Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden


Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden — სპეციალური კონცერტი და დოკუმენტური ფილმი, რომელიც გადაღებულია 2011 წლის 21 და 22 თებერვალს ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას მიერ თავისი მეორე მსოფლიო ტურნეს The Monster Ball Tourის დროს. კონცერტი გადაღებულია გაგას მშობლიურ ქალაქ ნიუ-იორკში მედისონ სკვერ გარდენში. ორსაათიანი სპეციალური შოუ გადაიღო ტელეკომპანია HBO-მ. მისი ტელე პრემიერა მოხდა 2011 წლის 7 მაისს. ტელე პრემიერის მეორე დღეს გაგამ ამ ტურნეს ბოლო კონცერტი მექსიკაში ჩაატარა . ეს სპეციალური შოუ 2011 წლის 24 ნოემბერს გამოვიდა DVD-ზე და Blu-Ray-ზე.

Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden
ჟანრი კონცერტი
რეჟისორი ლორიენ გიბსონი
მონაწილეობენ ლედი გაგა
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ლედი გაგა,
ვინსეტ ჰერბერტი,
ტროი კარტერი,
ჯიმი ლოვინი,
მო მორისონი,
სტივენ ჯონსონი,
ნიკო რიჩი.
ადგილ(ებ)ი მედისონ სკვერ გარდენი, ნიუ-იორკი
რედაქტორ(ებ)ი მაიკ პოლიტო,
კევინ ოდია,
ბილ დირონდი,
ქეთი ჰეთლენდი.
ხანგრძლივობა 114 წუთი
ეთერი
ორიგინალური არხი HBO
რესურსები ინტერნეტში

ჩანაწერი შეიცავს ვიდეოებს და ფოტო სურათებს კონცერტის დაწყებამდე და მის კულისებში მზადების პროცესს. კონცერტმა კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასება მიიღო და მათ ხაზი გაუსვეს გაგას შესრულებას, მაგრამ ეჭვი შეეპარათ მის გულწრფელობაში ინტერვიუს დროს კულისებში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ რაღაც მსგავსება იყო პოპ-მომღერალ მადონას 1991 წელს გამოშვებულ ფილმთან „საწოლში მადონასთან“. კონცერტმა მიიღო ხუთი ნომინაცია ემის რიგით 63-ე დაჯილდოებაზე და გაიმარჯვა ერთ ნომინაციაში.

მიმოხილვა

რედაქტირება

დოკუმენტური ფილმი იწყება შავი და თეთრი კადრებით. გაგა სეირნობს თავის მშობლიურ ქალაქ ნიუ-იორკში, შემდეგ შედის კაფეში, სადაც უკვეთავს ყავას. ამის შემდეგ გაგა მიემართება დაცვასთან ერთად შავი ჯიპისკენ, რომელშიც ჩაჯდომის შემდეგ ის გაემართა მედისონ სკვერ გარდენისკენ. გზაში გაგა იხსენებს, თუ როგორ ესწრებოდა თავისი საყვარელი მომღერლების კონცერტებს მედისონ სკვერ გარდენში და როგორ ოცნებობდა ერთხელ მაინც ჩაეტარებინა აქ კონცერტი და დარბაზი მთლიანად გაევსო. როდესაც მიუახლოვდნენ არენას, გაგამ მანქანის ფანჯარა ჩამოსწია და დაინახა ბანერი, სადაც ეწერა რომ დღეს კონცერტს ატარებს ლედი გაგა და ყველა ბილეთი გაყიდულია. ამაზე მას ცრემლები წამოუვიდა. შემდგომ მოქმედება ხდება გაგას გასახდელში, სადაც მომღერალი საუბრობს იმაზე, რომ მისი არავის არ ესმის მოყვარულთა გარდა და იგი თავს გრძნობს "დამცირებულად". შემდგომ გაგა მიემართება სცენისკენ, სადაც გასვლამდე წაიმღერებს სიმღერა "Marry the Night"-ის დასაწყისს. მაშინ სიმღერა არ იყო გამოსული (კონცერტი გადაღებულია 2012 წლის 21 და 22 თებერვალს). შემდგომ იწყება კონცერტი და შიგა და შიგ შავ თეთ ფერებში ჩანს კულისები და კოსტუმის გამოცვლის სცენები. ფილმი მთავრდება სიმღერა "Born This Way"-ს აკაპელა ვერსიით, რომელსაც გაგა ასრულებს თავის ბექ-ვოკალისტებთან ერთად, კულისებში.

