ყირმიზი-ყასაბა

(გადამისამართდა გვერდიდან Qırmızı Qəsəbə)

ყირმიზი-ყასაბა (აზერ. Qırmızı qəsəbə; 1991 წლამდე „კრასნაია-სლობოდა“ ქართ. წითელი დასახლება) — სოფელი აზერბაიჯანში, ყუბის რაიონში, კავკასიონის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც ძირითადად მთიელი ებრაელებია დასახლებული. ადრე მას ებრაულ სლობოდას (დასახლებას) უწოდებდნენ. მისი სახელის გადარქმევა „კრასნაია-სლობოდად“ მოხდა 1926 წელს. დღეს მას აზერბაიჯანულად ყირმიზი-ყასაბას, ანუ წითელ დასახლებას უწოდებენ. დასახლება ქალაქ ყუბის თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულია[1].

სოფელი
ყირმიზი-ყასაბა
აზერ. Qırmızı Qəsəbə
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი ყუბა-ხაჩმაზი
რაიონი ყუბა
კოორდინატები 41°22′17″ ჩ. გ. 48°31′04″ ა. გ. / 41.3714389° ჩ. გ. 48.5180194° ა. გ. / 41.3714389; 48.5180194
დაარსდა 1742
ცენტრის სიმაღლე 569 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ყირმიზი-ყასაბა — აზერბაიჯანი
ყირმიზი-ყასაბა

კრასნაია-სლაბოდის დასახლება მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთიელ ებრაელთა კომპაქტური დასახლების ერთადერთი ადგილია[2]. 1989 წლის სრულიად საბჭოთა მოსახლეობის აღწერის მიხედვით, კრასნაია-სლაბოდაში 4524 ადამიანი ცხოვრობდა[3].

აზერბაიჯანში სამი ებრაული თემია - მთიელი ებრაელები, ევროპელი ებრაელები (აშქენაზები) და ქართველი ებრაელები. ამჟამად მთიელი ებრაელები ქვეყანაში ებრაული დიასპორის უმრავლესობას წარმოადგენენ.

დასახლების ძველი ტოპონიმია - კულგატი.

 
ექვსწახნაგოვანი სინაგოგა

მთიელი ებრაელების გამოჩენას კავკასიაში მიაკუთვნებენ ჩვ.წ I საუკუნეს[4]. სხვა ინფორმაციის თანახმად, მთიელი ებრაელები V საუკუნეში კავკასიის ალბანეთში ჩამოასახლეს სპარსელმა მეთაურებმა სპარსეთიდან[5].

მთიელი ებრაელების მშობლიურ ენად ითვლება ჯუხურის ენა, რომელიც ირანული ენების ჯგუფში შედის. XIX საუკუნეში აზერბაიჯანული ენა გახდა მთიელი ებრაელების მეორე მშობლიური ენა. დღესდღეობით ისინი საუბრობენ აზერბაიჯანულ, ებრაულ და რუსულ ენებზე.

ყირმიზი-ყასაბა მიჩნეულია აზერბაიჯანში და მის ფარგლებს გარეთ მთიელ ებრაელთა მატერიალური და სულიერი კულტურის შენარჩუნების ცენტრად. მას სხვანაირად „კავკასიის იერუსალიმს“ უწოდებენ[6]. დასახლებაში 7 სინაგოგაა[6].

დასახლების სტრუქტურა

რედაქტირება
 
ძველი სინაგოგა

მთიელ ებრაელთა ცხოვრების სოციალური ორგანიზაციის საფუძველს წარმოადგენს მათი თემი, რომელსაც კაჰალს უწოდებენ[7]. ის წყვეტს თემის ბევრ პრობლემას თვითმმართველობის სახით. ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ კაჰალმა თავისი ფუნქციები დაკარგა, ამ სოციალური ორგანიზაციის ზოგიერთი ელემენტი კვლავაც განაგრძობს არსებობას, როგორც ყირმიზი-ყასაბაში, ასევე იმ ადგილებში, სადაც მთიელი ებრაელები ცხოვრობენ. კაჰალის შენარჩუნება ხელს უწყობს ეთნკოკულტურული, რელიგიური და სოციალური ტრადიციების თაობიდან თაობაზე გადაცემას.

დასახლებაში 9 კვარტალია[8]. მის არქიტექტურულ საფუძველს შეადგენენ სინაგოგის შენობები. ყირმიზი-ყასაბა არის თანამედროვე დასახლებული პუნქტი, რომელიც ძირითადად შედგება ორ და სამ სართულიანი კოტეჯებისგან, მაღაზიებისგან და სუფთა ქუჩებისგან[6].

სახელმწიფო მხარდაჭერა

რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სახელმწიფოსა და ყირმიზიქ-ყასაბას თემის მხრიდან ტარდება სამუშაოები მთიელი ებრაელების კულტურის, ენის, ასევე თემის შიგნით და თემებს შორის ურთიერთობების გასამყარებლად. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვალდებულებები ყირმიზი-ყასაბას მთიელ ებრაელთა თემის დაცვა და განვითარება ასახულია კონსტიტუციითა და კანონებით, რომელიც მიღებული მილი მეჯლისის მიერ.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ორი ადგილობრივი სინაგოგის შენობა დაუბრუნდა ებრაულ თემს[9]. ბაქოში ახალი სინაგოგა აშენდა. 1991 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ განაახლა მუშაობა დასახლებაში ებრაული ტრადიციების შესასწავლად. ბოლო წლებში, ზოგადი განათლების პროგრამის გარდა, ყირმიზი-ყასაბაში შეიქმნა რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც იუდაიზმის საფუძვლები შეისწავლება[10].

  1. Горские евреи. История, этнография, культура. Иерусалим-Москва, 1999. С.155
  2. РЕЛИГИИ В СОВРЕМЕННОМ АЗЕРБАЙДЖАНЕ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-27. ციტირების თარიღი: 2018-08-11.
  3. Всесоюзная перепись населения 1989 г.
  4. Народы Кавказа. Т.1. Москва, 1960. С. 554—561
  5. Солодухо Ю. А. Движение Маздака и восстание еврейского населения Ирака. — Вестник древней истории, № 3-4, 1940
  6. 6.0 6.1 6.2 Иерусалим Кавказа
  7. Горские евреи. История, этнография, культура. Иерусалим-Москва, 1999. С.315
  8. Миллер Б. В. Таты, их расселение и говоры (материалы и вопросы). Баку, 1929. С.20
  9. Захарьяев Г. Община горских евреев Азербайджана. — Журнал «Азербайджан и азербайджанцы в мире», № 2, июль, 2009. С.113
  10. «Красная Слобода» Азербайджана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-24. ციტირების თარიღი: 2018-08-12.