ყუბის რაიონი

რაიონი აზერბაიჯანში

ყუბის რაიონი (აზერ. Quba rayonu) — რაიონი აზერბაიჯანში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ყუბა.

ყუბის რაიონი
Quba rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი ყუბა
კოორდინატები 41°22′12″ ჩ. გ. 48°30′00″ ა. გ. / 41.37000° ჩ. გ. 48.50000° ა. გ. / 41.37000; 48.50000
დაარსდა 8 აგვისტო, 1930
ფართობი 2 610 კმ²
მოსახლეობა 143 100 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 54,8 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები, ლეკები, თათები, ებრაელები
სასაათო სარტყელი Azerbaijan Time
სატელეფონო კოდი +994 23-33
საფოსტო ინდექსი 4000
საავტომობილო კოდი 40
ოფიციალური საიტი quba-ih.gov.az/index.html

მოიცავს 101 სოფელს.

ყუბაში კლიმატი მყარია. მთისწინეთში ზომიერი სითბო, მაღალი ტენიანობა და ცივი ჰაერი აღინიშნება. საშუალო ტემპერატურა იანვარში -4 ° C- დან 1 ° C- მდე, ივლისში +2 ° C- დან +24 ° C- მდე.

ყუბის რეგიონი საკმაოდ ნაყოფიერია. იგი ცნობილია ვაშლის წარმოებითა და თავისი  ხალიჩებით.

ყუბის სახანო XVIII საუკუნის შუა რიცხვებში შეიქმნა. ის აზერბაიჯანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა. მე-18 საუკუნეში ყუბის სახანო ახლანდელ ქალაქებს ყუბას, დევეჩის, გუსარს, ხაჩმაზს, ხიზისა და სიაზანს მოიცავდა.  თავდაპირველად სახანოს ცენტრი ქალაქი ხუდათი იყო, თუმცა შემდეგ ყუბის ხანმა ჰუსეინ ალიმ გადაიტანა დედაქალაქი გუბაში. 1806 წელს ქალაქში რუსული სამხედროები შეიჭრნენ, 1813 წელს ქალაქი რუსეთის იმოერიის შემადგენლობაში შევიდა. 1840—1929 წლებში შეიქმნა ყუბის მაზრა. 1930 წლის 23 ივლისს დაიწყო მაზრების გაუქმების პროცესი, რის შედეგადაც ადმინისტრაციულმა ერთეულმა ყუბის რაიონის დასახელება მიიღო.

მე-18 საუკუნეში მთიელი ებრაელები ჩამოსახლდნენ ყუბაში და დღეს იქ მათი მსხვილი თემი არსებობს. ისინი ცხოვრობენ კრასნაია სლობოდას ( 1991 წლიდან ყირმიზი ყასაბა (წითელი დასახლება) აზერ. Qırmızı qəsəbə) დასახლებაში[1].

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ყუბის რაიონში მდებარეობს რამდენიმე ისტორიული ნაგებობა.

აღბილის მავზოლეუმები — ყუბის რაიონის აღბილის დასახლებაში მდებარეობს მე-16 საუკუნის სამი მავზოლეუმი[2].

ჯუმა მეჩეთი - მეჩეთი აშენდა მე -19 საუკუნეში. ამ რელიგიური ნაგებობის არქიტექტურა ახასიათებს მხოლოდ ყუბის პროვინციის მეჩეთებს. ჯუმას მეჩეთის მშენებლობის შემდეგ მსგავსი შენობები აზერბაიჯანის სხვა რეგიონებშიც გამოჩნდა[2].

საქინა ხანუმის მეჩეთი — აშენდა 1854 წელს ა. ბაქიხანოვის — ცნობილი აზერბაიჯანელი მოღვაწის, მეცნიერისა და მწერლის, ქვრივის ბრძანებით. მეჩეთი მისი გარდაცვლილი ქმრის ხსოვნის აღსაყდრებლად შეიქმნა[2].

სოფელი ხინალიგი — სოფელი მდებარეობს ყუბის რაიონში. ტურისტებს შორის ცნობილია, პირველ რიგში, მისი ადგილობრივი ღირსშესანიშნაობით - ზოროასტრიზმის ტაძრით. ტაძარი აშენდა მე -9 საუკუნეში.