ვიდეო გამოშვება

რედაქტირება
Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden
 
ვიდეო
გამოცემის თარიღი 21 ნოემბერი, 2011
ჩაიწერა 21 და 22 თებერვალი, 2011. მედისონ სკვერ გარდენი, ნიუ-იორკი
ჟანრი პოპი, საცეკვაო მუსიკა
ხანგრძლივობა 114:23
ენა ინგლისური
ლეიბლი Interscope, Streamline, Kon Live
რეჟისორი ლორიენ გიბსონი
ლედი გაგა — ქრონოლოგია
The Fame Monster: Video EP
(2010)
Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden
(2011)

Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden გამოვიდა DVD-ზე და Blu-Ray-ზე 2011 წლის 24 ნოემბერს. გარდა ტელეკომპანია HBO მიერ გადაღებული კონცერტისა, დისკზე ასევე ჩაწერილია ფოტო გალერეა და ტურნეს კულისების კადრეი, რომელიც მხოლოდ DVD დისკისთვის იქნა გადაღებული. ვიდეო ჩანაწერი ასევე შესულია კოლექციაში, რომელიც მოიცავს სამ დისკს "Born This Way: The Remix" და ალბომ "Born This Way"-ს. ამ კოლექციის სახელწოდებაა Born This Way: The Collection. იგი გაყიდვაში გამოვიდა DVD დისკთან ერთად.[1] აშშ-ში გამოცემა Blu-Ray იყო ხელმისაწვდომი მხოლოდ ქსელ "Best Buy"-ში. DVD დისკმა დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ვიდეოების ჩარტში 2011 წლის 3 დეკემბერს დაიკავა მეოთხე ადგილი.[2] ხოლო აშშ-ის ბილბორდის მუსიაკლური ვიდეოების ჩარტში - პირველი ადგილი, გაყიდული 26,000 ასლით.[3] Lady Gaga Presents the Monster Ball Tour: At Madison Square Garden იქცა #4 ყველაზე სწრაფად გაყიდვადი მუსიკალური DVD დისკი აშშ-ში 2011 წელს.[4] ავსტრალიის მუსიაკლური DVD-ის ჩარტში დისკმა დაიკავა მეორე ადგილი.[5] რამდენიმე კვირის შემდეგ ავსტრალიის ხმისჩამწერმა ასოციაციამ დისკს მიანიჭა პლატინის წოდება, გაყოდული 15,000 ასლით.[6] 2012 წლის იანვარში დისკმა მიიღო ორმაგი პლატინის წოდება.[7] მან ასე ასევე ორმაგი პლატინის წოდება მიიღო საფრანგეთში.

სიმღერების სია

რედაქტირება
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„შესავალი“ 4:29
2.„Dance in the Dark“ლედი გაგა, ფერნანდო გერიბეი2:33
3.„Glitter and Grease“ლედი გაგა, რობ ფუსარი2:37
4.„Just Dance“ლედი გაგა, RedOne, ეიკონი4:22
5.„Beautiful, Dirty, Rich“ლედი გაგა, ფუსარი4:21
6.„The Fame“ლედი გაგა, მარტინ კირსცენბაუმი4:15
7.„LoveGame“ლედი გაგა, RedOne10:41
8.„Boys Boys Boys“ლედი გაგა, RedOne3:18
9.„Money Honey“ლედი გაგა, RedOne, ბილალ ჰაჯი3:16
10.„Telephone“ლედი გაგა, როდნი ჯერკინსი, ლაშოუნ დენიელსი, ლაცონატე ფრანკლინი, ბიონსე6:34
11.„Speechless“ლედი გაგა6:16
12.„Yoü and I“ლედი გაგა9:24
13.„So Happy I Could Die“ლედი გაგა, RedOne, Space Cowboy4:44
14.„Monster“RedOne, ლედი გაგა, Space Cowboy6:37
15.„Teeth“ლედი გაგა, ტაჯა რაილი9:42
16.„Alejandro“RedOne, ლედი გაგა5:25
17.„Poker Face“ლედი გაგა, RedOne3:56
18.„Paparazzi“ლედი გაგა, ფუსარი6:31
19.„Bad Romance“RedOne, ლედი გაგა6:22
20.„Born This Way“ლედი გაგა, ჯეპე ლოურსენი9:00
ბონუს დამატება
  • "Born This Way" (აკაპელა) – 3:16
  • "Monster Ball-ის კულისები" – 12:50
  • ფოტო გალერეა

