აგათანგელ კრიმსკი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აგათანგელ იუხიმოვიჩ კრიმსკი (უკრ. Агатангел Юхимович Кримський, რუს. Агафангел Ефимович Крымский; დ. 15 იანვარი [ძვ.სტ. 3 იანვარი], 1871 — გ. 25 იანვარი, 1942) — უკრაინელი აღმოსავლეთმცოდნე, ლინგვისტი, პოლიგლოტი (იცოდა 35-მდე ენა), ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი, მწერალი და მთარგმნელი. ის იყო სრულიად უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის (VUAN) ერთ-ერთი დამაარსებელი 1918 წელს და მისი და შევჩენკოს სამეცნიერო საზოგადოების ნამდვილი წევრი 1903 წლიდან.

აგათანგელ კრიმსკი
დაბ. თარიღი 3 (15) იანვარი, 1871
დაბ. ადგილი ვლადიმირი[1]
გარდ. თარიღი 25 იანვარი, 1942(1942-01-25)[1] (71 წლის)
გარდ. ადგილი კოსტანაი[2]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა
უკრაინის სსრ
 სსრკ
საქმიანობა პოეტი, ანთროპოლოგი, ისტორიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი და მთარგმნელი
მუშაობის ადგილი კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი და National Academy of Sciences of Ukraine
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი და Pavlo Galagan College
განთქმული მოსწავლეები Omeljan Pritsak და Timofey Ivanovitsj Grunin
მამა Q4242928?
ნათესავ(ებ)ი Mykola Levchenko
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი
ხელმოწერა

მიუხედავად იმისა, რომ კრიმსკის არ ჰქონდა უკრაინული წარმოშობა, მან საკუთარ თავს „უკრაინოფილს“ უწოდებდა.[3][4][5]

1941 წელს იგი დააპატიმრა საბჭოთა ხელისუფლებამ, როგორც „უკრაინელი ნაციონალისტი“, „უკრაინელი ნაციონალისტების იდეოლოგი“ და „ნაციონალისტური იატაკქვეშეთის ხელმძღვანელი“.[5] დამნაშავედ იყო ცნობილი „ანტისაბჭოთა ნაციონალისტური საქმიანობისთვის“ და დამწყვდეული იყოს კოსტანაის #7 ციხეში (დღევანდელი კოსტანაის მახლობლად, ყაზახეთი).[5]

ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

კრიმსკი დაიბადა ვოლოდიმირ-ვოლინსკში, ბელორუსიელი წარმოშობის თათარი მამისა და ეთნიკურად პოლონელი დედის ოჯახში.[3] 1915 წელს გაზეთ „ტერგიმანთან“ ინტერვიუში კრიმსკიმ თავი ყირიმელ თათრად წარმოადგინა.[6] [5] მისი გვარი „კრიმსკი“ (უკრ. Кримський) ნიშნავს „ყირიმელს“ და მისმა წინაპარმა მე-17 საუკუნეში მიიღო, რომელიც იყო ყირიმელი თათარი მოლა ბახჩისარაიდან.[4][5] იგი მონათლული იყო აღმოსავლეთის მართლმადიდებლობაში.[4][5]

მისი ოჯახი მალევე გადავიდა საცხოვრებლად ცენტრალურ უკრაინაში, ზვეინიგოროდკაში.

კრიმსკიმ 1889 წელს დაამთავრა კიევის გალაგანის კოლეჯი, 1891 წელს მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი და 1896 წელს მოსკოვის უნივერსიტეტი. სწავლის დამთავრების შემდეგ, 1896 წლიდან 1898 წლამდე, ის მუშაობდა ახლო აღმოსავლეთში, შემდეგ კი დაბრუნდა მოსკოვში, სადაც გახდა ლაზარევის ინსტიტუტის ლექტორი, ხოლო 1900 წელს — პროფესორი. კრიმსკი ასწავლიდა არაბულ ლიტერატურას და აღმოსავლეთის ისტორიას. მოსკოვში ის აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობაში და იყო მოსკოვის უკრაინული ჰრომადას წევრი.[4][7]

1918 წლის ივლისში კრიმსკი დაბრუნდა კიევში და მონაწილეობა მიიღო უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (VUAN) დაარსებაში. საბოლოოდ კი აკადემიის დირექტორი გახდა.[7] ის იყო აკადემიის (1920–29 წლებში) Записки Історично-філологічного відділу („ისტორიისა და ფილოლოგიის განყოფილების შენიშვნები“) 25 ტომეულიდან 20-ის რედაქტორი და კიევის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე უკრაინის სამეცნიერო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი კიევში 1918 წლიდან.

