ეს სტატია ლედი გაგას სიმღერას ეხება. სხვა მნიშვნელობის შესახებ იხილეთ Born This Way (მრავალმნიშვნელოვანი).

Born This Way (ქართ. დავიბადე ასეთი) — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა, რომელიც შესულია მომღერლის ამავე სახელწოდების მეორე სტუდიურ ალბომში Born This Way. სიმღერის ავტორი და პროდიუსი არის თვითონ გაგა, ფერნანდო გერიბეი, იეპე ლოურსენი და DJ White Shadow. გაგამ სიმღერა დაწერა 2010 წელს თავის მეორე მსოფლიო ტურის The Monster Ball Tour-ის დროს, წერა დაიწყო ქალაქ მანჩესტერში და დაასრულა ლივერპულში. სიმღერა გაგას შთააგონა 1990იანი წლების პოპ-მუსიკის ქალმა მომღერლებმა და ლგბტ სლენგმა, გაგამ განმარტა, რომ სიმღერა იყო მისი თავისუფლები აღმნიშვნელი. 2010 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე გაგამ შეასრულა სიმღერის რეფრენი და განაცხადა, რომ ეს სიმღერა იქნებოდა ახალი სტიუდიური ალბომი პირველი სინგლი. სიმღერა გამოვიდა 2011 წლის 11 თებერვალს.

„Born This Way“
სინგლილედი გაგა
ალბომიდან Born This Way
გამოსვლის თარიღი 11 თებერვალი 2011
ჩაიწერა 2010
ჟანრი სინთპოპი, საცეკვაო პოპი
ხანგრძლივობა 4:20
ხმისჩამწერი ლეიბლი Interscope, Streamline, Kon Live
ავტორ(ებ)ი ლედი გაგა, იეპე ლოურსენი, ფერნანდო გერიბეი, DJ White Shadow
პროდიუსერი ლედი გაგა, იეპე ლოურსენი, ფერნანდო გერიბეი, DJ White Shadow
ლედი გაგა — სინგლების ქრონოლოგია
„Alejandro“
(2010)
Born This Way
(2011)
„Judas“
(2011)

სიმღერა გაწაყვეტილი სინთპოპის და საცეკვაო პოპის სტილში, სიმღერის ძირითადი ტექსტია, რომ განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ და ჩვენ დავიბადეთ ასეთები. სიმღერამ მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან და სიმღერას უწოდეს "კლუბის ჰიმნი", მათ ასევე აღნიშნეს, რომ მსგავსება იყო პოპ-მომღერალ მადონას 1989 წელს გამოშვებულ სინგლთან "Express Yourself". სიმღერამ დაიკავა პირველი ადგილი 19 ქვეყანაში, მათ შორის ბილბორდის ცხელი ასეულში და გახდა გაგას მესამე ნომერ პირველი სინგლი, სიმღერა ასევე გახდა ნომერ 1000 სინგლი, რომელმაც დაიკავა ნომერ პირველი ადგილი ბილბორდის ცხელი ასეულის ისტორიაში.[1] სიმღერა ასევე გახდა ყველაზე გაყიდვადი სიმღერა iTunes-ის ისტორიაში, იგი ხუთი დღის განმავლობაში ერთ მილიონზე მეტი ოდენობის გაიყიდა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიმღერა გაიყიდა 8.2 მილიონ ასლზე მეტი და გახდა ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო გაყიდვადი სინგლი.

გაგამ სიმღერაზე გადაიღო მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორიც არის მოდის ფოტოგრაფი ნიკ ნაითი. გაგას თქმით ვიდეო შთააგონა სალვადორ დალიმ და ფრენსის ბეკონისმა. ვიდეო მხოგვითხრობს ახალი რასის დაბადებაზე, რომლის მთავარი ამბიციაა ადამიანები იყვნენ ერთად და თავისუფლები. ვიდეოში გაგა ასევე ცეკვავს ამ ახალი რასიის ქალაქის მოსახლეობასთან ერთად. კრიტიკოსებმა აღნიშნეს მსგავსება, კულტურულ ლიტერატურასთან, ბერძნული მითოლოგიასთან და სიურეალიზმთან.

