Nude“ — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის სიმღერა ალბომიდან In Rainbows (2007). ეს სიმღერა არის მეორე სინგლი ამ ალბომიდან. იგი გამოვიდა 2008 წლის 31 მარტს. იგი უკვე სრულდებოდა ჯგუფის კონცერტებზე, დაახლოებით 1997 წლის შემდეგ, მაგრამ 2007 წლამდე მისი სტუდიური ვერსია გამოუცემელი რჩებოდა.

„Nude“
სინგლიRadiohead
ალბომიდან In Rainbows
B-მხარე
  • „4 Minute Warning“
  • „Down is the New Up“
გამოსვლის თარიღი 31 მარტი, 2008
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 4:15
ხმისჩამწერი ლეიბლი
ავტორ(ებ)ი Radiohead
პროდიუსერი
Radiohead — სინგლების ქრონოლოგია
„Jigsaw Falling into Place“
(2008)
Nude
(2008)
„House of Cards“/“
(2008)
In Rainbows — სიმღერების სია

სინგლის სარეკლამო კამპანია ჯგუფმა ორიგინალურად დაიწყო. თავდაპირველად მის მოყვარულებს შანსი მიეცა სიმღერის საკუთარი ვერსიის მიქსი შეექმნა (iTunes-ზე განთავსებული სიმღერის სხვადასხვა ინსტრუმენტული პარტიებისგან). სიმღერის მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაიღეს გარტ ჯენინგსმა და ადამ ბაქსტონმა, გვიჩვენებს ჯგუფის ყველა წევრს, შენელებულ მოძრაობაში.

Nude დიდი ინტერესით მიიღეს და იგი მოხვდა ბრიტანული სინგლების ჩარტის #21, ხოლო ბილბორდის ცხელი 100-ეულის - #37 ადგილზე.

სიმღერა რამდენიმეჯერ შეიცვალა 1997 წლის შემდეგ. თავდაპირველად მას ერქვა Big Ideas, თავში კი ხოლმე ემატებოდა (Don't Get Any). სიმღერას ჯერ კიდევ არ ჰქონდა სახელწოდება, როდესაც მას პირობითად უწოდებდნენ Nude ან Neut. 1998 წელს გამოსულ დოკუმენტურ ფილმში Meeting People is Easy ტომ იორკმა იხუმრა, რომ სრული სახელწოდებაა თქვენი სახლი საშიშროების ქვეშ არის, თუკი თქვენ არ გადაიხდით გადასახადს. ამ სიმღერის იმ დროისათვის ტიპური ვარიანტი ჟღერს ფილმის დასასრულს, სადაც ტოკიოს კონცერტის კადრებია.

1998 წლის შემდეგ ჯგუფს მისი შეტანა შემდეგ სტუდიურ დისკში სურდა, მაგრამ ეს არ მოხდა არც Kid A-ს, არც Amnesiac-ის შემთხვევაში. იგი საკმაოდ იშვიათად სრულდებოდა ტურებზე, ერთი ადამიანის თხოვნით შესრულდა სალამანკაში 2002 წელს, მაგრამ როგორც წესი, ეს იყო აკუსტიკური ვერსია. მისი საბოლოო სტუდიური ვერსია ჯერ კიდევ შორეულ მომავალში იყო.

2005 წელს პროდიუსერ მარკ სტენტთან ერთად დაიწყო ახალი სტუდიური სესიები და ჯგუფის ოფიციალური ბლოგის Dead Air Space მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ ახალ სიმღერებს შორის იყო Nude. ეს დადასტურდა 2006 წლის დასაწყისში და ითქვა, რომ Nude იწერება სიმებიან ორკესტრთან ერთად, რომლის არანჟირებაც ჯონი გრინვუდს ეკუთვნოდა. 2006 წლის შემოდგომაზე ჯგუფი დაბრუნდა სტუდიაში - მცირე საკონცერტო ტურნეს შემდეგ, რომელზეც სრულდებოდა სიმღერის ახალი ვერსია. მიუხედავად ამისა, საბოლოო ვარიანტი კვლავ განსხვავდება ამ კონცერტების ვერსიისგან.

სიმღერების სია

რედაქტირება
  1. Nude
  2. 4 Minute Warning
  1. Nude - 4:17
  2. Down Is the New Up - 5:00
  3. 4 Minute Warning - 4:05[1]