თეთრი ქვების გორასამარხები

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

თეთრი ქვების გორასამარხები — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ სათაფლეში, სოფლის სამხრეთით, 1,5 კილომეტრზე, გარეჯის უდაბნოში, თეთრ ქვებად წოდებულ ადგილში.

აღმოაჩინა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. არქეოლოგიური სამუშაოები ტარდებოდა სხვადასხვა დროს. 1989 წელს გაითხარა ადრეული ბრინჯაოსხანის, მიწაყრილიანი გორასამარხი. მას ნატეხი ქვებისგან შედგენილი წრე შემოუყვებოდა. ყრილის ცენტრის ქვეშ აღმოჩნდა თიხის ჭურჭელის მრავალი ფრაგმენტი. გორასამახის დასაკრძალავ დარბაზში ჩაშვებული იყო მძარცველების მიერ დაზიანებული ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრის სამარხში.

1990 წელს, მთებით გარშემორტყმულ, თეთრ ქვებად წოდებულ ვაკეზე, გაითხრაა მიწაყრილიანი სამარხების სამი ჯგუფი. თითოეულ ჯგუფში გამოვლინდა 15-20 გორასამარხი. მათი და ყრილის ზომები სხვადასხვაა. სამარხები ძლიერ დაზიანებულია, მიწის ინტენსიური დამუშავების გამო. ამავე სწელს კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გათხარა ყველაზე დასავლეთით მდებარე გორასამარხი, რომელიც ძვ. წ. XVII საუკუნეს გამეკუთნება. სამარხი სამხრეთ ორმოსთან არ იყო დაკავშირებული. იგი გადახურული იყო თიხით გადალესილი ხის, წვრილი ძელებით, რომელებსაც ჭილოფი ეფარა. მიცვალებული კაკლის ხისგან დამზადებულ ოთხთვალა ურემზე ესვენა კიდურებმოხრილი. სამარხში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს რაპირა, მოზრდილყუნწიანი სატევარი და ორყურა ქვაბი, კაჭის ქუსლამოღარული ისრისპირები, ოქროს და პასტის მძივები და დანაწევრებული მსხვილფეხა საქონლის ძლები.

2001 წელს გაითხარა კიდევ ერთი გორასამარხი, იგი განეკუთვნება თრიალეთური კულტურის მეორე ეტაპს. გორასამარხი ორმოიანია, მიწაყრილიანი. მიწაყრილს ფუძეზე შემოსდევდა ქვის წრე. სამარხი გადახურული ყოფილა ხის მორებით. მიცვალებული ხის ოთხთვალა ურემზე ესვენა მარჯვენა გვერდზე. სამარხში აღმოჩნდა: თიხის ცხრა ჭურჭლის ფრაგმენტი, გადახურვის ჩაქცევის გამო, ოთხად გატეხილი ბრინჯაოს რაპირა, ბრინჯაოს სატევრაი,ტუფის სარქველი, ობსიდიანისა და კაჟის ისრისპირები, ოქროს ფირფიტის მძივი და ქვის მრგვალი დისკო, ოქროს თხელი ფირფიტოვანი გარსაკრავით.

ამავე სამარხის მახლობლად, 2005 წელს, მცირე ყორღანული ყრილის ქვეშ, ერთმანეთის გვერდით დაფიქსირდა ძვ. წ. XIV-XIII საუკუნეების ორი სამარხი ორმო. ერთ სამარხში მიცვალებული ეწვენა მოხრილი კიდურებით, ასევე აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და სამკაულები. მეორე სამარხში თიხის ექვსი ჭურჭელი და ცხოველის ძვლების ფრაგმენტები. გორასამარხებში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ინახება გურჯანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა

რედაქტირება