Selling England by the Pound (ქართ. ერთ გირვანქად იყიდება ინგლისი) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1973 წლის 12 ნოემბერს.

Selling England by the Pound
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 28 სექტემბერი, 1973
ჩაიწერა აგვისტო, 1973
სტუდია Island, ლონდონი
ჟანრი პროგრესული როკი[1]
ხანგრძლივობა 53:21
ლეიბლი
პროდიუსერი
ჯენესისი — ქრონოლოგია
Genesis Live
(1973)
Selling England by the Pound
(1973)
The Lamb Lies Down on Broadway
(1974)
სინგლები ალბომიდან Selling England by the Pound
  1. „I Know What I Like (In Your Wardrobe)“
    გამოცემის თარიღი: თებერვალი 1974
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic5/5 stars[2]
BBC Music(ძალიან დადებითი)[3]
გიორგი სტაროსტინი(14/15)[4]
The Daily Vault(A)[5]
Rolling Stone(შეფასების გარეშე)[6]
რობერტ კრისტგოუ(B)[7]

დისკი ჩაიწერა ალბომის Foxtrot შემდეგ და იყო ჯგუფის პიტერ გებრიელთან ერთად ჩაწერილ ალბომებს შორის კომერციულად წარმატებული ნამუშევარი. ბრიტანეთში იგი რეიტინგის #3 ადგილზე აღმოჩნდა.[8]

ჯგუფი თვლიდა, რომ ეს იყო წარმატებული და წარუმატებელი ნომრების ალბომი. თუმცა, აქ შესულია რამდენიმე სიმღერა, რომელიც ასევე შედიოდა ჯგუფის საკონცერტო პროგრამაში. ტონი ბენქსმა აქ პირველად გამოიყენა ელექტრონული სინთეზატორი, რაც იქცა ჯგუფის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის „Firth of Fifth“ ელემენტად (მასში ასევე არის სოლო ფორტეპიანოზე, რომელიც არ სრულდებოდა ცოცხალი გამოსვლებისას).

ბალადაში „More Fool Me“ ფილ კოლინზი წამყვან ვოკალს ასრულებს.

გრძელ პიესაში „The Battle Of Epping Forest“ პიტერ გებრიელის თქმით, საუბარია ლონდონის განგსტერების შორის გამართულ ომებზე - იგი ეფუძნება რეალურ ამბავს, რომელიც გაზეთ Times-ში გამოაქვეყნეს. პიტერს გაახსენდა მისი არსებობა, მაგრამ ვერ მოიძია იგი გაზეთში, ასე რომ უბრალოდ შეცვალა ისტორია და თავისი ინტერპრეტაცია მოიგონა, განგსტერების ორ ჯგუფსა და მათ გარჩევებზე ლონდონის ისტ ენდში.

დისკის 1994 წლის ახალ გამოცემაში შეტანილია ალბომის ტექსტები და მითითებულია ავტორები.

დისკის SACD ვერსია, დამატებით ვიდეო-მასალასთან ერთად გამოიცა 2008 წლის 11 ნოემბერს, კრებულთან Genesis 1970–1975 ერთად.

ალბომის გარეკანზე გამოტანილია ბეტი სუონვიკის ნამუშევარი „სიზმარი“. ორიგინალურ ნახატზე მოლის მთიბავი მანქანა გამოსახული არ იყო. ჯგუფის თხოვნით სუონვიკმა თავად დაამატა იგი - მოლზე მწოლიარე მამაკაცი ნახსენებია სიმღერაში „I Know What I Like“.

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი — ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, პიტერ გებრიელი, სტივ ჰეკეტი და მაიკ რეზერფორდი.

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Dancing with the Moonlit Knight“8:04
2.„I Know What I Like (In Your Wardrobe)“4:07
3.„Firth of Fifth“9:35
4.„More Fool Me“3:10
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Battle of Epping Forest“11:49
2.„After the Ordeal“4:13
3.„The Cinema Show“11:06
4.„Aisle of Plenty“1:32

წარმატება

რედაქტირება

ალბომი

წელი რეიტინგი პოზიცია
1973 ბრიტანული ალბომები 3
1974 ბილბორდის ალბომები 70

ალბომის შემდგომი ტურნეს მსვლელობისას სრულდებოდა შემდეგი სიმღერები:

  1. Watcher Of The Skies (რამდენიმე კონცერტის გამოტოვებით)
  2. Dancing with the Moonlight Knight
  3. Firth of Fifth
  4. I Know What I Like
  5. Musical Box
  6. Horizons (ყოველთვის არ სრულდებოდა)
  7. More Fool Me (ყოველთვის არ სრულდებოდა)
  8. Harrold the Barrel (მხოლოდ 1974 წლის ევროპულ ტურნეზე)
  9. The Battle Of Epping Forest
  10. Supper's Ready
  11. The Knife (ყოველთვის არ სრულდებოდა)
ჩარტი უმაღლესი
პოზიცია
იტალია 4[9]
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[10] 3
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[11] 70

სერტიფიცირებები

რედაქტირება
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
კანადა (Music Canada)[12] პლატინა 100 000^
საფრანგეთი (SNEP)[13] ოქრო 100 000*
გაერთიანებული სამეფო (BPI)[14] ოქრო 100 000^
აშშ (RIAA)[15] ოქრო 500 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Genesis – Selling England by the Pound (album review 5) | Sputnikmusic. ციტირების თარიღი: 1 იანვარი, 2014
  2. ერლეუაინი, Stephen T.. (2011 [უკანასკნელი განახლება])Selling England by the Pound – Genesis | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2011.
  3. ჯოუნსი, C.. (2011 [უკანასკნელი განახლება])BBC – Music – Review of Genesis – Selling England By The Pound. BBC. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2011.
  4. Starostin, G.. (2006 [უკანასკნელი განახლება])Genesis. starling.rinet.ru. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2011.
  5. Hill, H.. (2011 [უკანასკნელი განახლება])The Daily Vault Music Reviews : Selling England By The Pound. dailyvault.com. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2011.
  6. Gambacinni, P.. (2011 [უკანასკნელი განახლება])Genesis: Selling England By The Pound : Music Reviews : Rolling Stone. web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-18. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2011.
  7. {Christgau, R.. (2011 [უკანასკნელი განახლება])Robert Christgau: CG: Genesis. robertchristgau.com. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2011.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-29. ციტირების თარიღი: 2012-07-29.
  9. http://www.hitparadeitalia.it/hp_yenda/lpe1974.htm
  10. "Genesis | შემსრულებელი | ოფიციალური ჩარტების კომპანია". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია.
  11. „Genesis ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard.
  12. Canadian album certifications – Genesis. Music Canada.
  13. French album certifications – Genesis ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  14. British album certifications – Genesis. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Genesis ველში Search. შეიყვანეთ Artist ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  15. American album certifications – Genesis. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH