OK Computer OKNOTOK 1997 2017
OK Computer OKNOTOK 1997 2017 — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის 1997 წლის ალბომ OK Computer-ის ხელახალი გამოცემა. გამოვიდა 2017 წლის ივნისში ლეიბლზე XL Recordings, მას შემდეგ, რაც უკანასკნელმა EMI-სგან დაიბრუნა ჯგუფის კატალოგი. OK Computer OKNOTOK 1997 2017 არის რემასტერი, რომელიც აგრეთვე შეიცავს დამატებით სიმღერებს და მანამდე გამოუცემელ სამ სიმღერას „I Promise“, „Man of War“ და „Lift“. სპეციალურ ბოქს-სეტში შეტანილია ნახატებიანი ალბომი, შენიშვნები და აუდიოკასეტა სტუდიური დემოებით და სესიური ჩანაწერებით. განსხვავებით ჯგუფის სხვა ხელახალი გამოცემებისგან, რომლებიც EMI-მ გამოუშვა, OKNOTOK შედგენილია Radiohead-ის პროდიუსერობით.
OK Computer OKNOTOK 1997 2017 | ||||
---|---|---|---|---|
კომპილაციური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 23 ივნისი, 2017 | |||
ჩაიწერა |
| |||
სტუდია |
| |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 91:39 | |||
ლეიბლი | ნაიჯელ გოდრიჩი | |||
Radiohead — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან OK Computer OKNOTOK 1997 2017 | ||||
|
OKNOTOK-ის გამოცემამდე Radiohead-მა დაიწყო აქტიური სარეკლამო კამპანია, დაფუძნებული პოსტერების და ონლაინ-ვიდეოების გავრცელებაზე. მანამდე გამოუცემელი სამივე სიმღერა გამოვიდა სინგლზე, თანმხლები მუსიკალური ვიდეოებით.
წარმოშობა
რედაქტირებაRadiohead-მა OK Computer, მესამე ალბომი, გამოსცა 1997 წლის ივნისში, EMI-ზე.[1] იგი ჩაიწერა 1996[2] და 1997 წელს St Catherine's Court-ში (ბათი, სომერსეტი)[3], რომელსაც მსახიობი ჯეინ სეიმური ფლობდა. ეს იყო ჯგუფის პირველი დისკი, ჩაწერილი ნაიჯელ გოდრიჩის თანაშემწეობით.[4][5]
OK Computer ჯგუფისთვის ბრიტანეთის ჩარტის #1 პოზიციაზე პირველ მოხვედრას ნიშნავდა, რამაც მათ მსოფლიო წარმატება მოუპოვა. სინგლებზე გამოიცა „Paranoid Android“, „Karma Police“ და „No Surprises“, ხოლო „Karma Police“ მსოფლიო მასშტაბით ყველაზე წარმატებული იყო.[6] OK Computer-მა მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის და ნომინირებული იყო წლის ალბომის კატეგორიაშიც.[7] ბრიტანეთის საუკეთესო ალბომების სიებში, რომლებსაც დროდადრო ადგენენ, იგი მუდმივად ხვდება.[8][9]
Radiohead-ის კონტრაქტი EMI-სთან ამოიწურა 2003 წელს Hail to the Thief-ის გამოშვებით.[10] შემდგომი ალბომები კოლექტივის მიერ საკუთარი ძალებით ციფრულად და XL Recordings-ზე ფიზიკურად გამოიცემოდა. EMI-მ შეინარჩუნა უფლებები მათ პირველ ექვს ალბომზე.[11] 2008 წელს მან OK Computer ჯგუფთან შეთანხმების გარეშე გამოსცა ორმაგ გრამფირფიტაზე, ხოლო CD-ზე – 2009 წელს, სერიაში Collector's Edition (საკონცერტო ჩანაწერების და B-მხარეების დამატებით). მასალის დიდი ნაწილი ამ ორდისკიან ვერსიაში მანამდე არსად გამოცემულა.[12] თუმცა, პრესის რეაქცია ნათლად გამოხატავდა, რომ, მისი აზრით, EMI უბრალოდ ექსპლუატაციას უწევდა ჯგუფის კატალოგს.[12][13] გიტარისტმა ედ ო’ბრაიენმა კრიტიკულად ისაუბრა ამის შესახებ და თქვა, რომ „კომპანია ცდილობდა დაკარგული ფულის ყოველი წვეთის გამოწურვას“ და ეს „არ იყო შემოქმედებითი ნაბიჯი“.[14]
2013 წლის თებერვალში Parlophone Warner Music Group-მა შეიძინა.[15] 2016 წლის აპრილში, Impala-სთან შეთანხმების შედეგად, WMG-მ Radiohead-ის კატალოგი დაუბრუნდა XL Recordings-ს. Collector's Editions-ის სერიის გამოცემები ამოიღეს ციფრული სერვისებიდან.[16] 2016 წლის მაისში XL-მა ხელახლა გამოსცა გრამფირფიტებზე Radiohead-ის ძირითადი ალბომები, მათ შორის – OK Computer.[17]
შიგთავსი
რედაქტირებაOK Computer OKNOTOK 1997 2017-ში შეტანილია OK Computer-ის რემასტერი, აგრეთვე რვა B-მხარე და მანამდე გამოუცემელი სამი სიმღერა, „I Promise“, „Man of War“ და „Lift“. ბოქს-სეტი შეიცავს ალბომს გრამფირფიტის ფორმატში, წიგნს ტომ იორკის შენიშვნებით და იორკის და მხატვარ სტენლი დონვუდის ჩანახატებით.
