With the Beatles

(გადამისამართდა გვერდიდან With The Beatles)

With the Beatlesინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის მეორე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში, 1963 წლის 22 ნოემბერს, ლეიბლზე Parlophone. იგი ჩაიწერა Please Please Me-ის გამოცემიდან ოთხი თვის შემდეგ.

With the Beatles
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 22 ნოემბერი 1963
ჩაიწერა 18 ივლისი 1963 – 23 ოქტომბერი 1963
სტუდია ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი
ხანგრძლივობა 32:07
ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
The Beatles — ქრონოლოგია
Please Please Me
(1963)
With the Beatles
(1963)
A Hard Day's Night
(1964)
ალტერნატიული გარეკანი

ავსტრალიური გამოცემა
ალტერნატიული გარეკანი

კანადური გამოცემა
The Beatles-ის ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემების — ქრონოლოგია
Beatlemania! With the Beatles
(1963)
Introducing... The Beatles
(1964)
The Beatles-ის კანადური გამოცემების — ქრონოლოგია
Beatlemania! With the Beatles
(1963)
Twist and Shout
(1964)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic5/5 stars[5]
The A.V. ClubA[6]
Blender4/5 stars[7]
Encyclopedia of Popular Music4/5 stars[8]
MusicHound3/5 stars[9]
Pitchfork Media8.8/10[10]
Paste87/100[11]
Record Collector4/5 stars[12]
Rolling Stone(კეთილგანწყობილი)[13]
The Rolling Stone Album Guide4.5/5 stars[14]

ალბომში შეტანილია რვა ორიგინალური სიმღერა (შვიდი ეკუთვნის ლენონს და მაკ-კარტნის, ხოლო "Don't Bother Me" ჯორჯ ჰარისონის მიერ დაწერილია და წარმოადგენს მის პირველ სოლო კომპოზიციას და პირველს, რომელიც The Beatles-ის ალბომზე გამოვიდა) და ექვს ქავერ-ვერსიას (ძირითადად Motown-ის, როკ-ენ-როლის და რიტმ-ენდ-ბლუზის ჰიტების ვერსიებს).

2003 წელს Rolling Stone-მა With the Beatles დაასახელა ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიის #420 ადგილზე.[15]

ჩაწერის თარიღები

რედაქტირება

განსხვავებით Please Please Me-ისგან (რომლის 14-დან 10 სიმღერა მანამდე სინგლების არ გამოცემულა), ახალი სიმღერები სამი თვის განმავლობაში იწერებოდა, 18 ივლისიდან 23 ოქტომბრამდე. არც ერთი ამ სიმღერებიდან მანამდე ბრიტანეთში სინგლებზე არ გამოსულა. სესიებს შორის, როდესაც ბრიტანეთში უკვე ბიტლომანია მძვინვარებდა, ჯგუფი დაკავებული იყო რადიო, სატელევიზიო და საკონცერტო გამოსვლევბით. სესიებზე ჩაიწერა:

  • 18 ივლისი: „You Really Got a Hold on Me“, „Money (That's What I Want)“, „(There's A) Devil in Her Heart“ და „Till There Was You".[16]
  • 30 ივლისი: „Please Mister Postman“, „It Won't Be Long“, „Money (That's What I Want)“, „Till There Was You“, „Roll Over Beethoven“ და „All My Loving".[16]
  • 11 სექტემბერი: „I Wanna Be Your Man“, „Little Child“, „All I've Got to Do“, „Not a Second Time“ და „Don't Bother Me".[17]
  • 12 სექტემბერი: „Hold Me Tight“ „Don't Bother Me“, „Little Child“ და „I Wanna Be Your Man".[18]
  • 3 ოქტომბერი: „I Wanna Be Your Man“ და „Little Child".[19]
  • 17 ოქტომბერი: „I Want to Hold Your Hand“, „This Boy“ და „You Really Got a Hold on Me". ეს იყო The Beatles-ის პირველი სესია, რომელშიც გამოიყენეს ოთხტრეკიანი ჩამწერი. „I Want to Hold Your Hand“ და „This Boy“ გამოვიდა შემდეგ სინგლზე, რომელიც 29 ნოემბერს გამოსცეს.[20]
  • 23 ოქტომბერი: „I Wanna Be Your Man".[21]

გარდა Revolver-ის, With the Beatles არის The Beatles-ის ერთადერთი ორიგინალური ალბომი, რომლის სამ სიმღერაში ჰარისონი ასრულებს წამყვან ვოკალებს.

გამოცემა

რედაქტირება

With the Beatles ჯგუფის პირველი ალბომი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში გამოვიდა. იგი გამოიცა კანადაში, 25 ნოემბერს, შეცვლილი სახელწოდებით Beatlemania! With the Beatles, გარეკანზე დამატებითი ტექსტით და მხოლოდ მონო ვერსიის სახით, კატალოგის ნომრით T 6051 (კანადური სტერეო გამოცემა მხოლოდ 1968 წელს გამოჩნდა, კატალოგის ნომრით ST 6051). With the Beatles აშშ-ში Capitol-ის მიერ „დაიყო“ ორ ნაწილად: ცხრა სიმღერით Meet the Beatles!-ზე (რვა ორიგინალური კომპოზიცია და "Till There Was You"), ხოლო დარჩენილი ხუთით (ქავერ-ვერსიებით) - The Beatles' Second Album-ზე.

