Motown Records, ასევე Tamla Motown — ხმის ჩამწერი კომპანია დეტროიტიდან, მიჩიგანი ("მოტორ-სიტი"), სადაც ის საყოველთაო საერთაშორისო წარმატებას აღწევს და მნიშვნელოვან როლ ასრულებს პოპულარული მუსიკის ინტეგრაციაში.

დაფუძნდა რა 1959 წლის 12 იანვარს ბერი გორდი უმცროსის მიერ როგორც Tamla Records, მოტაუნი მისი არსებობის განმავლობაში 45 განყოფილებას ფლობს სხვადასხვა ჟანრებში, მათ შორის ყველაზე განთქმული მუსიკალური ჟანრებით არ-ენდ-ბი, პოპი, და სოული. მოტაუნი 1972 წელს დეტროიტს ტოვებს და ლოს-ანჯელესში, კალიფონია, გადადის, და დამოუკიდებელ კომპანიად რჩება 1988 წლამდე. ამ წელს გორდმა კომპანია ემ-სი-ეი-ს მიჰყიდა. ამჟამად შტაბ-ბინით ნიუ-იორკში, მოტაუნ რეკორდსი იუნივერსალ მოტაუნ რეკორდს გრუპის შვილობილი კომანიაა, რომელიც თავის მხრივ იუნივერსალ მიუზიკის შვილობილია.

1960-იან წლებში მოტუანი და მისი სოულ შვილობილები ყველაზე წარმატებული პროპონენტები იყვნენ ე.წ. მოტაუნ საუნდისა — სოულ მუსიკის სტილი გამორჩეული მახასიათებლებით, რომელიც იყენებდა ტამბურინს ბარაბნებით, ბას ინსტრუმეტებს, გამორჩეულ მელოდიურ და აკორდულ სტრუქტურას და გოსპელიდან წარმოშობილ გადაძახების სიმღერის სტილს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Motown&oldid=3307423“-დან