Wind & Wutheringინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მერვე, ხოლო პიტერ გებრიელის მონაწილეობის გარეშე, მეორე სტუდიური ალბომი. ბრიტანეთში გამოვიდა 1976 წლის 23 დეკემბერს. აშშ-ში ის იმავე წლის 27 დეკემბერს გამოიცა.

Wind & Wuthering
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 23 დეკემბერი, 1976(ბრიტანეთი)
27 დეკემბერი 1976 (აშშ)
ჩაიწერა სექტემბერი - ოქტომბერი, 1976, სტუდიები Relight / Hilvarenbeek, ნიდერლანდები
ჟანრი არტ როკი
ხანგრძლივობა 50:54
ლეიბლი Charisma/Virgin (ბრიტანეთი)
Atco (აშშ)
პროდიუსერი დეივიდ ჰენჩელი; ჯენესისი
ჯენესისი — ქრონოლოგია
A Trick of the Tail
(1976)
Wind & Wuthering
(1976)
Spot the Pigeon
(1977)
სინგლები ალბომიდან Wind & Wuthering
  1. „Your Own Special Way“
    გამოცემის თარიღი: 18 თებერვალი, 1977
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4/5 stars[1]
Q3/5 stars[2]
Rolling Stone (1977)(კეთილგანწყობილი)[3]
The Rolling Stone Album Guide3/5 stars[4]

Wind & Wuthering არის ჯგუფის მეორე ალბომი, რომელზეც ფილ კოლინზი წამყვან ვოკალებს ასრულებს. იგი გამოვიდა ალბომის A Trick of the Tail გამოცემიდან ერთი წლის შემდეგ და წარმოადგენს უკანასკნელ სტუდიურ ალბომს, რომელზეც უკრავს სტივ ჰეკეტი.

კომენტარები

რედაქტირება

ტონი ბენქსის თქმით, ეს არის მისი ერთ-ერთი საყვარელი ალბომი ჯენესისის დისკებიდან. ჰეკეტი ასევე ადასტურებს, რომ იგი ამაყობს ამ ნამუშევრით.

წარმატება

რედაქტირება

Wind & Wuthering- მა მიაღწია #7 (ბრიტანეთი) და #26 ადგილებს აშშ-ში. შტატებში, რადიოეთერში რეგულარულად უშვებდნენ სიმღერას Your Own Special Way.

სახელწოდებები

რედაქტირება

ალბომის სახელწოდება შედგება ორი სიტყვისგან - Wind აიღეს ჰეკეტის მუსიკალური პიესის „The House of the Four Winds“ (მოგვიანებით მას „Eleventh Earl of Mar“ ეწოდა) სახელიდან, ხოლო Wuthering პირდაპირ კავშირშია ემილი ბრონტეს რომანთან „ქარიშხლიანი უღელტეხილი“. იგივე რომანის ერთ-ერთი აბზაციდან არის აღებული მეშვიდე და მერვე სიმღერების სახელები.

სიმღერების სია

რედაქტირება
მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Eleventh Earl of Mar“ტონი ბენქსი, სტივ ჰეკეტი, მაიკ რეზერფორდი7:39
2.„One for the Vine“ბენქსი9:59
3.„Your Own Special Way“რეზერფორდი6:15
4.„Wot Gorilla?“ფილ კოლინზი, ბენქსი3:12
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„All in a Mouse's Night“ბენქსი6:35
2.„Blood on the Rooftops“ჰეკეტი, კოლინზი5:20
3.„Unquiet Slumbers for the Sleepers...“ჰეკეტი, რეზერფორდი2:27[]
4.„...In That Quiet Earth“ჰეკეტი, რეზერფორდი, ბენქსი, კოლინზი4:45
5.„Afterglow“ბენქსი4:10

2007 წლის SACD/CD/DVD გამოცემა

რედაქტირება

2007 წელს ალბომი გამოიცა ახალი ჟღერადობით, სერიაში Genesis 1976-1982. იგი წარმოდგენილია სტანდარტული აუდიო დისკის, SACD (სუპერ აუდიო დისკი) და DVD დისკის (ვიდეომასალა) სახით.