სიმღერამ და მუსიაკურმა ვიდეომ მიიღო ორი ჯილდო 2011 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე და MTV ევროპის მუსიკალურ დაჯილდოებაზე. გაგამ სიმღერა შეასრულა გრემის 53-ე დაჯილდოებაზე სადაც პირდაპირ სცენაზ გიგანტური კვერცხიდან დაიბადა, სიმღერას ასევე ასრულებდა თავის მეორე მსოფლიო ტურ The Monster Ball Tour-ზე ბოლო ნომრად. გაგა ასევე სიმღერას ცოცხლად ასრუებდა სხვადასხვა ტელეშოუებში მათ შორის შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში, დიკ კლარკის წინასაახალწლო შოუ რაიან სიქრესტთან ერთად და დილა მშვიდობისა ამერიკაში. სიმღერაზე გაგამ გამოუშვა სხვადასხვა რემიქსები მათ შორის ქანთრის სტილის ვერსია და ინდოელი პროდიუსერების ძმებ Salim-Sulaiman-ის რემიქსები. მომღერალმა კეტი პერიმ და მარია არაგონმა გააკეთეს ამ სიმღერის ქავერ ვერსიები.

სიმღერების სია

რედაქტირება
  • Digital download[2]
  1. Born This Way – 4:20
  • Born This Way – The Remixes Part 1[3]
  1. Born This Way (LA Riots Remix) – 6:32
  2. Born This Way (Chew Fu Born to Fix Remix) – 5:52
  3. Born This Way (DJ White Shadow Remix) – 4:24
  • Born This Way – The Remixes Part 2[4]
  1. Born This Way (Michael Woods Remix) – 6:24
  2. Born This Way (Dada Life Remix) – 5:16
  3. Born This Way (Zedd Remix) – 6:30
  4. Born This Way (Grum Remix) – 5:48
  5. Born This Way (Bimbo Jones Club Remix) – 6:46
  6. Born This Way (Twin Shadow] Remix) – 4:06
  • Limited Edition CD Single[5]
  1. Born This Way – 4:21
  2. Born This Way (LA Riots Remix) – 6:33
  3. Born This Way (Chew Fu Born to Fix Remix) – 5:53
  4. Born This Way (DJ White Shadow Remix) – 4:24
  • Limited 12 picture disc.[6]
  1. Born This Way – 4:21
  2. Born This Way (LA Riots Remix) – 6:33
  3. Born This Way (Chew Fu Born to Fix Remix) – 5:53
  4. Born This Way (DJ White Shadow Remix) – 4:24
  • Born This Way (The Country Road Version) – Single[7]
  1. Born This Way (The Country Road Version) – 4:21
  1. Lady Gaga Claims Billboard's 1,000th No. 1. New York (2011-16-Feb). ციტირების თარიღი: 2011-10-Oct.
  2. Born This Way – Single by Lady GaGa. iTunes. ციტირების თარიღი: 2011-04-24.
  3. Born This Way (The Remixes, Pt. 1) – Single by Lady GaGa. iTunes. ციტირების თარიღი: 2011-04-24.
  4. Born This Way (The Remixes, Pt. 2) – Single by Lady GaGa. iTunes. ციტირების თარიღი: 2011-04-24.
  5. Born This Way – Limited Edition CD Single. Amazon.com. ციტირების თარიღი: 2011-03-09.
  6. The 20 Best Record Store Day Exclusives. Rolling Stone. Jann Wenner (2011-04-16). ციტირების თარიღი: 2011-04-24.
  7. Born This Way (The Country Road Version) – Single by Lady GaGa. iTunes. ციტირების თარიღი: 2011-04-24.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.