მოღვაწეობა

რედაქტირება

კრიმსკი 34-მდე ენის ექსპერტი იყო;[7] ზოგიერთი წყარო იუწყება, რომ მას ჰქონდა დაახლოებით 56 ენის ბაზისური ცოდნა.[8] კრიმსკიმ რამდენიმე ასეული ნამუშევარი დაუმატა ბროკჰაუზის, ეფრონისა და გრანატის რუსულ ენციკლოპედიებს და დაწერა მრავალი სხვა ნაშრომი არაბულ, თურქულ, თურქმენულ, ყირიმულ თათრულ და ირანულ ისტორიასა და ლიტერატურაზე, რომელთაგან ზოგიერთი იყო პიონერული სახელმძღვანელო რუსულ აღმოსავლურ კვლევებში.

 
1996 წლის უკრაინის საიუბილეო საფოსტო მარკა.

კერძოდ, მან დაწერა, რუსულ ენაზე, ისლამის ისტორიები (1904–1212); არაბების, თურქეთის, სპარსეთის და მათი ლიტერატურის შესახებ, დერვიშთა თეოსოფია და ნაშრომები სემიტური ენებისა და ხალხების შესახებ.[7] 1920-იან და 1930-იან წლებში ის ასევე წერდა, უკრაინულ ენაზე, თურქეთისა და სპარსეთის ისტორიებსა და მათ ლიტერატურაზე; მონოგრაფიებს ჰაფიზსა და მის სიმღერებზე და თურქმენულ ხალხებზე, მათ ენებსა და ლიტერატურაზე; იყო მთელი რიგი სტატიების რედაქტორი ყირიმელი თათრების შესახებ. ო. ბოგოლიუბსკისთან ერთად დაწერა კვლევა არაბული უმაღლესი განათლებისა და არაბეთის მეცნიერებათა აკადემიის შესახებ. სიცოცხლის ბოლო წლებში მან ექვსტომეული დაწერა ხაზარების ისტორიაზე, რომელიც არასოდეს გამოქვეყნებულა.[7]

კიევში, 1931 წლამდე, კრიმსკის ხელმძღვანელობით, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის თურქოლოგიურმა კომისიამ გამოსცა „თურქეთის ისტორია“, „თურქეთის ისტორია და მისი ლიტერატურა“, „შესავალი თურქეთის ისტორიაში“, „თურქები, მათი ენა და ლიტერატურა“ და სხვა.

კრიმსკი იკვლევდა უკრაინული ენის ისტორიას. ის ეწინააღმდეგებოდა ალექსეი სობოლევსკის მოსაზრებას, რომ ძველი კიევის რუსეთის ენა უფრო რუსული იყო, ვიდრე უკრაინული;[4] მან დაწერა სამი პოლემიკური კვლევა, 1904-07 წლებში, ამ საკითხთან დაკავშირებით. მოგვიანებით მისი შეხედულებები კიევის რუსეთის ენის შესახებ შეჯამებული იყო ნაშრომში Українська мова, звідкіля вона взялася і як розвивалася („უკრაინული ენა: საიდან გაჩნდა და როგორ განვითარდა“). კრიმსკი იკვლევდა უკრაინულ დიალექტებს და აქტიურად იყო ჩართული 1920-იან წლებში ლიტერატურული უკრაინულის ლექსიკისა და ორთოგრაფიის სტანდარტიზაციის საქმეში. ამ საქმიანობისას მან უარყო გალიციური ორთოგრაფიული ტრადიცია. იყო ოთხტომეული რუსულ-უკრაინული ლექსიკონის (1924–33 წლები) პირველი ორი ტომისა და იურიდიული ენის რუსულ-უკრაინული ლექსიკონის (1926 წელი) რედაქტორი.[7]

