A Trick of the Tail
A Trick of the Tail — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მეშვიდე სტუდიური ალბომი და რიგით პირველი ლიდერ და ვოკალისტ პიტერ გებრიელის მონაწილეობის გარეშე, რომელიც გამოვიდა 1976 წლის 20 თებერვალს.
A Trick of the Tail | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 20 თებერვალი, 1976 | |||
ჩაიწერა | ოქტომბერი - ნოემბერი, 1975, სტუდია Trident | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 51:11 | |||
ლეიბლი |
Charisma/Virgin (ბრიტანეთი) Atco (აშშ) | |||
პროდიუსერი | დეივიდ ჰენჩელი; ჯენესისი | |||
ჯენესისი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან A Trick of the Tail | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [2] |
Q | [3] |
Uncut | [4] |
Rolling Stone | (შეფასების გარეშე)[5] |
გებრიელის შემდგომი ჯენესისი
რედაქტირებაგებრიელის წასვლის შემდეგ, ჯგუფში დარჩნენ მაიკ რეზერფორდი, სტივ ჰეკეტი, ფილ კოლინზი და ტონი ბენქსი. თავდაპირველად კოლინზს არ სურდა გებრიელის ადგილის დაკავება და ჯგუფმა დაიწყო ახალი ვოკალისტის ძიება. 400 ვოკალისტის მოსმენის შემდეგ კოლექტივმა ისევ კოლინზის კანდიდატურას დაუბრუნდა, ვინაიდან მისი ხმა პრაქტიკულად გებრიელის იდენტური იყო. პირველი სიმღერა, რომელიც დისკისთვის დაიწერა, იყო „Squonk“ - და სწორედ მისი მცირე წამღერებისას კოლინზი მიხვდა, რომ ჯერჯერობით, მისი ვოკალიც საკმარისი იქნება.
ჩაწერა
რედაქტირებაალბომი ჩაიწერა ცნობილ სტუდიაში Trident, 1975 წლის ოქტომბერ - ნოემბერში. ეს აგრეთვე იყო პირველი ალბომი, რომელიც ჯგუფმა დეივიდ ჰენჩელის პროდიუსერობით ჩაწერა. მათ ჰენჩელთან კიდევ 4 წლის განმავლობაში იმუშავეს.
მუსიკალური ვიდეოები
რედაქტირებაჯგუფმა გადაიღო ალბომის 3 სიმღერების მუსიკალური პრომო-რგოლები. პირველი იყო ალბომის სასათაურო სიმღერა, რომელშიც ჯგუფი უკრავს ფორტეპიანოსთან, კოლინზის მცირე ზომის ფიგურა კი დახტის მის კორპუსზე.
მეორე ვიდეო გადაიღეს სიმღერისთვის „Ripples“ - იგი დაფუძნებულია ჯგუფის სტუდიურ ვიდეოჩანაწერზე.
მესამე ვიდეო რგოლში, „Robbery, Assault and Battery“, გადმოცემულია იგივე ისტორია, რომელზეც საუბარი ამავე სახელწოდების სიმღერაში - კოლინზი ბანკის მძარცველს თამაშობს, რომელიც ჰკლავს მოხუც ადამიანს (მისი როლი მაიკ რეზერფორდმა ითამაშა) და ხელში ჩაუვარდება პოლიციელებს (ბენქსი, ჰეკეტი, რეზერფორდი).
წარმატება
რედაქტირებაA Trick of the Tail-მა მიაღწია #3 ადგილამდე ბრიტანულ და #31 ადგილამდე აშშ რეიტინგებში. აშშ-ში ალბომმა 1990 წლის მარტში ოქროს სტატუსი მოიპოვა. ტონი ბენქსის კომენტარის მიხედვით (რომელიც შეტანილია ალბომის Platinum Collection ბუკლეტში), ალბომის გაყიდვებმა წინა დისკების გაყიდვის რეკორდები მოხსნეს. ფინანსურად ეს ჯგუფისთვის მომგებიანი იყო, რადგაც გებრიელის წასვლის შემდეგ, მას 400,000 აშშ დოლარის ოდენობის ვალი ჰქონდა.
