რონდო (ფრანგ. rondeau < rond — წრე) — გავრცელებული მუსიკალური ფორმა, რომელიც დაფუძნებულია მთავარი, უცვლელი (რეფრენი) და ახალ-ახალი თემების მონაცვლეობაზე. რონდო აღმოცენდა ხალხური სიმღერისაგან, რომელშიც ახალ-ახალი ნამღერები უპირისპირდება სტაბილურ ჰანგს. ძველებური ანუ კუპლეტური რონდო გავრცელებული იყო XVII-XVIII საუკუნეებში ფრანგი კლავესინისტთა შემოქმედებაში. ვენის კლასიკოსები ხშირად იყენებდნენ რონდოს სონატურ-სიმფონიური ციკლების ფინალში. შემდგომში რონდოს მიეცა დამოუკიდებელი პიესის ფორმა. იგი დამკვიდრდა ვოკალურ ჟანრშიც (რომანსი, არია, საოპერო სცენა), ასევე საბალეტო მუსიკაში. ის არის 15 ტაეპიანი, 3 სტროფიანი ლექსი, სადაც ტაეპები იკვრება 2 რითმით და სტროფებში არის რეფრენი, რომელიც არ ირითმება. ტაეპი 10 მარცვლიანია, ხოლო რეფრენი 4 მარცვლიანი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ი. კარგარეთელის ,,მოკლე პოპულარული სამუსიკო ენციკლოპედია" (თბილისი, 1933).
  • თ. დაფქვიაშვილის ,,მუსიკალურ ტერმინთა ლექსიკონი" (თბილისი, 1971).
  • ა. ყიფშიძის და გრ. ჩხიკვაძის ,,მუსიკალური ლექსიკონი" (თბილისი, 1971).
  • ა. ყიფშიძის ,,ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი" (თბილისი, 1985).