კრიმსკიმ დაწერა ლირიკული პოეზიის სამი წიგნი და რამდენიმე ნოველა და თარგმნა მრავალი არაბული და სპარსული ლიტერატურული ნაწარმოებები უკრაინულად, მათ შორის ომარ ხაიამის რუბაიატი, ათას ერთი ღამე და ჰაფეზის სიმღერები. მან ასევე თარგმნა ისეთი ევროპელი მწერლების პოეზია, როგორიცაა ჰაინრიხ ჰაინე, ბაირონი, საფო, ფრიდრიხ რუკერტი. მან გამოაქვეყნა სტატიები და მიმოხილვები უკრაინელი მწერლების, მათი შემოქმედებისა და უკრაინული თეატრის შესახებ.[7]

როგორც ეთნოგრაფი, კრიმსკი იყო მიგრაციის თეორიის მომხრე. მან თარგმნა უკრაინულ ენაზე და მოახდინა ანოტაცია ვ. ა. კლოსტონის Popular Tales and Fictions (პოპულარული ზღაპრები და პროზა) (1896) და ასევე დაწერა მრავალი აღმოსავლეთმცოდნეობის ნაშრომი და სტატია უკრაინელი ეთნოგრაფების შესახებ.

სიკვდილი

რედაქტირება
 
კრიმსკის ძეგლი ვოლოდიმირში

მიუხედავად იმისა, რომ კრიმსკი გადაურჩა 1930-იანი წლების დიდ წმენდას, ის დაახლოებით 10 წლით მოაშორეს სამეცნიერო და მასწავლებლობის საქმიანობას. 1930 წლიდან კრიმსკის ნამუშევრები აკრძალული იყო და მას არ ჰქონდა უფლება თავისი ნამუშევრები გამოექვეყნებინა. 1939 წელს ის რეაბილიტირებული იყო,[7] მაგრამ 1941 წლის ივლისში, მე-2 მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, შსსკ-მა დააპატიმრა, როგორც „განსაკუთრებით არასანდო“ „ანტისაბჭოთა ნაციონალისტური საქმიანობის“ ბრალდებით[4] და დაამწყვდია კოსტანაის ციხეში, სადაც 71 წლის ასაკში კრიმსკი გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით კრიმსკი ციხის საავადმყოფოში გამოფიტვისგან გარდაიცვალა, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ის შესაძლოა სასტიკი წამების გამო მოკვდა.[5] მისი საქმე საბოლოოდ შეწყდა 1957 წელს და ოფიციალურად რეაბილიტირდა 1960 წელს[4]. მისი ზოგიერთი ხელნაწერი დღემდე გამოუქვეყნებელია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Гурницький, კ. Кримський як историк (Київ, 1971)
  • Скокан, К.; Деркач, Н.; Ісаєва, Н.; Мартиненко, Г.; Агатангел Кримський: Бібліографічний покажчик (1889–1971) (Київ, 1972)
  • Білодід, І. Агатангел Кримський — україніст та орієнталіст (Київ, 1974)
  • Павличко, Соломея. Націоналізм, сексуальність, орієнталізм: Складний світ Агатангела Кримського (Київ, 2000)
  • Babyshkin, O. Ahatanhel Kryms'kyi: Literaturnyi portret (Kiev 1967)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Крымский Агафангел Ефимович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #122179463 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 Сходознавець Агатангел Кримський знав до сотні мов (უკრაინულ ენაზე)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Енциклопедія історії України: Т. 5: Кон - Кю / Редкол.: В. А. Смолій (голова) та ін. НАН України. Інститут історії України. - К.: В-во «Наукова думка», 2008. - 568 с.: іл. (უკრაინულ ენაზე)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Ahatanhel Krymsky: 10 interesting facts of his life (Агатангел Крымский: 10 интересных фактов из жизни). Avdet. 24 June 2015
  6. Ahatanhel Krymsky considered himself a Crimean Tatar (Агатангел Крымский считал себя крымским татарином). Crimean Tatars.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 Krymsky, Ahatanhel. Internet Encyclopedia of Ukraine
  8. Видатний орієнталіст України — Агатангел Кримський დაარქივებული 2014-04-30 საიტზე Wayback Machine. (უკრაინულ ენაზე)