კოდისწყაროს სამაროვანი
კოდისწყაროს სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ სათაფლეში, დავითგარეჯის უდაბნოში, ,,ნაომარისგორის’’ ნამოსახლარის აღმოსავლეთ მდებარე ტაფობში.
სამაროვანზე 1987 წელს კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სამი გორასამარხი გათხარა. სამივე განეკუთვენბა შუადან გვიანდელ ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალ პერიოდს. სამარხები ორმოიანია. ჰქონდათ ქვისა და მიწის ყრილი, ზოგიერთი სამარხის ყრილს ქვის წრეები შემოსდევდა. სავარაუდოდ სამარხები ხის ძელებით იყო გადახურული. ორ სამარხში მიცვალებული კამერის ცენტრში ესვენა. ერთ-ერთ სამარხში ჩონჩხსა და ინვენტარს ტყავი ჰქონდა გადაფარებული. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი; დერგები, ქოთნები, კოჭბები, ჯამები და ღრუფეხებიანი თასები. ნაპოვნი ჭურჭელი შემკულია ორნამენტებით. სამარხში გამოვლინდა ასევე მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ძვლები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭაბაშვილი ლ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 203.