The Beatles (The Original Studio Recordings), აგრეთვე ცნობილი როგორც The Beatles Stereo Box Setინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის ალბომების კრებული, გამოცემული 2009 წლის 9 სექტემბერს. ის გამოვიდა პარალელურად მსგავსი კრებულისა The Beatles in Mono. სტერეო-ჩანაწერები დამზადდა ორიგინალური ფირებიდან, რომლებიც კომპანიის EMI არქივებში ინახებოდა. ამ რემასტერინგს გააჩნია სიმღერების გაუმჯობესებული ჟღერადობა, ხოლო სასაჩუქრო გამოცემები წარმოდგენილია როგორც მთლიანი ყუთის, ასევე ცალკეული ალბომების სახით, მუყაოს კონვერტებში, ანოტაციებით და ფოტოსურათებით.

The Beatles (The Original Studio Recordings)
ბოქს-სეტი
გამოცემის თარიღი 9 სექტემბერი, 2009
ჩაიწერა 1962–1970, EMI-ს, Trident-ის, Olympic-ის, Apple-ის, De Lane Lea-ს, Chappell-ის და Regent Sound-ის სტუდიები, ლონდონი,; Pathé Marconi Studio, პარიზი; EMI Studios, ბომბეი
ჟანრი როკი
ლეიბლი Apple, Parlophone, Capitol
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი, ფილ სპექტორი (Let It Be)
საიმონ გიბსონი, პოლ ჰიკსი, შონ მეჯი, გაი მესი, სემ ოკელი, სტივ რუკი, ალან რაუზი (რემასტერის ინჟინრები)
The Beatles — ქრონოლოგია
Love
(2006)
The Beatles (The Original Studio Recordings)
(2009)
The Beatles in Mono
(2009)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic5/5 stars[1]
The Austin Chronicle4/5 stars[2]
Entertainment WeeklyA[3]
Pitchfork Media10/10[5]
Rolling Stone5/5 stars[4]

ინფორმაცია

რედაქტირება

16 დისკიანი კრებული მოიცავს The Beatles-ის ძირითადი კატალოგის სტერეო რემასტერინგებს. პირველი ოთხი ალბომი პირველად გამოიცა სტერეო-ჩანაწერების სახით (მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კრებულში ამ ალბომებში შეტანილი სიმღერები უკვე წარმოდგენილი იყო სტერეოში). Help! და Rubber Soul წარმოდგენილია ისეთი სახით, როგორც ორიგინალური აშშ ფირფიტები. Magical Mystery Tour-ის გაფორმება იდენტურია ორიგინალური ბრიტანული გამოცემისა. Yellow Submarine ორიგინალური 1969 წლის გამოცემის სახეს ატარებს. ძირითადად, ყველა ალბომის მთავარი გარეკანი ისეთია, როგორც ორიგინალურ ფირფიტებზე. ყოველ დისკს თან ახლავს მინი-დოკუმენტური ფილმები Quicktime ფორმატში. ალბომები The Beatles და Past Masters ორმაგი დისკების სახით იქნა გამოცემული.

დაკარგული სტერეო-მიქსები

რედაქტირება

1963 წლის სინგლის She Loves You ან სინგლის Love Me Do სტერეო ვერსიების მოძიება შეუძლებელი იყო. ები-როუდის სტუდიებიში 1963 წლამდე ორიგინალური ფირები იშლებოდა ან კიდევ ერთხელ გამოიყენებოდა სხვა ჩანაწერისათვის მას შემდეგ, რაც საბოლოო ჩანაწერი გადატანილი იქნებოდა მონო ვერსიაში. ამ მიზეზით ნამდვილი სტერეო-მიქსები იკარგებოდა. სინგლის She Loves You გამოცემისათვის ეს ტრადიცია შეწყდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს ვერსია, თითქოს ზოგიერთი ფირი მაინც განადგურდა. ამიტომ ამ სინგლების (და მათი b-გვერდების) ვერსიები ამ კრებულში ან მონო ან ხელოვნურ სტერეო ვერსიებშია წარმოდგენილი. არსებობს ვერსიაც, თითქოს Love Me Do-ს ორიგინალური ვერსია გაანადგურეს გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით - ვინაიდან სტერეო და მონო ვერსიები მკვეთრად განსხვავდებოდა. 1980 წლიდან ამ სიმღერის კრებულებში შეტანისას გამოიყენება კოლექციონერებისგან შესყიდული სინგლების ასლები.

სტერეო-დისკებზე მონო-ჩანაწერების სახით გამოყენებულია კიდევ ორი სიმღერა - Only a Northern Song და You Know My Name (Look Up the Number). ამ სიმღერებიდან არც ერთი არ იქნა გადატანილი სტერეო-ჟღერადობაში The Beatles-ის სტუდიაში მუშაობისას. მიუხედავად ამისა, იმავე პერიოდის სიმღერები Strawberry Fields Forever, Penny Lane და Baby, You're a Rich Man 1971 წელს იქნა გადატანილი სტერეო-ჟღერადობაში. Yes It Is ასევე სტერეო-მიქსია, რომელიც 1986 წელს იქნა აღდგენილი. Day Tripper 2000 წლის ვერსიაა, რომელიც შეიტანეს ალბომში 1. Only a Northern Song გარდა ყველაფრისა, გამოჩნდა 5.1 ჩანაწერის სახით - 1999 წლის დისკზე Yellow Submarine Songtrack. 1996 წელს You Know My Name (Look Up the Number) კრებულში Anthology 2 განსხვავებული სახით იქნა შეტანილი. ეს არის ერთადერთი სიმღერა The Beatles-ის კატალოგიდან, რომელიც არასოდეს გამოსულა სტერეო-ჩანაწერის სახით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალფირიანი ვერსია.

ალბომები და სიმღერები

რედაქტირება

შემდგომი გამოცემები

რედაქტირება

1973 წლის კრებულები 1962–1966 და 1967–1970 რემასტერინგების სახით გამოიცა იმავე გუნდის მიერ, რომელმაც სტერეო და მონო კრებულებზე იმუშავა.[6] 1 და Yellow Submarine Songtrack ასევე იქნა ხელახლა გამოცემული.

შემდგომში იმავე გუნდმა იმუშავა ჯონ ლენონისა და პოლ მაკ-კარტნის, ასევე Apple Records-ზე გამოცემული სხვა ალბომების რემასტერინგებზე.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

The Beatles-ის მუსიკის სხვა კომპილაციები:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Beatles: Stereo Box Set AllMusic-ზე
  2. Hernandez, Raoul. (2 October 2009) Review: The Beatles, The Beatles in Mono. The Austin Chronicle. ციტირების თარიღი: 19 November 2014.
  3. Vozick-Levinson, Simon. (9 September 2009) The Beatles Stereo Box Set. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 19 November 2014.
  4. DeCurtis, Anthony. (8 September 2009) The Beatles The Beatles: Stereo Box Set Album Review. Rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 19 November 2014.
  5. Richardson, Mark. (7 September 2009) The Beatles: Stereo Box / In Mono. Pitchfork Media. ციტირების თარიღი: 22 August 2011.
  6. The Beatles’ Classic 1973 ‘Red’ and ‘Blue’ Collections Remastered by Apple Corps Ltd. and EMI Music for Worldwide Release in October. emimusic.com (10 August 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 16 August 2010.