სერტიფიცირება

რედაქტირება
ქვეყანა სერტიფიკატი
ავსტრალია 2× პლატინა[7]
საფრანგეთი 2× პლატინა[23]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Lipshutz, Jason. (2011-10-07) Lady Gaga Announces 'Monster Ball' DVD, 'Born This Way' Remix Album. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: 2011-10-07.
  2. 2.0 2.1 Top 40 Music Video Archive: December 3, 2011. The Official Charts Company (2011-12-03). ციტირების თარიღი: 2011-11-28.
  3. 3.0 3.1 Grein, Paul. (2011-11-30) Week Ending Nov. 27, 2011. Albums: Buble Wins A Squeaker. Yahoo!. ციტირების თარიღი: 2011-11-30.
  4. Grien, Paul (2012-01-04). „Week Ending Jan. 1, 2012. Albums: She’s Back“. Yahoo! Music. ციტირების თარიღი: 2012-01-04.
  5. 5.0 5.1 ARIA Top 40 Music DVD Chart. Australian Recording Industry Association (2011-12-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-05. ციტირების თარიღი: 2011-12-05.
  6. ARIA Top 40 Music DVD Chart. Australian Recording Industry Association (2011-12-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-11. ციტირების თარიღი: 2011-12-12.
  7. 7.0 7.1 ARIA Charts - Accreditations - 2012 DVDs. Australian Record Industry Assocation. ციტირების თარიღი: 2012-02-07.
  8. 8.0 8.1 Musik-DVD Top 10 Hitparaden Dutch. International Federation of the Phonographic Industry. Hung Medien (2011-12-02). ციტირების თარიღი: 2011-12-02.
  9. Muziek-DVD Top 10 26/11/2011 Dutch. Ultratop. Hung Medien (2011-11-26). ციტირების თარიღი: 2011-12-02.
  10. 10 DVD Musicaux 03/12/2011 French. Ultratop. Hung Medien (2011-12-03). ციტირების თარიღი: 2011-12-09.
  11. TOP 20 Hudební video. International Federation of the Phonographic Industry (2011-11-29). ციტირების თარიღი: 2011-11-30.
  12. Musik-DVD Top 10 Hitparaden Danish. IFPI Danmark & Nielsen Music (2011-12-02). ციტირების თარიღი: 2011-12-09.
  13. Classement officiel des ventes de DVD Musicaux French. Syndicat National de l'Édition Phonographique (2011-11-21). ციტირების თარიღი: 2011-12-04.
  14. Suomen virallinen lista - Artistit Finnish. Musiikkituottajat – IFPI Finland (2011-11-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-23. ციტირების თარიღი: 2011-12-01.
  15. Grönemeyer überwacht "Schiffsverkehr" in Musikvideo-Charts German. Media Control Charts (2011-12-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-03. ციტირების თარიღი: 2011-12-09.
  16. Hungarian DVD Chart: Week 48, 2011 Hungarian. Mahasz. Magyar Hanglemezkiadók Szövetsége (2011-11-28). ციტირების თარიღი: 2011-12-07.
  17. Music DVDs: Week Ending 24 November 2011. Irish Recorded Music Association (2011-11-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-01. ციტირების თარიღი: 2011-12-01.
  18. DVD Musicali: Classifica settimanale dal 21/11/2011 al 27/11/2011 Italian. Federation of the Italian Music Industry (2011-11-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-01. ციტირების თარიღი: 2011-12-01.
  19. Index of DVD Music Week - November 27, 2011 Japanese. Oricon (2011-11-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-01. ციტირების თარიღი: 2011-12-01.
  20. Top 20 DVD Novembre 27, 2011 Spanish. Productores de Música de España (2011-11-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2011-12-02.
  21. Veckolista DVD Album - Vecka 52, 30 december 2011 Swedish. Sverigetopplistan (2011-12-30). ციტირების თარიღი: 2011-12-31.
  22. Musik-DVD Top 10 German. Swiss Music Charts. Hung Medien (2011-11-27). ციტირების თარიღი: 2011-12-01.
  23. http://www.disqueenfrance.com/fr/pag-259165-DISQUES-D-OR.html?year=&type=18[მკვდარი ბმული]