თალიშური ენა
თალიშური ენა — თალიშები ინდოევროპულ ენათა ოჯახის დასავლურ-ირანული ჯგუფის ჩრდილო-დასავლური ქვეჯგუფის თალიშურ ენაზე ლაპარაკობენ. დამწერლობა ლათინური გრაფიკით 1928 წელს შეიქმნა. რამდენიმე წლის განმავლობაში თალიშურ ენაზე გამოიცემოდა 19 ბეჭდვითი გამოცემა.
ისტორია
რედაქტირება1930-იანი წლების ბოლოს თალიშურ ენაზე ყველა გამოცემა შეწყდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში თალიშურ ენაზე წიგნებისა და გაზეთების გამოცემა განახლდა. სოფლებში, სადაც ეთნიკური თალიშები ცხოვრობენ, შემოიღეს თალიშური ენის სწავლება. ყველა თალიში ორენოვანია. ისინი თალიშურ ენასთან ერთად აზერბაიჯანულ ენასაც თანაბრად ფლობენ.
ძველად თალიშურ ენაზე ლენქორანის ჩრდილოეთითაც ლაპარაკობდნენ, იყო დრო თალიშური ენა 142 სოფელში იყო გაბატონებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- როლანდ თოფჩიშვილი კავკასიის ხალხთა ეთნოლოგია, თბ.,2012