გამოსვლამდე ალბომის წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ ნახევარი მილიონი შეადგინა, ხოლო 1965 წლის სექტემბრისთვის იგი კიდევ ნახევარი მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა, რითაც იქცა მეორე ალბომად, რომელიც ბრიტანეთში მილიონი ასლის სახით იქნა გაყიდული (1958 წლის ფილმის South Pacific საუნდტრეკის შემდეგ).[22] With the Beatles რჩებოდა ჩარტების სათავეში შემდეგი 21 კვირის განმავლობაში, ჩაენაცვლა რა Please Please Me-ს, შესაბამისად The Beatles პირველ პოზიციას სულ 51 კვირის განმავლობაში იკავებდა. სინგლების ჩარტში მან მე-11 პოზიციამდეც მიაღწია (ვინაიდან ბრიტანეთის ყველა დროის ჩარტებში აღირიცხებოდა ყველა გაყიდული ჩანაწერი, განურჩევლად ფორმატისა). ბრიტანეთსა და გერმანიაში ალბომი ჩარტების #1 პოზიციას იკავებდა.

1987 წლის 26 თებერვალს With the Beatles CD-ზე ოფიციალურად გამოიცა (მონო ვერსიის სახით, კატალოგის ნომრით CDP 7 46436 2). ვინაიდან წარსულში იგი აშშ-ში მხოლოდ იმპორტირებული გამოცემის სახით იყო წარმოდგენილი, ამ ქვეყანაში 2009 წლის 9 სექტემბერს გამოიცა სტერეო და მონო ვერსიების სახით.

გარეკანი

რედაქტირება

გარეკანის ფოტოსურათის ავტორია მოდის ფოტოგრაფი რობერტ ფრიმენი. წლების განმავლობაში ეს სურათი იმიტირებული იქნა მრავალი შემსრულებლის მიერ. EMI-ს ავსტრალიურ ფილიალს ორიგინალური ფოტოსურათი არ მიუღია, ამიტომ გამოიყენა ჯგუფის ალტერნატიული სურათები, მსგავსი სტილით, ბნელ ფონზე შავ-თეთრი სახეებით. The Beatles-მა ამის შესახებ არ იცოდა, სანამ მოყვარულებმა მათ ეს გარეკანი უჩვენეს ავსტრალიური ტურნეს დროს. მათ EMI-ს ამცნეს, რომ არ მოსწონდათ ასეთი ჩანაცვლება.[23]

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორები არიან ლენონი/მაკ-კარტნი, გარდა აღნიშნულისა.

ბრიტანული გამოცემა

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი — ლენონი/მაკ-კარტნი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებაწამყვანი ვოკალიხანგრძლივობა
1.„It Won't Be Long“ლენონი2:13
2.„All I've Got to Do“ლენონი2:04
3.„All My Loving“მაკ-კარტნი2:09
4.„Don't Bother Me“ (ჰარისონი)ჰარისონი2:29
5.„Little Child“ლენონი და მაკ-კარტნი1:48
6.„Till There Was You“ (უილსონი)მაკ-კარტნი2:16
7.„Please Mister Postman“ (დობინსი, გერეტი, გორმენი, ჰოლანდი, ბეიტმენი)ლენონი2:36
მხარე 2
#სახელწოდებაწამყვანი ვოკალიხანგრძლივობა
1.„Roll Over Beethoven“ (ჩაკ ბერი)ჰარისონი2:47
2.„Hold Me Tight“მაკ-კარტნი2:32
3.„You Really Got a Hold on Me“ (სმოუკი რობინსონი)ლენონი და ჰარისონი3:02
4.„I Wanna Be Your Man“სტარი1:59
5.„Devil in Her Heart“ (დრეპკინი)ჰარისონი2:27
6.„Not a Second Time“ლენონი2:08
7.„Money“ (ბრედფორდი, გორდი)ლენონი2:47

პერსონალი

რედაქტირება

მარკ ლუისონის თანახმად:[24]

