 1500 კაცი.[1] იგი აზერბაიჯანული ენის დიდ გავლენას განიცდის, რის გამოც ხმოვანთა სისტემა გართულებულია, გაჩენილია უმლაუტიზებული ხმოვნები ä, ü, ö და ირაციონალური ხმოვანი ə. არის აგრეთვე მოკლე, გრძელი და ნაზალიზებული ხმოვნები. თანხმოვნები წარმოდგენილია ხშულთა ოთხეული და სპირანტთა მჟღერი აფრიკატები ძ, ჯ.
ხინალუღური ენა каьтш мицI / kätš micʼ | |
გავრცელებულია | ყუბა, აზერბაიჯანი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 1000 (2007) |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები |
დამწერლობის სისტემა | ლათინური, კირილიცა |
ენის კოდები | ISO 639-3: kjj |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-kjj}} |
ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — ხინალუღური ენა |
ხინალუღურ ენაში რთული გრამატიკულ კლასთა სისტემაა. მხოლობითში გარჩეულია 4 გრამატიკული კლასი, მრავლობითში — 2. კლასის ნიშნებად გამოყენებულია ბ, ფ, ზ, ს, ც, ჲ, ... ექსპონენტები. ამასთან ერთად ზმნა რთულდება ნაცვალსახელური ელემენტებით, რომლებითაც ასევე იცვლება გრამატიკული კლასების მიხედვით.
ძირითადი ბრუნვებია: სახელობითი, ერგატივი, მიცემითი, ნათესაობითი. ერგატივი გამოხატავს ინსრუმენტალისსაც. ნათესაობითში გარჩეულია ორგანული და არაორგანული კუთვნილების ფორმები. თანდებულიანი ბრუნვების სერიებში ორ-ორი ბრუნვაა: მიმართულებითი-ლოკატივი და დაშორებითი. უღვლილება კლასოვანია.
დამწერლობა
რედაქტირებაკირილიცას ვერსია:
А а | Ã ã | Аь аь | Б б | В в | Г г | Гъ гъ | ГӀ гӀ | ГӀв гӀв | Д д | Дж дж | Дз дз | Е е |
Ẽ ẽ | Ж ж | З з | И и | Й й | К к | Кв кв | Кк кк | Кх кх | Кхв кхв | Кхкх кхкх | Къв къв | Кь кь |
КьӀ кьӀ | КӀ кӀ | КӀв кӀв | Л л | Лъ лъ | М м | Н н | О о | Õ õ | Оь оь | П п | Пв пв | ПӀ пӀ |
Р р | С с | Т т | Тт тт | ТӀ тӀ | ТӀв тӀв | ТӀтӀ тӀтӀ | У у | У̃ у̃ | Уь уь | Ф ф | Х х | Хъ хъ |
Хъв хъв | Хь хь | ХӀ хӀ | Ӏ Ӏ | Ӏъ Ӏъ | Ц ц | Цв цв | Цц цц | ЦӀ цӀ | ЦӀв цӀв | Ч ч | ЧӀ чӀ | ЧӀв чӀв |
Ш ш | Шв шв | Ъ ъ | Ы ы | Э э | Ә ә | Ә̃ ә̃ |
ლათინური ვერსია:
A a | B b | C c | Cc cc | C' c' | Ç ç | Çç çç | Ç' ç' |
Ə ə | F f | G g | Gh gh | Ğ ğ | H h | Hh hh | İ i |
I ı | J j | K k | Kk kk | K' k' | Kh kh | Kx kx | L l |
M m | N n | O o | Ö ö | P p | Pp pp | P' p' | Q q |
Qq qq | Q' q' | R r | S s | Ş ş | T t | Tt tt | T' t' |
U u | Ü ü | V v | X x | Y y | Z z | Z̧ z̧ | ʕ |
ლიტერატურა
რედაქტირება- მაჰომეტოვი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 484.
- Дешериев, Ю. Д., Грамматика хиналугского языка, М., 1959.