პერსონალი

რედაქტირება

ალბომის მხარდასაჭერად ჯგუფმა 1977 წლის იანვრიდან ივლისამდე ტურნე გამართა. ამ ტურნეზე მათ პირველად შეუერთდა ჩესტერ თომპსონი. სტივ ჰეკეტისათვის ეს იყო ჯგუფთან უკანასკნელი ტურნე. როგორც ალბომის, ასევე ვიდეოს სახით გამოცემულია ტურნეს მიხედვით შედგენილი ჩანაწერი Seconds Out.

სეტლისტი

რედაქტირება
  1. Squonk
  2. One For the Vine
  3. Robbery, Assault and Battery
  4. Your Own Special Way (სრულდებოდა 1977 წლის იანვარში ბრიტანულ კონცერტებზე და 1977 წლის თებერვალსა და მარტში, ჩრდილოეთ ამერიკულ ტურნეზე)
  5. Lilywhite Lilith/The Waiting Room/Wot Gorilla (შესრულდა ლონდონის თეატრში „რეინბოუ“, 1977 წლის 1 იანვარს)
  6. All In a Mouse's Night (შესრულდა ბრიტანულ კონცერტებზე, 1977 წლის იანვარში)
  7. Inside and Out (შესრულდა სამხრეთ ამერიკულ და ევროპული ტურნეს მეორე ეტაპზე, ჩაენაცვლა რა Your Own Special Way-ს)
  8. Firth of Fifth
  9. The Carpet Crawlers
  10. ...In That Quiet Earth'
  11. Afterglow
  12. I Know What I Like (In Your Wardrobe)
  13. Eleventh Earl of Mar
  14. Supper's Ready
  15. Dance On a Volcano
  16. Drum Duet (სიმღერის Dance On a Volcano ინსტრუმენტული ვერსიის მაგივრად)
  17. Los Endos

ბისზე:

  1. The Lamb Lies Down on Broadway
  2. The Musical Box (უკანასკნელი ნაწილი)
  3. The Knife (ერლს კორტის კონცერტები)

სერტიფიცირებები

რედაქტირება
ქვეყანა ორგანიზაცია ალბომი სერტიფიცირების წელი გაყიდვები
ბრიტანეთი ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია ორიგინალური გამოცემა
(17 დეკემბერი 1976)
16 თებერვალი 1977 ოქრო (+ 100,000)[5]
ბრიტანეთი ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია ციფრული რემასტერი
(7 აპრილი 2008)
22 ივლისი 2013 ვერცხლი (+ 60,000)[6]
აშშ RIAA ორიგინალური გამოცემა
(17 დეკემბერი 1976)
20 აპრილი 1990 ოქრო (+500,000)[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

შენიშვნები

რედაქტირება
  1. ორიგინალურ აშშ გამოცემაში ეს და შემდეგი კომპოზიცია მითითებულია ერთის სახით და ხანგრძლივობა 7:12-ს შეადგენს.
  1. Wind & Wuthering AllMusic-ზე
  2. ენფი ფაიფი, Q, მაისი 2007, გამოცემა 250.
  3. Marsh, Dave. (24 თებერვალი 1977) Genesis: Wind & Wuthering : Music Reviews. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 7 ივნისი 2012.
  4. Brackett & Hoard, pp. 327–328.
  5. Certified Awards. BPI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-06. ციტირების თარიღი: 2 აგვისტო 2015.
  6. Certified Awards. BPI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-06. ციტირების თარიღი: 2 აგვისტო 2015.
  7. RIAA Gold and Platinum Search for albums by Genesis. Recording Industry Association of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-29. ციტირების თარიღი: 5 აგვისტო 2011.