აბუხალო (ქარელის მუნიციპალიტეტი)
აბუხალო[2] — ნასოფლარი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (ზღუდერის თემი). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ძამის სათავეში. ზღვის დონიდან 1500 მეტრი. ქარელიდან 35 კილომეტრი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 0 | 0 | 0 |
2014[1] | 0 | 0 | 0 |
აღწერა
რედაქტირებაXVIII საუკუნეში სოფ. აბუხალო ეკუთნოდა ამილახვრებს (ორბელიანი 1981: 66). სოფ. აბუხალო არქეოლოგიურად შეუსწავლელია. აბუხალოს ნასოფლარი მდებარეობს დღევანდელი სოფლიდან 2,5 კმ-ის დაშორებით, მთის ზეგანზე, სადაც შემორჩენილია დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევები და წრიული ზღუდე (სძა 1990: 354). სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სოფლიდან დასავლეთით, ფრიალო კლდეზე. მონასტრის დასავლეთი მხარე დაცულია მაღალი გალავნით. ძეგლი შედგება კლდეში ნაკვეთი, სხვადასხვა ზომის ერთმანეთთან დაკავშირებული 8 გამოქვაბულისგან. ეკლესია ნაგებია აგურით. აფსიდა ნახევარწრიულია. კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სამონასტრო კომპლექსი თარიღდება XVII-XVIII სს-ით (სძა 1990: 354).
აბუხალოს ეკლესია (ქც 4: 345,4). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 345,4), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 279), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 66).
ვახუშტი ბაგრატიონი აბუხალოს შესახებ გადმოგვცემს: „კუალად გვეძინეთის დასავლით (მდ. ძამას) მოერთვის ხევი აბუხალოსი. აქა არიან ქუაბნი გამოკვეთილნი მაღალს კლდესა შინა მრავალნი. მას შინა ეკლესია კეთილი და კაცთა შეუვალი სიმაგრით. აქიდამ გარდავალს გზა გუჯარეთს რაჭის ხევზედ. აბუხალოს დასავლით გარდავალს გზა გუჯარეთს“ (ქც 4: 345, 2-5).
ეს კლდე სოფელ აბუხალოს დასავლეთ მხარესაა და აბუხალოსწყალი ჩამოუდის. ხალხი ამ ქვაბულს მონასტერს ეძახის. აბუხალოს გამოქვაბული თავდაცვითი ნაგებობა ყოფილა – განსაცდელის ჟამს მოსახლეობა მას თავს აფარებდა. იგი XVII-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება.[4]
2005 წლის 1 მაისიდან სოფელში მოქმედებს აბუხალოს დავით გარეჯელის სახელობის მამათა მონასტერი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 48.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 354.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990 წ., გვ.354.