The Beatles
  • ჯორჯ ჰარისონი – წამყვანი, ჰარმონიული და ბეკ-ვოკალი; წამყვანი და აკუსტიკური გიტარები; ტაში; ნეილონის სიმებიანი აკუსტიკური გიტარა „Till There Was You“-ში.
  • ჯონ ლენონი – წამყვანი, ჰარმონიული და ბეკ-ვოკალები, რიტმული და აკუსტიკური გიტარები, ჰარმონიკა და ტაში, ნეილონის სიმებიანი აკუსტიკური გიტარა „Till There Was You“-ში, Hammond-ის ორგანი „I Wanna Be Your Man“-ში და დაირა „Don't Bother Me“-ში.
  • პოლ მაკ-კარტნი – წამყვანი, ჰარმონიული და ბეკ-ვოკალები, ბას-გიტარა და ტაში, ფორტეპიანო სიმღერაში „Little Child“ და კლავე სიმღერაში „Don't Bother Me“
  • რინგო სტარი – დასარტყმელი საკრავები, დაირა, მარაკასი, ტაში, წამყვანი ვოკალი „I Wanna Be Your Man“-ში და არაბული ბონგო სიმღერებში „Till There Was You“ და „Don't Bother Me“.
სხვა პერსონალი
  • რობერტ ფრიპემი – ფოტოსურათი გარეკანზე
  • ჯორჯ მარტინი – არანჟირება, პროდიუსერი, ხმის მიქსი, ფორტეპიანო სიმღერებში „You Really Got a Hold on Me“, „Not a Second Time“ და „Money (That's What I Want)“
  • ნორმან სმითი – ხმის ინჟინერი, ხმის მიქსი

ჩარტები და სერტიფიცირებები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Hase, Stewart; Kenyon, Chris (2013) Self-Determined Learning: Heutagogy in Action. A&C Black, გვ. 119. ISBN 978-1441108913. „With the Beatles…demonstrated the 'uniform traits' of the Mersey Beat style“ 
  2. ო'დელი, დენის; ნივერსონი, ბობ (2002) At the Apple's core: the Beatles from the inside. Peter Owen Limited, გვ. 27. „"the first truly convincing British rock and roll album, With the Beatles"“ 
  3. ჰაულეტი, კევინ; ჰიტლი, მაიკ (2009) With the Beatles (CD historical notes), გვ. 12. 
  4. Courrier, Kevin (2008). Artificial Paradise: The Dark Side of the Beatles' Utopian Dream. ABC-CLIO, გვ. 62. ISBN 978-0313345876. „…the bold R&B of With the Beatles 
  5. With the Beatles AllMusic-ზე
  6. კლოსტერმანი, ჩაკ (8 სექტემბერი 2009). „ჩაკ კლოსტერმანი Repeats The Beatles“. The A.V. Club. ჩიკაგო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-26. ციტირების თარიღი: 26 მაისი 2013.
  7. Blender review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-11. ციტირების თარიღი: 2015-11-12.
  8. ლარკინი, კოლინ (2006). Encyclopedia of Popular Music. Muze, გვ. 487–489. ISBN 978-0-19-531373-4. 
  9. გრაფი, გერი; დურხჰოლცი, დენიელ (რედ.) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide, 2nd, Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 88. ISBN 1-57859-061-2. 
  10. Album Reviews: The Beatles: With the Beatles. Pitchfork (8 სექტემბერი 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-06. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო 2011.
  11. „The Beatles: The Long and Winding Repertiore“. Paste. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 5 იანვარი 2013.
  12. მაკ-კენი, იენ (დეკემბერი 2013). „The Beatles – With the Beatles“. Record Collector. ციტირების თარიღი: 25 მარტი 2015.
  13. The Beatles - With the Beatles. Rolling Stone (7 მაისი 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-07. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო 2011.
  14. The Beatles | Album Guide | Rolling Stone Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-04. ციტირების თარიღი: 2015-11-12.
  15. Rolling Stone 2007.
  16. 16.0 16.1 ლუისონი 1988, p. 117.
  17. ლუისონი 1988, pp. 121–122.
  18. ლუისონი 1988, p. 122.
  19. ლუისონი 1988, p. 123.
  20. ლუისონი 1988, p. 125.
  21. ლუისონი 1988, pp. 125–126.
  22. Wide Screen Movies Magazine. Widescreenmovies.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-06. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო 2011.
  23. ბეიკერი & დილერნია 1985.
  24. ლუისონი 1988.
  25. "Offiziellecharts.de – The Beatles – With the Beatles" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  26. "The Beatles | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  27. „Dutchcharts.nl – The Beatles – With the Beatles“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  28. "The Beatles – With the Beatles" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  29. "The Beatles – With the Beatles" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  30. "The Beatles: With the Beatles" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  31. "The Beatles – With the Beatles". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  32. "The Beatles – With the Beatles". Spanishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  33. "The Beatles – With the Beatles". Swedishcharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  34. "The Beatles – With the Beatles". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 12 ივნისი 2016.
  35. Chart Stats – The Beatles – With the Beatles. chartstats.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-28. ციტირების თარიღი: 2 ივნისი 2011.
  36. Whitburn 2007.
  37. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2009 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  38. Canadian album certifications – The Beatles – With the Beatles. Music Canada.
  39. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (The Beatles; 'With the Beatles') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  40. British album certifications – The Beatles – With the Beatles. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ With the Beatles ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  41. American album certifications – Beatles, The – With the Beatles. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
  42. „Beatles albums finally go platinum“. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. BBC News. 2 სექტემბერი 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-12. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2013.