ბოქს-სეტი აგრეთვე შეიცავს აუდიოკასეტას სხვადასხვა ხმოვანი ექსპერიმენტით, სესიური ჩანაწერებით, დემოებით (მათ შორის მანამდე გამოუცემელი სიმღერებისთვის „Attention"“ და „Are You Someone?“), ისევე, როგორც სიმღერების „The National Anthem“, „Motion Picture Soundtrack“ და „Nude“ ადრეული ვერსიებით.[18] ამ კასეტაზე უკანასკნელი ჩანაწერია „OK Computer Program“, კომპიუტერული სიგნალების ორწუთიანი ჟღერადობით. თავის მხრივ, ეს სიგნალები დამუშავებულია დაბალი სიხშირეების ფილტრით და გატარებულია ZX Spectrum-ში. ნახსენებია ჯგუფის წევრები და 1996 წლის 19 დეკემბერი, შემდეგ კი იწყება ელექტრონული ხმების რამდენიმე წუთი. აგრეთვე დამალულია გზავნილი, ასახული შავ ფონზე: „გილოცავთ...თქვენ აღმოაჩინეთ საიდუმლო გზავნილი სიდი ცოცხალი მმმმმ. კიდევ უნდა ჩავწეროთ.“[19]
ალბომის ეს ვერსია ეძღვნება იორკის ყოფილ მეუღლე რეიჩელ ოუენს, რომელიც გარდაიცვალა გამოცემამდე რამდენიმ თვით ადრე.[20]
სარეკლამო კამპანია და გამოცემა
რედაქტირებასანამ 2017 წლის 2 მაისს გამოშვების შესახებ გამოაცხადებდა, ჯგუფი OK Computer OKNOTOK 1997 2017-ზე მინიშნებებს აქვეყნებდა სხვადასხვა ქალაქში დაშიფრული გზავნილებით და 1997 და 2017 წლების მითითებით. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი მოშლილი გამოსახულებები, ტექსტით სიმღერიდან „Climbing Up the Walls“.[21][22]
OK Computer OKNOTOK 1997 2017-ის ციფრული და CD ვერსიები გამოვიდა 2017 წლის 23 ივნისს, ხოლო ბოქს-სეტის გაყიდვა ივლისში დაიწყო. 2 და 22 ივნისს ყველამ, ვინც ბოქს-სეტი შეიძინა, შეძლო „I Promise“-ის და „Man of War“-ის უფასოდ ჩამოტვირთვა[23]. აგრეთვე გამოვიდა ამ სიმღერების ვიდეოები.[24][25] 12 სექტემბერს გამოვიდა კიდევ ერთი, „Lift“.[26]
OK Computer OKNOTOK 1997 2017 გამოსვლისთანავე ბრიტანეთის ალბომების ჩარტში მოხვდა, რასაც აგრეთვე ხელი შეუწყო ჯგუფის რიგით მესამე გამოსვლამ გლასტონბერის ფესტივალზე.[27] 11 ივლისს გამოვიდა OKNOTOK-ის გახსნის ამსახველი ვიდეო. ჩიფტენ მიუსი, Radiohead-ის მიერ შექმნილი პერსონაჟი, თავად აჩვენებს ბოქს-სეტის შიგთავსს.[28]
შეფასებები
რედაქტირებაOK Computer OKNOTOK 1997 2017 | |
---|---|
საერთო ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Metacritic | 100/100[29] |
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Consequence of Sound | A+[30] |
Drowned in Sound | 10/10[31] |
The Guardian | [32] |
Mojo | [33] |
The Observer | [34] |
Pitchfork | 10/10[35] |
Q | |
Rolling Stone | [36] |
Sputnikmusic | 3.6/5[37] |
Uncut | [38] |
ჯეიმი ეტკინსი (Record Collector) დადებითად აფასებდა ახალ სიმღერებს და ბოქს-სეტის დამატებით აუდიოკასეტას. მან განსაკუთრებით აღნიშნა „Motion Picture Soundtrack“-ის ადრეული ვერსია: „ჩემი აზრით, ეს არის იორკის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება. თავდაპირველად მეტად დაჭრილია – თითქოს ამხელს, რომ აქა-იქ შეუძლია შესრულება – საბოლოოდ კი რაღაც გაბედული ხდება.“[39] Pitchfork წერდა: „OKNOTOK-ში ყველაზე საინტერესო არის...იმის მოსმენა, რომ რაოდენ არის დაკარგული მასალა ორიგინალური ალბომის მომასწავებელი“.[40]
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორი — ტომ იორკი, ჯონი გრინვუდი, ფილ სელუეი, ედ ო'ბრაიენი და კოლინ გრინვუდი.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Airbag“ | 4:44 |
