Seconds Out
Seconds Out — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მეორე საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1977 წლის 21 ოქტომბერს. ამ ალბომში შეტანილი ჩანაწერები მომზადდა 1976 და 1977 წლებში, ტურნეების A Trick of the Tail და Wind & Wuthering მსვლელობისას.
Seconds Out | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
საკონცერტო ალბომი - ჯენესისი | ||||
გამოცემის თარიღი | 21 ოქტომბერი, 1977 | |||
ჩაიწერა | პარიზი, სპორტული დარბაზი, 11–14 ივნისი 1977 (გამონაკლისი - The Cinema Show: ჩაწერილია 1976 წლის ტურნეზე) | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 1:35:31 | |||
ლეიბლი |
Charisma/Virgin (ბრიტანეთი) Atlantic (აშშ) | |||
პროდიუსერი | ჯენესისი | |||
ჯენესისი – ქრონოლოგია | ||||
|
პროფესიონალური შეფასებები | |
---|---|
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Rolling Stone | (შეფასების გარეშე)[2] |
ისტორია რედაქტირება
კონცერტებზე ჯგუფთან ერთად უკრავდა ჩესტერ თომპსონი (დასარტყმელი საკრავები), Weather Report-ის მუსიკოსი. „The Cinema Show“-ში დასარტყმელ საკრავებზე უკრავს ბილ ბრუფორდი, Yes-ის და კინგ კრიმსონის წევრი. ალბომის ანოტაციაში მითითებული, თუ რომელ სიმღერაში რომელი მუსიკოსი უკრავს დასარტყმელ საკრავებზე.
Seconds Out ასახავს ჯენესისის იმ პერიოდს, როდესაც უკვე სრულდებოდა ექსპერიმენტები პროგრესულ როკთან. აგრეთვე, აქ შეტანილია პიტერ გებრიელის პერიოდის სიმღერები, რომლებიც მოგვიანებით ჯენესისმა ოდნავ გადაამუშავა.
Genesis Archive 1967-75-ის გამოცემამდე (1998), Seconds Out იყო ერთადერთი დისკი, სადაც შეიძლებოდა „Supper's Ready“-ს მოსმენა (1998 წლის კრებულში შეტანილია მისი ჩანაწერი გებრიელის მონაწილეობით).
სიმღერების სია რედაქტირება
ყველა სიმღერის ავტორები: ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი, პიტერ გებრიელი, გარდა აღნიშნულისა
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Squonk“ (ბენქსი/რეზერფორდი) | 6:39 |
2. | „The Carpet Crawl“ | 5:27 |
3. | „Robbery, Assault and Battery“ (ბენქსი/კოლინზი) | 6:02 |
4. | „Afterglow“ (ბენქსი) | 4:29 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Firth of Fifth“ | 8:56 |
2. | „I Know What I Like (In Your Wardrobe)“ | 8:45 |
3. | „The Lamb Lies Down on Broadway“ | 4:59 |
4. | „The Musical Box“ (ფინალური განყოფილება) | 3:18 |
მხარე 3 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Supper's Ready
| 24:33 |
მხარე 4 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „The Cinema Show“ (Pavillon de Paris, 23 ივნისი, 1976) | 10:58 |
2. | „Dance on a Volcano“ (ბენქსი/კოლინზი/ჰეკეტი/რეზერფორდი) | 5:09 |
3. | „Los Endos“ (ბენქსი/კოლინზი/ჰეკეტი/რეზერფორდი) | 6:20 |
პერსონალი რედაქტირება
- ფილ კოლინზი - პერკუსია, დასარტყმელი საკრავები, ვოკალი
- ტონი ბენქსი - კლავიშებიანი საკრავები, ვოკალი, დამატებითი ვოკალი
- მაიკ რეზერფორდი - ბას გიტარა, გიტარა, დამატებითი ვოკალი
- სტივ ჰეკეტი - გიტარა
დამატებითი მუსიკოსები
- ბილ ბრუფორდი - დასარტყმელი საკრავები
- ჩესტერ თომპსონი - პერკუსია, დასარტყმელი საკრავები
შენიშვნები რედაქტირება
„Firth of Fifth“ სრულდება ორიგინალური შესავალის გარეშე, რომელშიც ფორტეპიანო ჟღერს. მსგავსი ჩანაწერი შეტანილია კრებულში Genesis Archive 1967-75.
ამ ალბომში შეტანილი „I Know What I Like“ შეიცავს ხანგრძლივ ინსტრუმენტულ იმპროვიზაციას. მასში აგრეთვე გამოყენებულია სიმღერების „Stagnation“, „Visions Of Angels“ და „Blood On The Rooftops“ მოტივები.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ William Ruhlmann, Bruce Eder &. (2011 [უკანასკნელი განახლება])Seconds Out – Genesis | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2011.
- ↑ Milward, Johm. (2011 [უკანასკნელი განახლება])Genesis: Seconds Out : Music Reviews : Rolling Stone. web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-02. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2011.