სათაფლე
სათაფლე (2012 წლის 3 თებერვლამდე — „კრასნოგორსკი“[2]; მალხაზოვკა) — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ივრის ზეგანზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 780 მეტრი, საგარეჯოდან 26 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
სათაფლე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
თემი | სათაფლე |
კოორდინატები | 41°38′47″ ჩ. გ. 45°16′43″ ა. გ. / 41.64639° ჩ. გ. 45.27861° ა. გ. |
ადრეული სახელები | კრასნოგორსკი, მალხაზოვკა |
ცენტრის სიმაღლე | 780 მ |
მოსახლეობა | 74[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 71,6 % რუსები 25,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ისტორია
რედაქტირება1940 წლამდე სოფელს მალხაზიანი ერქვა, შემდეგ — კრასნოგორსკი. 2012 წლიდან — სათაფლე. შუა საუკუნეების საისტორიო წყაროებში კი აზანბურად მოიხსენიება. იოანე ბაგრატიონი აზანბურს მოიხსენიებს, როგორც სამეფო საკუთრებაში არსებულ საძოვარ, სათიბ-სანადირო მინდვრებსა და მთიან ადგილებს. ლეონტი მროველის მიხედვით, აზანბური ჰერეთის დასავლეთ საზღვარია. სოფელში, სამეფო საკუთრების გვერდით, საეკლესიო საკუთრებაში არსებული ყმა-მამულიც იყო, რომელსაც სპეციალური მოხელე — ამირბარი, განაგებდა. 1789 წლის საბუთის მიხედვით, კათალიკოს ანტონ II-ს ამირბარ მაღალაძისათვის მეფეთა და კათალიკოსთა წყალობა განუახლებია, ხოლო იმამყული-ხანს მისთვის აზანბურისა და შამადანის მოურავობა უწყალობებია.
1757 წელს ერეკლე II-მ აზანბურთან სასტიკად დაამარცხა კახეთში გადმოსული ლეკთა მარბიელი ლაშქარი. გადმოცემით, ამ ბრძოლაში ერეკლეს თავად 300 ლეკი მოუკლავს. ამავე ბრძოლაში დაღუპულა ათასისთავი ედიშერ საამისშვილი.
სოფელში მისდევდნენ მეცხოველეობას, მემინდვრეობას. აქ განსაკუთრებით კარგი პირობებია მეფუტკრეობის განვითარებისათვის. სათაფლე ცნობილი იყო ნუშის ბაღებითაც.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 74 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 99 | 48 | 51 |
2014[1] | 74 | 36 | 38 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 16.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 201.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №82 2012 წლის 3 თებერვალი ქ. თბილისი ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II