Please Mr. Postman“ — ჯგუფ The Marvelettes-ის სადებიუტო სინგლი, გამოცემული ლეიბლზე Tamla (Motown). იგი აღსანიშნავია ლეიბლის პირველი სიმღერით, რომელიც ბილბორდის ჩარტში #1 პოზიციაზე მოხვდა. სინგლმა ამ პოზიციამდე 1961 წლის ბოლოს მიაღწია. იგი აგრეთვე მოხვდა #1 პოზიციაზე რიტმ-ენდ-ბლუზის ჩარტში.[1] „Please Mr. Postman“ კვლავ იქცა #1 სინგლად, როდესაც 1975 წელს იგი ჩაწერა ჯგუფმა The Carpenters. ეს ვერსია მოხვდა „ბილბორდის“ პირველ პოზიციაზე.

„Please Mr. Postman“
სინგლი – The Marvelettes
ალბომიდან Please Mr. Postman
გამოსვლის თარიღი 21 აგვისტო, 1961
ფორმატი 7"
ჩაიწერა Hitsville U.S.A. (სტუდია A); აპრილი 1961
ჟანრი როკ-ენ-როლი, სოული, დუ-ვაპი, რიტმ-ენდ-ბლუზი
ხანგრძლივობა 2:31
ლეიბლი Tamla T 54046
სიმღერის ავტორი ჯორჯია დობინსი, უილიამ გერეტი, ფრედი გორმენი, ბრაიან ჰოლენდი, რობერტ ბეიტმენი
პროდიუსერი Brianbert (ბრაიან ჰოლენდი და რობერტ ბეიტმენი)
The Marvelettes – სინგლების ქრონოლოგია

Please Mr. Postman
(1961)
„Twistin' Postman“
(1961)

The Beatles-ის ვერსია რედაქტირება

„Please Mister Postman“
სიმღერაThe Beatles
ალბომიდან With the Beatles
გამოსვლის თარიღი 22 ნოემბერი 1963 (მონო)
30 ნოემბერი 1963 (სტერეო)
ჩაიწერა 30 ივლისი 1963
EMI-ს სტუდიები, ლონდონი
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 2:36
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
With the Beatles სიმღერები

The Beatles-ის ვერსია სრულდებოდა 1962 წლის კონცერტებზე. იგი ჩაწერილი იქნა ალბომისთვის With The Beatles, თუმცა იმ დროისთვის უკვე არ სრულდებოდა სცენაზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. უიტბერნი, ჯოელ (2004). Top R&B/Hip-Hop Singles: 1942-2004. Record Research, გვ. 379.