2. | „Paranoid Android“ | 6:23 |
3. | „Subterranean Homesick Alien“ | 4:27 |
4. | „Exit Music (For a Film)“ | 4:24 |
5. | „Let Down“ | 4:59 |
6. | „Karma Police“ | 4:21 |
7. | „Fitter Happier“ | 1:57 |
8. | „Electioneering“ | 3:50 |
9. | „Climbing Up the Walls“ | 4:45 |
10. | „No Surprises“ | 3:48 |
11. | „Lucky“ | 4:19 |
12. | „The Tourist“ | 5:24 |
საერთო ხანგრძლივობა: | 53:21 |
დამატებითი დისკი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „I Promise“ (მანამდე გამოუცემელი) | 3:59 |
2. | „Man of War“ (მანამდე გამოუცემელი) | 4:29 |
3. | „Lift“ (მანამდე გამოუცემელი) | 4:06 |
4. | „Lull“ | 2:25 |
5. | „Meeting in the Aisle“ | 3:07 |
6. | „Melatonin“ | 2:08 |
7. | „A Reminder“ | 3:52 |
8. | „Polyethylene (Parts 1 & 2)“ | 4:22 |
9. | „Pearly*“ | 3:38 |
10. | „Palo Alto“ | 3:51 |
11. | „How I Made My Millions“ | 3:07 |
საერთო ხანგრძლივობა: | 38:18 |
OKNOTOK - აუდიოკასეტა სპეციალურ გამოცემაში | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „მხარე A“ (38:50)
| |
2. | „მხარე B“ (40:52)
| |
საერთო ხანგრძლივობა: | 1:19:42 |
პერსონალი
რედაქტირებაRadiohead
რედაქტირება- კოლინ გრინვუდი – ბას-გიტარა, ბას-სინთეზატორი, პერკუსია
- ჯონი გრინვუდი – გიტარა, კლავიშებიანი საკრავები, პიანინო, მელოტრონი, ორგანი, გლოკენშპილი, სიმებიანების არანჟირება
- ედ ო'ბრაიენი – გიტარა, ხმოვანი ეფექტები, პერკუსია, ბეკ-ვოკალი
- ფილ სელუეი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- ტომ იორკი – ვოკალი, გიტარა, პიანინო, ლეპტოპი, დაპროგრამება, ილუსტრაციები
დამატებითი პერსონალი
რედაქტირება- სამეფო ფილარმონიული ორკესტრი – სიმებიანები („Man of War“)
- კრის ბლერი – მასტერინგი
- სტენლი დონვუდი – ილუსტრაციები
- ნაიჯელ გოდრიჩი – პროდიუსერი, ხმის ინჟინერი
- ნიკ ინგმენი – დირიჟორი
- რობერტ ზიგლერი – დირიჟორი („Man of War“)
- სემ პეტს დეივისი, ფიონა კრუკშენკი – ხმის ინჟინერები („Man of War“)
- ჯიმ უორენი – პროდიუსერი, ინჟინერი
ჩარტები
რედაქტირებაჩარტი (2017) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[41] | 6 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[42] | 10 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[43] | 6 |
კანადის ალბომები (ბილბორდი)[44] | 10 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[45] | 5 |
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[46] | 12 |
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[47] | 13 |
იტალიის ალბომები (FIMI)[48] | 11 |
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[49] | 7 |
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[50] | 20 |
პოლონეთის ალბომები (ZPAV)[51] | 18 |
პორტუგალიის ალბომები (AFP)[52] | 6 |
შოტლანდიის ალბომები (OCC)[53] | 1 |
ესპანეთის ალბომები (PROMUSICAE)[54] | 11 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[55] | 16 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[56] | 2 |
აშშ-ის „ბილბორდ“ 200[57] | 23 |
აშშ-ის საუკეთესო ალტერნატიული ალბომები (ბილბორდი)[58] | 3 |
აშშ-ის საუკეთესო როკ-ალბომები (ბილბორდი)[59] | 3 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კემპი, მარკ. (10 ივლისი 1997) OK Computer: Album Reviews. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი 2011.
