დასტურლამა
(გადამისამართდა გვერდიდან დასტურლამალი)
დასტურლამა, დასტურლამალი (არაბ.-სპარს. დასთურ ალ-ამალ — ინსტრუქცია, გარიგება, მოქმედების წესი) — სახელმწიფო სამართლის ძეგლის ზოგადი სახელწოდება გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. დასტურლამამ დაიჭირა ძველი ქართული „გარიგების წიგნის“ ადგილი (მაგ., დასტურლამალი მეფის ვახტანგისა). დასტურლამა შედგება ცალკეული,ზოგჯერ სხვადასხვა დროის, გარიგების წიგნებისაგან, რომლებშიც აღწერილია უფლება-მოვალეობანი, სახელმწიფო დაწესებულებათა აგებულება, საქალაქო წყობილების, გადასახადების რაოდენობა-სახეობანი და სხვა საკითხები.
ლიტერატურა
რედაქტირება- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 396.