სოფელ ხინალიგის მაცხოვრებლები ასევე წარმოადგენენ რეგიონის ღირსშესანიშნაობას. ეს ეთნიკური ჯგუფი უძველესი ალბანური ტომის შთამომავლებია. დღეისათვის მხოლოდ ათასი ადამიანი დარჩა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მოახერხეს თავიანთი ორიგინალური ენა, კოსტიუმი, ცხოვრების წესი, ტრადიციები და რიტუალები შეინარჩუნონ[2].

გილგილჩაის ციხის ნანგრევები — გილგილჩაის ციხის კედელი ყუბა-ხაჩმაზის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი არქიტექტურული ობიექტია. იგი აშენდა მე -5 - მე -6 საუკუნეებში სასანიდთა დინასტიის დროს. გამაგრებული მძლავრი ციხე მდინარე გილგილჩაის გასწვრივ მდებარეობდა და გრძელდებოდა კასპიის ზღვისკენ. კედლების გადარჩენილი ფრაგმენტების მიხედვით, შეიძლება დადგინდეს, რომ ციხე სერიოზული გამაგრების როლს ასრულებდა[2].

ციხე სიმაგრე ჩირაგ-ყალა — ჩირაგ-ყალას ციხე სიმაგრე გილგიჩაის ციხის დაცვის სისტემის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. ჩვენამდე მხოლოდ მისი ნანგრევებია შემორჩენილი. თავისი ფორმით ციხე ჰგავს არასწორ მართკუთხედს. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მისი კედლები დაცულია ღრმა თხრილებით. ციხის სხვა მხარეებს გააჩნია მაღალი კედლები 13 კოშკით. დღეს მხოლოდ ამ კოშკების ნანგრევებია შემორჩენილი. კოშკებს იყენებდნენ საფრთხის შესატყობინებლად[2].

შეიხ იუსიფის მავზოლეუმი — საძვლის შექმნა თარიღდება მე -15-მე -17 საუკუნეებით. იგი მდებარეობს სოფელ შიხლიარში. მავზოლეუმი აზერბაიჯანში ერთ-ერთი უძველესია. ისტორიულად ზუსტად დამტკიცებული არაა ვინ იყო შეიხ იუსიფი და რა კვალი დატოვა თავისი ქვეყნის ისტორიაში. თუმცა მისი მავზოლეუმი ადასტურებს მის ცნობილ წარმომავლობას. მავზოლეუმი შუა საუკუნეების არქიტექტურის საინტერესო ძეგლია[2].

შეიხ ჯუნეიდის მავზოლეუმი - სეფევიდთა დინასტიის წარმომადგენელი შეიხ ჯუნეიდის მავზოლეუმი თარიღდება მე-16 საუკუნით. მავზოლეუმი მდებარეობს ყუბის რაიონის სოფელ ხაზრაში. მავზოლეუმს ოთხკუთხედის ფორმა გააჩნია. შესასვლელი მდებარეობს მავზოლეუმის ოთხივე კედელში. საძვალის ცენტრში დგას გუმბათი, რომლის სიმაღლე 15 მეტრია[2].

ეკონომიკა

რედაქტირება

ყუბის რაიონი აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სასოფლო-სამეურნეო რეგიონია. აქ მოყვანილი ხილი და ბოსტნეული გადის ექსპორტზე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ყუბის რაიონი მდიდარია ფლორით, ასევე წარმოდგენილია ფართო სპექტრის სამკურნალო მცენარეებით. „SAF“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც რაიონში დასახლებული საკვები პროდუქტების წარმოებას აწარმოებს, აწარმოებს 60 სახეობის ხილისა და ბოსტნეულის წვენებისა და ხილის კონცენტრატებს. წლიური გამომუშავება შეადგენს 3.5-4 მილიონ მანათს. პროდუქციის უმრავლესობა ექსპორტირდება აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში, რუსეთში, ისრაელში და თურქეთში[3].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Quba rayonu haqqında. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-01. ციტირების თარიღი: 2018-08-11.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Азербайджан - Достопримечательности - Куба
  3. Информация по административно-территориальной единице - Губа. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2018-08-11.