- ↑ Doyle, Tom (აპრილი 2008). „The Complete Radiohead“. Q.
- ↑ Randall 2000, p. 196.
- ↑ უაილი, ჰარი (ნოემბერი 1997). „Radiohead“. Total Guitar.
- ↑ პეტიგრიუ, ჯეისონ (სექტემბერი 2001). „How to Reinvent Completely“. Alternative Press.
- ↑ Radiohead: Artist Chart History. Billboard. ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი 2007.
- ↑ Screen Source presents: The 40th Annual Grammy Awards. Screen Source (27 თებერვალი 1998). ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი 2007.
- ↑ ლეტსი, მერიენ ტომ (2010). Radiohead and the Resistant Concept Album: How to Disappear Completely. Indiana University Press, გვ. 28. ISBN 0253004918.
- ↑ „Radiohead's OK Computer named best album of the past 25 years“. The Daily Telegraph. 22 დეკემბერი 2010.
- ↑ პარელესი, ჯონ (2 ივლისი 2006). „With Radiohead, and Alone, the Sweet Malaise of Thom Yorke“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი 2015.
- ↑ შერუინი, ადამ (28 დეკემბერი 2007). „EMI accuses Radiohead after group's demands for more fell on deaf ears“. The Times.
- ↑ 12.0 12.1 დომბოლი, რაიან (14 იანვარი 2009). „Radiohead's First Three Albums Reissued and Expanded“. Pitchfork. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი 2009.
- ↑ ფიტცმორისი, ლარი (15 იანვარი 2009). „Radiohead's First Three Albums Reissued with Extras“. Spin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 იანვარი 2009.
- ↑ როსი, იტალო. (19 მარტი 2009) Breakfast with Ed O'Brien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი 2009.
- ↑ ნოპერი, სტივ. (8 თებერვალი 2013) Pink Floyd, Radiohead Catalogs Change Label Hands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი 2016.
- ↑ კრისმანი, ედ. (4 აპრილი 2016) Radiohead's Early Catalog Moves From Warner Bros. to XL. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2017.[მკვდარი ბმული]
- ↑ სპაისი, ანტონ. (6 მაისი 2016) Radiohead to reissue entire catalogue on vinyl. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2017.
- ↑ ეტკინსი, ჯეიმი (22 ივნისი 2017). „OK Computer – OKNOTOK 1997-2017“. Record Collector. ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2017.
- ↑ უელსი, მეტ. (13 ივლისი 2017) Radiohead's OK Computer Anniversary Edition Includes a Secret ZX Spectrum Program. ციტირების თარიღი: 13 ივლისი 2017.
- ↑ „Radiohead’s OKNOTOK Dedicated to Thom Yorke’s Late Partner Rachel Owen“. Spin. 2017-06-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-12. ციტირების თარიღი: 2017-09-12.
- ↑ სტროსი, მეთიუ. (2 მაისი 2017) Radiohead Announce New OK Computer Reissue Featuring 3 Unreleased Tracks. ციტირების თარიღი: 2 მაისი 2017.
- ↑ Yoo, Noah. Radiohead Share Mysterious New Video With OK Computer Lyrics: Watch. ციტირების თარიღი: 2 მაისი 2017.
- ↑ ოლთეა, ლეგასპი. (2 ივნისი 2017) Hear Radiohead's Previously Unreleased Song 'I Promise'. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 2 ივნისი 2017.
- ↑ მონრო, ჯეზ. (2 ივნისი 2017) Watch Radiohead’s New "I Promise" Video. ციტირების თარიღი: 2 ივნისი 2017.
- ↑ ლაიტი, ელაიას (23 ივნისი 2017). „See Radiohead's Paranoia-Inducing 'Man of War' Video“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2017.
- ↑ „Video: Radiohead – “Lift”“. Spin. 2017-09-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-12. ციტირების თარიღი: 2017-09-12.
