Genesis Live
Genesis Live — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის პირველი საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1973 წლის 27 ივნისს.
Genesis Live | ||||
---|---|---|---|---|
საკონცერტო ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 27 ივლისი, 1973 | |||
ჩაიწერა | 24 – 25 თებერვალი 1973 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 46:44 | |||
ლეიბლი |
Charisma/Virgin (ბრიტანეთი) Atlantic (აშშ) | |||
პროდიუსერი | ჯონ ბერნსი; ჯენესისი | |||
ჯენესისი — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Rolling Stone | (კეთილგანწყობილი)[2] |
The Rolling Stone Album Guide | [3] |
ალბომი
რედაქტირებაალბომში შეტანილია დისკის Foxtrot შემდეგ ჩატარებული ტურის ჩანაწერები. ეს არის ჯენესისის პირველი ოფიციალური საკონცერტო ჩანაწერი.
სინამდვილეში, მუსიკოსებს ჯერ არ სურდათ ასეთი დისკის გამოშვება, მაგრამ გადაწყვეტილება მათმა ლეიბლმა, Charisma Records მიიღო. შემდეგი 25 წლის განმავლობაში Genesis Live რჩებოდა ერთადერთ ოფიციალურ საკონცერტო დისკად, რომელშიც შეტანილი იყო გებრიელის ლიდერობის პერიოდის ჩანაწერები.
სიმღერები ჩაწერილი იქნა დე მონტფორტის დარბაზში (ლესტერი), 1973 წლის 25 თებერვალს (მხოლოდ „Return of the Giant Hogweed“ ჩაიწერეს მანჩესტერში, წინა საღამოს).[4]
ალბომის გამოსვლამდე რადიოსადგურებს დაურიგდა მისი ადრეული ასლები, რომლებშიც შეტანილი იყო „Supper's Ready“. თუმცა, საბოლოო გამოცემაში იგი არ ჟღერს, მიუხედავად იმისა, რომ ნახსენები იყო გარეკანზე.
ამ ტურნეზე შესრულებული „Supper's Ready“ წლების განმავლობაში ოფიციალურად არ გამოცემულა, თუმცა იგი მაინც შეიტანეს 1998 წლის 4 დისკიან კრებულში Genesis Archive 1967–75. თუმცა, ეს არ არის ნამდვილი ჩანაწერი - ფირის ხარისხის გამო, გებრიელმა ახლებურად ჩაწერა ვოკალური პარტიები.
დისკი მიუძღვნეს რიჩარდ მაკფეილს, რომელმაც ჯგუფის მენეჯმენტში მუშაობდა და ჩამოშორდა ამ საქმეს 1973 წლის აპრილში.
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორები - ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, პიტერ გებრიელი, სტივ ჰეკეტი და მაიკ რეზერფორდი, გარდა „The Knife“-ის (ბენქსი, გებრიელი, ენტონი ფილიპსი და რეზერფორდი).
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Watcher of the Skies“ | 8:34 |
2. | „Get 'Em Out by Friday“ | 9:14 |
3. | „The Return of the Giant Hogweed“ | 8:14 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „The Musical Box“ | 10:56 |
2. | „The Knife“ | 9:47 |
გამოცემები
რედაქტირებაალბომის Genesis Live (Charisma Records) აშშ-ში დისტრიბუტორი იყო Buddah Records.
- აშშ გრამფირფიტის გამოცემები
- Charisma CAS-1666 (1973): პირველი გამოცემა შეშლილი მექუდის ლოგოთი.
- Charisma CAS-1666 (1973): მეორე გამოცემა ვარდისფერი გრაგნილის ლოგოთი.
- Charisma CAS-1666 (1974): მესამე გამოცემა შეშლილი მექუდის ლოგოთი.
- Atlantic 81855-1 (1982): განახლებული გამოცემა.
- აშშ CD გამოცემები
პერსონალი
რედაქტირება- პიტერ გებრიელი – ვოკალი, ფლეიტა, ბას დასარტყამი, დაირა
- სტივ ჰეკეტი –წამყვანი გიტარა
- ტონი ბენქსი – ორგანი, მელოტრონი, 12 სიმიანი გიტარა, ვოკალი
- მაიკ რეზერფორდი – ბას გიტარა, ბას პედლები, 12 სიმიანი გიტარა, ვოკალი
- ფილ კოლინზი – დასარტყმელი საკრავები, ვოკალი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Eder, Bruce. Live – Genesis | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 8 June 2012.
- ↑ Fletcher, Gordon (1 August 1974). Rolling Stone review
- ↑ (2004) The new Rolling Stone album guide. New York: Simon & Schuster, გვ. 327. ISBN 978-0-7432-0169-8.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-04. ციტირების თარიღი: 2007-12-21.