I Know What I Like (In Your Wardrobe)ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სიმღერა და სინგლი ალბომიდან Selling England by the Pound. სინგლის მეორე მხარეს ჩაწერილი იყო Twilight Alehouse, სიმღერა, რომელიც არ არის შეტანილი ჯგუფის არც ერთ სტუდიურ ალბომში.

„I Know What I Like (In Your Wardrobe)“
სინგლიჯენესისი
ალბომიდან Selling England by the Pound
გამოსვლის თარიღი 3 აგვისტო, 1973
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4:07
ხმისჩამწერი ლეიბლი Charisma Records
პროდიუსერი ჯონ ბერნსი, ჯენესისი
ჯენესისი — სინგლების ქრონოლოგია
„Watcher of the Skies" / "Willow Farm“
(1972)
I Know What I Like (In Your Wardrobe)
(1973)
„Counting Out Time“
(1974)

I Know What I Like უფრო მეტად პოპ-სიმღერაა, ვიდრე ჯგუფის სტილისათვის დამახასიათებელი პროგრესული როკის ელემენტების მატარებელი ნომერი. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში, სანამ არ გამოვიდა სინგლი Follow You Follow Me, იყო ჯენესისის ერთადერთი წარმატებული სინგლი.

1993 წელს ჯგუფ მარილიონი-ს ყოფილმა მუსიკოსმა, ფიშმა თავის ალბომზე Songs from the Mirror შეასრულა ამ სიმღერის საკუთარი ვერსია.

სიმღერა ბრიტანეთში სინგლის სახით გამოიცა და ჩარტის 21-ე პოზიციაზე მოხვდა.[1]

სიმღერების სია

რედაქტირება
  1. I Know What Your Like (In Your Wardrobe) - 4:07
  2. Carpet Crawl - 5:54
  1. Genesis UK chart history, The Official Charts Company. Retrieved May 18, 2012.