საფო
საფო (ძვ. ბერძ. Σαπφώ) — ძველი ბერძენი ლირიკოსი ქალი, რომელიც კუნძულ ლესბოსზე დაიბადა. ისტორიულ წყაროებში მისი სახელი სწორედ კუნძულ ლესბოსზე მდებარე ქალაქ მიტილენთან ასოცირდება. იგი ძვ. წ. დაახლოებით 630-სა და 612 წლებს შორის დაიბადა და დაახლოებით ძვ. წ. 570 წელს გარდაიცვალა. საფო იყო ძველი ბერძნული ლირიკის უპირველესი პოეტი ქალი, საფოს "მეათე მუზას" უწოდებდა პლატონი, ძველი მოაზროვნეები მასზე წერდნენ: " ... ჩვენ არ მოგვეპოვება სხვა პოეტესა, რომელიც მცირეოდენ მაინც გაუტოლდება საფოს თავისი მშვენიერებით"(სტრაბონი). საფოს ცხოვრების შესახებ ცნობები მოიპოვება ისეთ ცნობილ ავტორებთან, როგორებიცაა: ჰეროდოტოსი, სტრაბონი, ოვიდიუსი, ათენეოსი, ჰიმერიოსი და სხვა. 1922 წელს გამოქვეყნდა ფრაგმენტები რომელშიც აღნიშნულია, რომ ბიოგრაფია შედგენილია ქამელეონის თხუზულების მიხედვით. საფოს ცხოვრების აქ წარმოდგენილი ცნობები მსგავსია სვიდას ლექსიკონში დადასტურებული ბიოგრაფიისა. ამ ცნობათა გათვალისწინებით დადგენილია, რომ საფო დაიბადა კუნძულ ლესბოსის ქალაქ ერესოში, თუმცა მთელი ცხოვება ქალაქ მიტილენეში გაატარა. იგი ტირან პიტიკოსისა და პოეტ ალკეოსის თანამედროვე იყო (ეს უკანასკნელი საფოზე შეყვარებულიც ყოფილა და ლექსებს უძღვნიდა მას). "პაროსის ქრონიკა" გვამცნობს, რომ არისტოკრატთა დევნის დროს საფო მიტილენედან სიციალიაზე გაქცეულა. ვარაუდობენ, რომ იგი წარჩინებული ოჯახიდან უნდა ყოფილიყო. საფოს ლექსებში არ ჩანს სამოქალაქო ბრძოლის შეფასება, მკვლევართა აზრით, იგი უნდა გაყოლოდა ქმარს, რომელიც იყო საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი პიროვნება და შესაბამისად ტირანის რისხვა მასაც შეეხო.ცნობილია, რომ ძვ.წ 580 წლის მახლობელ ხანებში პიტიკოსმა ამნისტია გამოაცხადა. საფოც ამ პერიოდში უნდა დაბრუნებულიყო მიტილენეში.
ოჯახი
რედაქტირებაგადმოცემათა თანახმად მას ჰყავდა ქალიშვილი სახელად კლეისი, სამი ძმა-ერიგიოსი, ლარიქოსი და ქარამაქსოსი.
გარეგნობა
რედაქტირებაროგორც ვარაუდობენ საფო ყოფილა ტანმორჩილი და შავგრემანი. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე გამოსახულებამ.
გადასახლებიდან დაბრუნებული, სათავეში ჩაუდგა წარჩინებულ ქალიშვილთა წრეს, დადის ლეგენდები, თითქოს საფოს შეუყვარდა მშვენიერი ჭაბუკი ფაონი, თითქოს, უიმედო სიყვარულით ვნებააშლილს თავი მოუკლავს:გადაშვებულა ლევკადიის კლდიდან ამღვრეულ ზღვაში (სტრაბონი, X 452). სხვა ლეგენდა კი მოგვითხრობს, რომ საფო იყო ჰეტერა, ის ართობდა კაცებს, მაგრამ ჭეშმარიტი ვნებით მხოლოდ ახალგარზდა ქალიშვილებისადი იმსჭვალებოდა. საფოსა და მის გარშემო შემოკრებილ ქალიშვილთა სათაყვანებელი ქალღმერთი იყო აფროდიტე, ეს ჯერ კიდევ ალექსანდრიის საწავლულებმა დაადგინეს და ბერძენი პოეტი ქალის სიმღერათა გამოცემაში პირველ ადგილზე აფროდიტესადმი მიძღვნილი ჰიმნი მოათავსეს.
საფოს შემოქმედების ფრაგმენტებმა ჩვენამდე, ძრითადად ორი გზით მოაღწიეს: 1) ანტიკური ხანის ავტორები ხშირად იმოწმებნენ მათ, როგორც ამაღლებული პოეზიის ნიმუშებს; 2)აღმოჩენილია პაპირუსები, სადაც მეტ-ნაკლებად იკითება საფოს პოეზიის ნაწყვეტები. დღეისათვის მოგვეპოვება საფოს შემოქმედების 1900-მდე სტრიქონი. მათ შორის 600-მდე სტრიქონის თარგმნა შესაძლებელია, 1300-მდე კი არ ითარმგნება, მისი მცირე მოცულობის გამო.
საფომ დიდი როლი ითამაშათა ლირიკული პოეზიის განვითარებაზე, თუკი თვალს გადავავლებთ ანტიკური ხანის ქალთა შემოქმდებას, დავინახავთ, რომ ძველი საბერძნეთისა და რომაული ხანის ქალთა პოეზია საფოს შემდეგ რეგრესის გზას დაადგა და ბოლოს გაქრა კიდევაც. საფოს პოეტური სამყარო(გვ.144-155)
- საფოს პოეტური სამყარო ცნებათა ხასიათის მიხედვით გრძნობადია. მასში აისახა ადმიანური განცდები და ეომციები. ბუნების მშვენიერება, ყოველივე ის, რაც მარადიული და გარდაუვალია.
- იმის მიხედვით, თუ როგორი მახასიათებლით აიღიქვამს საფო სამყაროს და, თუ ამ მახასიათებლებს პირობითად სამ ჯგუფად დავყოფთ, (დადებითი,ნეიტრალური, უარყოფითი), დავინახავთ, რომ მასთან დადებით მახასიათებელთა მნიშვნელოვანი უპირატესობა შეინიშნება.
- საფოსთან ყველაზე ხშირად ხმარებული ზმნებია, რომელთა მნიშვნელობა "სიყვარულის", "სიხარულის", "სურვილის", და ა.შ გაგებას შეიცავენ.
- ყველაზე ხშირად საფო მიმართავს იმ მითოლოგიურ სიუჟეტებსა და სახეებს, რომელებიც მშვენიერებისა და სიყვარულის სამყაროს უკავშირდებიან.
ლიტერატურა
რედაქტირება- Barnard, Mary (transl.), Sappho: A New Translation, University of California Press; Reissue edition (June 1986) ISBN 0-520-22312-8
- Sandra Boehringer, L'homosexualité féminine dans l'Antiquité grecque et romaine, Paris, Les Belles Lettres, 2007. ISBN 9782251326634.