სიმღერების სია
რედაქტირებამხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | მუსიკა | ხანგრძლივობა |
1. | „Dance On A Volcano“ | ტონი ბენქსი/ფილ კოლინზი/სტივ ჰეკეტი/მაიკ რეზერფორდი | 5:54 |
2. | „Entangled“ | ტონი ბენქსი/სტივ ჰეკეტი | 6:27 |
3. | „Squonk“ | ტონი ბენქსი/მაიკ რეზერფორდი | 6:27 |
4. | „Mad Man Moon“ | ტონი ბენქსი | 7:34 |
მხარე 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | მუსიკა | ხანგრძლივობა |
1. | „Robbery, Assault And Battery“ | ტონი ბენქსი/ფილ კოლინზი | 6:16 |
2. | „Ripples“ | ტონი ბენქსი/მაიკ რეზერფორდი | 8:04 |
3. | „A Trick Of The Tail“ | ტონი ბენქსი | 4:35 |
4. | „Los Endos“ | ტონი ბენქსი/ფილ კოლინზი/სტივ ჰეკეტი/მაიკ რეზერფორდი | 5:47 |
შენიშვნა: Los Endos არის ალბომის ერთგვარი ეპილოგი, სადაც:
- შესავალი აღებულია სიმღერიდან It's Yourself, ალბომის A Trick of the Tail პერიოდის კომპოზიციიდან, რომელიც გამოიცა სინგლის Your Own Special Way მეორე მხარეს.
- მიჰყვება კომპოზიციების Dance on a Volcano და Squonk რეპრიზა
- ფინალის დროს კოლინზი ხუმრობით მღერის There's an angel standing in the sun/Free to get back home - ეს არის სტრიქონი კომპოზიციიდან Supper's Ready.
სინგლების B გვერდები
რედაქტირება- It's Yourself (კოლინზი/ჰეკეტი/რეზერფორდი/ბენქსი) - 6:16
- შეტანილია სინგლში Your Own Special Way (1977)
ყდა
რედაქტირებაალბომის ყდა ერთ-ერთი საუკეთესოა ჯენესისის ალბომების ყდებიდან. მის წინა და შიდა მხარეს გამოსახულია ალბომის სიმღერების პერსონაჟები.
2007 წლის SACD/CD/DVD გამოცემა
რედაქტირება2007 წელს ალბომი გამოიცა ახალი ჟღერადობით, სერიაში Genesis 1976-1982. იგი წარმოდგენილია სტანდარტული აუდიო დისკის, SACD (სუპერ აუდიო დისკი) და DVD დისკის (ვიდეომასალა) სახით.
პერსონალი
რედაქტირება- ფილ კოლინზი – ვოკალი, დამატებითი ვოკალი, პერკუსია, დასარტყმელი საკრავები,
- სტივ ჰეკეტი – ელექტრო გიტარა, 12 სიმიანი გიტარა
- ტონი ბენქსი – ორგანი, სინთეზატორი, ფორტეპიანო, ვოკალი, დამატებითი ვოკალი, 12 სიმიანი გიტარა, მელოტრონი
- მაიკ რეზერფორდი – ბას-გიტარა, 12 სიმიანი გიტარა, ბას პედალი, ვოკალი, დამატებითი ვოკალი,
ტურნე
რედაქტირებაჯგუფის 1976 წელს გამართული ტურნე იყო პირველი, რომელზეც ფილ კოლინზი წარდგა როგორც წამყვანი ვოკალისტი. იმისათვის, რათა მას ჰქონოდა ვოკალზე ყურადღების გადატანის საშუალება, დამატებითი დრამერის სახით ბილ ბრუფორდი მოიწვიეს. ტურნეს დიდი წარმატება ჰქონდა. მისი ერთ-ერთი კონცერტი გადაღებულია და გამოსულია ფილმის Genesis: In Concert სახით. ეს ფილმი გამოსულია ალბომის A Trick of the Tail 2007 წლის გამოცემასთან ერთად.
სეტლისტი
რედაქტირება- Dance on a Volcano
- Lamb Stew Medley – The Lamb Lies Down on Broadway/Fly on a Windshield/The Carpet Crawlers
- The Cinema Show
- Robbery, Assault and Battery
- White Mountain
- Firth of Fifth
- Entangled
- Squonk
- Supper's Ready
- I Know What I Like (In Your Wardrobe)
- Los Endos
- ბისზე
- It/Watcher of the Skies
სერტიფიცირებები
რედაქტირებაორგანიზაცია | სტატუსი | თარიღი |
---|---|---|
BPI – ბრიტანეთი | ოქრო[6] | 1 ივნისი 1976 |
RIAA – აშშ | ოქრო[7] | 20 აპრილი 1990 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Strong, Martin Charles (1995) The Great Rock Discography, გვ. 322. ISBN 9780862415419.
- ↑ ერლეუაინი, სტივენ თომას. (2011 [last update])A Trick of the Tail – Genesis | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2011.
- ↑ Andy Fyfe Q, მაისი 2007, Issue 250.
- ↑ Mick Houghton Uncut, მაისი 2007, Issue 120.
- ↑ Nicholson, Kris. (20 მაისი 1976) Genesis: Trick Of The Tail : Music Reviews : Rolling Stone. web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 25 ივლისი 2011.
- ↑ Certified Awards. BPI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 3 April 2015.
- ↑ RIAA Gold and Platinum Search for albums by Genesis. Recording Industry Association of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 5 August 2011.