Songs from the Mirror (1993) — მუსიკოს და ვოკალისტ ფიშის მესამე სოლო-ალბომი. მასში შეტანილია ფიშის საყვარელი სიმღერების საკუთარი ვერსიები. მეორე მხრივ, ეს არ არის უბრალოდ საყვარელი სიმღერების კომპილაციური ალბომი, დისკი კარგად გვიჩვენებს, თუ რომელმა მუსიკოსებმა იქონიეს უდიდესი გავლენა ფიშზე. მათ შორის არიან პინკ ფლოიდი, ჯენესისი, დევიდ ბოუი, მუდი ბლუზი და სხვები. ალბომის სათაური გადმოსცემს მოგონებებს იმ პერიოდზე, როდესაც ფიში ცდილობდა თავისი მუსიკალური კერპები განესახიერებინა სარკის წინ. თავდაპირველად ასეთი ალბომის ჩაწერა ფიშს ჯერ კიდევ Marillion-ში ყოფნის დროს სურდა, მაგრამ ჯგუფმა უარი თქვა ამ იდეაზე.

Songs from the Mirror
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 20 იანვარი, 1993
ჟანრი პროგრესული როკი
ლეიბლი Polydor
პროდიუსერი ჯეიმზ კესიდი
ფიში — ქრონოლოგია
Internal Exile
(1991)
Songs from the Mirror
(1993)
Suits
(1994)
სინგლები ალბომიდან Songs From The Mirror
  1. „Never Mind The Bullocks (Hold Your Head Up)“
    გამოცემის თარიღი: 12 დეკემბერი 1992
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars[1]

თავდაპირველად ლეიბლმა Polydor არ მოიწონა გარეკანის იდეა, მაგრამ იძულებული გახდა, დათანხმებოდა მუსიკოსს, რადგან მან კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა. თუმცა, 2008 წლისათვის Songs from the Mirror ჯერ კიდევ იყო ფიშის უკანასკნელი ალბომი, გამოცემული ასეთ მსხვილ ლეიბლზე.

ტურნე რედაქტირება

საკონცერტო ტურნე, რომელიც ალბომის გამოცემას მოჰყვა, უფრო ხანგრძლივი გამოდგა, ვიდრე წინა ტურნე, ჩატარებული ალბომის Internal Exile მხარდასაჭერად. საკონცერტო გამოსვლები ჩაიწერა დისკისათვის Sushi (1994).

სხვა გამოცემები რედაქტირება

1998 წელს ფიშმა კონტრაქტი დადო ლეიბლთან Roadrunner Records. Songs from the Mirror გამოიცა ამ ლეიბლზე განახლებული სახით. „Jeepster“ ამოღებული იქნა სიიდან და ალბომს დაემატა „The Seeker“ (The Who) და „Time and A Word“ Yes.

სიმღერების სია რედაქტირება

  1. Question – 06:41 (The Moody Blues, ალბომი A Question of Balance, 1970)
  2. Boston Tea Party – 04:22 (Sensational Alex Harvey Band, ალბომი SAHB Stories, 1976)
  3. Fearless – 06:15 (პინკ ფლოიდი, ალბომი Meddle, 1971)
  4. Apeman – 05:57 (The Kinks, ალბომი Lola versus Powerman and the Moneygoround, Part One, 1970)
  5. Hold Your Head Up – 03:47 (Argent, ალბომი All Together Now, 1972)
  6. Solo – 04:46 (სენდი დენი, ალბომი Like an Old Fashioned Waltz, 1974)
  7. I Know What I Like (In Your Wardrobe) – 04:17 (ჯენესისი, ალბომი Selling England by the Pound, 1973)
  8. Jeepster – 04:10 (T-Rex, ალბომი Electric Warrior, 1971) არ იქნა შეტანილი მეორე გამოცემაში
  9. Five Years – 05:19 (დეივიდ ბოუი, ალბომი The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars, 1972)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Mawer, Sharon. (2011 [უკანასკნელი განახლება])Songs from the Mirror - Fish | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2011.