რეფრენი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|რეფრენი}} |
რეფრენი (ფრანგ. refrain < ძვ. ფრანგ. refraindr - დამსხვრევა), 1. ტაეპები, რომლებიც ლექსში გარკვეული წესით მეორდება. რეფრენზე აგებული მყარი სალექსო ფორმებია: ტრიოლეტი, რონდელი, რონდო, ბალადა და ა.შ. 2. იგივეა, რაც მისამღერი, ანუ კუპლეტის ნაწილი, რომელიც მეორდება. განვითარდა ხალხური სასიმღერო ლექსიდან, სადაც გუნდი სოლისტის ნათქვამს იმეორებდა. მისამღერი რამდენიმე სახისაა: ა) უბრალოდ იმეორებს სტროფის ტაეპს (მთლიანად ან ნაწილობრივ), ბ) გამეორებას ემატება ან ხმაბაძვითი სიტყვები, რომლებსაც, შესაძლებელია, ადრე რაიმე საწესჩვეულებო მნიშვნელობა გააჩნდა, ანდა მისამღერის ტრადიციული ფორმა შეიძინეს. გ) დასრულებული ფრაზა ტაეპის სახით, ტექსტთან დაკავშირებული და სიმღერიდან სიმღერაში გადასული. დ) რამდენიმე ტაეპი, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ტექსტთან.