- ↑ ბიჩი, მარკ. „The Glastonbury Effect: Radiohead Back At Top Of U.K. Chart, Foo Fighters Follow“. Forbes. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2017.
- ↑ იუ, ნოა. (11 ივლისი 2017) Watch Radiohead’s Unsettling New OKNOTOK Special Edition Unboxing Video. ციტირების თარიღი: 13 ივლისი 2017.
- ↑ Reviews and Tracks for OK Computer: OKNOTOK 1997 2017 by Radiohead. ციტირების თარიღი: 6 ივლისი 2017.
- ↑ კორორანი, ნინა. Radiohead – OK Computer OKNOTOK 1997-2017. ციტირების თარიღი: 2 ივლისი 2017.
- ↑ ლუკოვსკი, ანჯეი. Radiohead - OK Computer OKNOTOK 1997 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-29. ციტირების თარიღი: 2 ივლისი 2017.
- ↑ პეტრიდისი, ალექსის. „Radiohead: OK Computer OKNOTOK 1997-2017 review – prescient and correct“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2 ივლისი 2017.
- ↑ „Radiohead: OK Computer OKNOTOK 1997 2017“. Mojo: p.100. აგვისტო 2017.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი (link)
- ↑ მორისი, დემიენ. (25 ივნისი 2017) Radiohead: OK Computer OKNOTOK 1997-2017 review – an album of depthless humanity. The Observer. ციტირების თარიღი: 4 იანვარი 2018.
- ↑ გრინი, ჯეისონ. Radiohead: OK Computer "OKNOTOK 1997 2017" Album Review. ციტირების თარიღი: 1 ივლისი 2017.
- ↑ ჰერმსი, უილ. Review: Unreleased Radiohead Tracks Provide More Complete Picture of 'OK Computer'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 1 ივლისი 2017.
- ↑ Rowan5215. (6 ივლისი 2017) Radiohead: OKNOTOK 1997-2017 (Staff Review). Sputnikmusic. ციტირების თარიღი: 5 იანვარი 2018.
- ↑ „Radiohead: OK Computer OKNOTOK 1997 2017“. Uncut: p.44. აგვისტო 2017.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი (link)
- ↑ ეტკინსი, ჯეიმი (22 ივნისი 2017). „OK Computer – OKNOTOK 1997-2017“. Record Collector. ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2017.
- ↑ გრინი, ჯეისონ. (22 ივნისი 2017) Radiohead: OK Computer OKNOTOK 1997 2017 Album Review en. ციტირების თარიღი: 25 ივნისი 2017.
- ↑ "Radiohead – OK Computer OKNOTOK 1997 2017". Australiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ↑ "Radiohead – OK Computer OKNOTOK 1997 2017" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ↑ "Radiohead – OK Computer OKNOTOK 1997 2017" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ↑ „Radiohead ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Canadian Albums)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ↑ „Dutchcharts.nl – Radiohead – OK Computer OKNOTOK 1997 2017“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ↑ "Radiohead: OK Computer OKNOTOK 1997 2017" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ↑ "Offiziellecharts.de – Radiohead – OK Computer OKnotOK 1997 2017" (გერმანულად). GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ↑ "Radiohead – OK Computer OKNOTOK 1997 2017". Italiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ↑ "Radiohead – OK Computer OKNOTOK 1997 2017". Charts.org.nz. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ↑ "Radiohead – OK Computer OKNOTOK 1997 2017". Norwegiancharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 232 ივლისი 2017.
- ↑ "Oficjalna lista sprzedaży :: OLIS - Official Retail Sales Chart". OLiS. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ↑ "Radiohead – OK Computer OKNOTOK 1997 2017". Portuguesecharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ↑ "20170630 40 საუკეთესო ალბომის არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ↑ Top 100 Albumes — Semana 26: del 23.06.2017 al 29.06.2017 Spanish. ციტირების თარიღი: 23 ივლისი 2017.
- ↑ "Radiohead – OK Computer OKNOTOK 1997 2017". Swisscharts.com. Hung Medien. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ↑ "20170630 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ↑ „Radiohead ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში (Billboard 200)“. Billboard. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ↑ "Radiohead ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის საუკეთესო ალტერნატიული ალბომები - Radiohead. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ↑ "Radiohead ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის საუკეთესო როკ-ალბომები - Radiohead. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი 23 ივლისი 2017.
- ბიბლიოგრაფია
- რენდელი, მაკ (2000). Exit Music: The Radiohead Story. ნიუ-იორკი: Delta Trade Paperbacks. ISBN 0-385-33393-5.